მალხაზ ნაკაშიძე არის ICON•S საქართველო – საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების საქართველოს ეროვნული წარმომადგენლობის ერთ-ერთი დამფუძნებელი და თანათავმჯდომარე. მალხაზ ნაკაშიძე საზოგადოებასთან თანამშრომლობდა 2016 წლიდან, აშშ-ში მისი ფულბრაიტის კვლევითი ვიზიტის პერიოდიდან. მომდევნო წლებში ის ახორციელებდა სხვადასხვა კვლევით/საგამომცემლო პროეექტებს საზოგადოების წევრებთან ერთად და პერიოდულად მონაწილეობდა ICON-S-ის კონფერენციებში.
2021 წელს, ICON•S-თან თანამშრომლობისას გაჩნდა ICON•S საქართველოს შექმნის იდეა. ამავე წლის ზაფხულში მალხაზ ნაკაშიძის ხელმძღვანელობით, დაიწყო ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოში ორგანიზაციის ჩამოყალიბების მიზნით. 2022 წლის თებერვალში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლების მონაწილეობით შედგა ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება, ხოლო 2022 წლის 14 ივნისს საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი კომიტეტის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ICON•S საქართველოს წესდების დამტკიცების შესახებ. 2023 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისში გაიმართა ICON•S საქართველოს ინაუგურაცია და საზოგადოება ოფიციალურად ამოქმედდა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს