//
home

მალხაზ ნაკაშიძე არის სამართლის დოქტორი (თსუ 2010) კონსტიტუციური სამართლისა და მმართველობის სფეროში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სწავლებისა და კვლევის ინტერესთა სფეროებია შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, საკონსტიტუციო მართლმსაჯულება, შედარებითი პოლიტიკა და მმათველობა. მალხაზ ნაკაშიძე ასწავლის სასწავლო კურსებს კონსტიტუციური სამართლის დარგში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მალხაზ ნაკაშიძემ თავისი აკადემიური კარიერა დაიწყო 2000 წელს, როგორც სამართლის სფეროში მიწვეულმა ლექტორმა. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქმიანობის დაწყებამდე, მან დაასრულა ამავე უნივერსიტეტსი იურიდიული ფაკულტეტი 1999 წელს და მოიპოვა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2010 წელს. მალხაზ ნაკაშიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ხელისუფლების განშტოებებთან პრეზიდენტის ურთიერთობათა თავისებურებანი მმარ–თველობის ნახვერადსაპრეზიდენტო სისტემებში.” დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების შემდეგ, 2012 წელს ის, როგორც ფონდ ღია საზოგადოების სტიპენდიანტი, კვლევის განსახორციელებლად მივლინებული იყო დუბლინის (ირლანდია) უნივერსიტეტის სამართლისა და მმართველობის სკოლაში და 2013 წელს დაასრულა თავისი პოსტ–სადოქტორო კვლევა თემაზე: „პარლამენტი და დემოკრატიზაცია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში“, რაც გამოქვეყნდა დიდ ბრიტანეთში მაკმილანის გამომცემლობის მიერ 2016 წელს. მალხაზ ნაკაშიძე ამჟამად მუშაობს პროექტზე: „საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი ევროპასა და აშშ-ში: გამოცდილება და დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში“.

მალხაზ ნაკაშიძეს გააჩნია საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება და სხვადასხვა დროს ეკავა თანამდებობები საქართველოს საჯარო სამსახურში. კერძოდ, იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი (2004–2005), საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი (2005–2007), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე (2009–2010), კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (2010–2012). მალხაზ ნაკაშიძე იყო კერძო იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი პარტნიორი (2003–2004) და ფონდ „სამართლიანი არჩევნები“–ს რეგიონალური კოორდინატორი (2004).  2007 წლის თებერვალში ის არჩეული იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად) და ეს თანამდებობა ეკავა 2009 წლის თებერვლამდე. ამჟამად მალხაზ ნაკაშიძე არის აკადემიური განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის დამფუძნებელი.

მალხაზ ნაკაშიძეს გამოქვეყნებული აქვს ერთი სახელმძღვანელო, ერთი მონოგრაფია და სამეცნიერო სტატიები საქართველოში და საზღვარგარეთ კონსტიტუციური სამართლისა და მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.

2014 წლის 13 ნოემბერს მალხაზ ნაკაშიძე არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრად 4 წლის უფლებამოსილების ვადით.

2016 წელს მალხაზ ნაკაშიძემ გაიმარჯვა აშშ-ის მთავრობის მიერ  გამოცხადებულ კონკურსში Fulbright Visiting Scholar Program – მოიპოვა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია და ამჟამად არის ფულბრაიტის მკვლევარი ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლაში.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ჩამოტვირთოთ პირადი რეზიუმე

Flag UK     Flag_of_Georgia.svg

6a00d8341c4eab53ef01b7c6e31b9b970b-800wi

Advertisements

დისკუსია დახურულია.

Advertisements