//
მოსაზრება

ნახევრად საპრეზიდენტო, საპრეზიდენტო და  საპარლამენტო ქვეყნები ევროპაში

საქართველოში მუდმივად აქტუალურია სახელმწიფო მმართველობის ფორმის საკითხი, განსაკუთრებით საკონსტიტუციო რეფორმის კონტექსტში. აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა საქართველოში საპარლამენტო მმართველობის დამკვიდრების შესახებ. ბევრი ადამიანი,მათ შორის სპეციალისტები მიუთითებენ, რომ 2013 წლიდან საქართველო შეიძლება მივაკუთვნოთ საპარლამენტო სისტემას. სინამდვილეში საქართველო არის ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის ქვეყანა, მიუხედავად იმისა რამდენად შეზღუდულია პრეზიდენტის უფლებამოსილებები. ჯერ კიდევ დიუვერჟეს განმარტებიდან მოყოლებული, თანამედროვე ევროპაში დამკვიდრებულია ექსპერტული მოსაზრება, რომ ნახევრად საპრეზიდენტოდ მიიჩნევა ქვეყანა თუ: 1. პრეზიდენტი აირჩევა პირდაპირი, საყოველთაო არჩევნების გზით; 2. არსებობს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული კოლეგიური ორგანო – მთავრობა. საპარლამენტო სისტემას კი მიეკუთვნება ის ქვეყნები, სადაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ. დღეს ევროპაში (ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისა და ყოფილი სოციალისტური ქვეყნების ჩათვლით) 26 ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკაა, 8 საპარლამენტო და 5 საპრეზიდენტო რესპუბლიკა. გარდა ამისა 8 ქვეყანა წარმოადგენს საპარლამენტო მონარქიას. ქვემოთ წარმოდგენილ ცხრილში მოცემულია ამ ქვეყნების ჩამონათვალი. ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკების გასწვრივ მითითებულია ამ მმართველობის შექმნის წლები, რაც ძირითადად პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემოღებას უკავშირდება ან მთავრობის სტატუსის ცვლილებას უკავშირდება. ჩამოთვლილი ქვეყნებიდან სომხეთი 2017 წლიდან გადადის საპარლამენტო სისტემაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე გვიან ჩეხეთში 2012 და მოლდოვაში 2016 წელს იქნა შემოღებული პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო ესტონეთში ამჟამად მიმდინარეობს მსჯელობა პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შემოღების შესახებ.

p_20161226_220148_1_1

დისკუსია დახურულია.

მალხაზ ნაკაშიძე ინსტაგრამზე