//
ინტერვიუ და სხვა

„საზოგადოების წინააღმდეგ მიმავალ პოლიტიკურ პარტიას დიდი ხნით სიცოცხლის უნარი არ აქვს“


ბათუმი
ბათუმი

„ეს შეიძლება ითქვას სასამართლოზე, პარლამენტზე, პრეზიდენტზე. ფაქტობრივად, გადაწყვეტილებები მიიღება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც პოლიტიკური პარტიის ლიდერია, მაგრამ ინსტიტუციონალურად არაფერზე არ აგებს პასუხს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. დემოკრატიული საპარლამენტო მმართველობა კი გულისხმობს, რომ როდესაც პოლიტიკური პარტია იმარჯვებს და უმრავლესობით მოდის პარლამენტში, მისი ლიდერი იღებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და მართავს ქვეყანას. ჩვენთან კი ვხედავთ პარტიის ლიდერს, რომელიც არ არის პრემიერ-მინისტრი, მაგრამ მოქმედი პრემიერ- მინისტრი არის კერძო პირის გადაწყვეტილებების შემსრულებელი“.

ეს იყო მოულოდნელი. როცა წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მსჯელობდნენ კრიზისულ ვითარებაზე, საზოგადოებას შეექმნა დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ სხვა, უფრო სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა და არა იმას რომ, წარსულში დაიწყებდა ქექვას.

მალხაზ ნაკაშიძე მიიჩნევს, რომ სწორედ ამიტომ დაკარგა მმართველმა პარტიამ ნდობა საზოგადოებაში. შექმნილი კრიზისის მიუხედავად კი, უმრავლესობა დამოუკიდებლად გადაწყვეტილებასაც ვერ იღებს:

„არ ტარდება რეფორმები. არაფერი არ იცვლება მოქალაქეებისთვის. მათი სოციალური მდგომარეობა უარესდება, მაგრამ მთავრობა ამაზე სერიოზულ რეაგირებას არ ახდენს, იმიტომ რომ არ შეუძლია. მე ვფიქრობ, რომ ამოწურა ეს რესურსი, თუმცა ჯერჯერობით ის ვითარებაც არ არის, რომ ხალხმა გააპროტესტოს“.

საზოგადოებრივმა პროტესტმა სოციალურ სივრცეში გადაინაცვლა, ამბობს ჟურნალისტი სოფო ჟღენტი, რომელიც ყოველდღე ადევნებს თვალს მოქალაქეების ონლაინსივრცეში მიმდინარე დისკუსიას. ბოლო დროის პოლიტიკური ამბებიდან კი გამოყოფს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, დაბრუნებას მმართველ პოლიკუტურ გუნდში, რაც ქილიკის საგანი და იუმორისტული პოსტებისა თუ ვიდეორგოლების თემად იქცა:

„ეს იყო მოულოდნელი. როცა წინა დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში ბიძინა ივანიშვილთან ერთად მსჯელობდნენ კრიზისულ ვითარებაზე, საზოგადოებას შეექმნა დიდი მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ სხვა, უფრო სერიოზულ ნაბიჯს გადადგამდა და არა იმას რომ, წარსულში დაიწყებდა ქექვას და ლიდერის, რომელიც იყო პრემიერი და გაუშვეს, რომელიც ამ დრომდე არსადაც არ იყო… ამას მოჰყვა საზოგადოების ცინიკური დამოკიდებულება“.

„ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი საზოგადოების ნაწილმა არასერიოზულად მიიღო, იმიტომ რომ ყველას კარგად ახსოვს, თუ როგორ დატოვა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, თანამდებობა – საზოგადოებას არც არაფერი აუხსნა და მოქალაქეებს აგრძნობინა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირი ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს მოქალაქეების მიმართ, – ამბობს „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი თამარ მამეიშვილი. მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა ხისტი პოლიტიკითა და ასეთივე გამონათქვამებით. მისი დაბრუნებით კი გამოჩნდა, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია ვერ აცნობიერებს, თუ რა სახის ცვლილებებს ითხოვს საზოგადოება:

პოლიტიკური პარტია რასაც გადაწყვეტს, აბსოლუტურად მისი დისკრეციაა, მაგრამ რამდენად წონადი იქნება და რა გავლენას მოახდენს იგი პოლიტიკურ პროცესზე? ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ არსებითად ვერ შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვინაიდან გამოვა კარგად დავიწყებული ძველის გახსენება.

„ეს ნამდვილად არაა შესაბამისი პასუხი საზოგადოების დაკვეთაზე, რაც, ვფიქრობ, შედეგს გამოიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. „ქართული ოცნება“, მართალია, ფიქრობს, რომ ასე არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ, პირიქით, ასეთი გადაწყვეტილებებით უფრო კარგავს ქულებს. შექმნილ პოლიტიკურ ქაოსში კი ძალიან მნიშვნელოვანია მესამე ძალის გააქტიურება. მიუხედავდ იმისა, რომ ამას აბსტრაქტულს უწოდებენ, მე ვფიქრობ, რომ არის რესურსი – სამოქალაქო აქტივიზმი ყალიბდება და ძლიერდება; არიან მემარცხენე ძალები, რომლებიც ასე აკლია ჩვენს პარლამენტს. იგი შეავსებდა მრავალპარტიულ სისტემას. ვფიქრობ, რომ ეს პერსპექტივა არსებობს და მესამე ძალის ჩაბმა მომავალი არჩევნებისთვის იქნება გადამწყვეტი“.

საადვოკატო კომპანია „იურიდიული მრჩევლის“ დამფუძნებელი გიორგი ხიმშიაშვილი მიიჩნევს, რომ როგორც სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებმა, ასევე ბოლო დროს შექმნილმა პოლიტიკურმა კრიზისმა აჩვენა, რომ მმართველ ძალას სიტუაციის ობიექტურად შეფასების უნარი არ აქვს:

„პოლიტიკური პარტია რასაც გადაწყვეტს, აბსოლუტურად მისი დისკრეციაა, მაგრამ რამდენად წონადი იქნება და რა გავლენას მოახდენს იგი პოლიტიკურ პროცესზე? ამაზე შემიძლია ვთქვა, რომ არსებითად ვერ შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგს, ვინაიდან გამოვა კარგად დავიწყებული ძველის გახსენება. მაგრამ დღეს ღარიბაშვილის დაბრუნების დაკვეთა საზოგადოებისგან „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად არ ჰქონია. შეიძლება ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ შესაკრების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. არ შეცვლის არსს არც საზოგადოებისთვის და არც ამ პოლიტიკური პარტიისთვის. საზოგადოებას კი სჭირდება რეფორმები და სწორი რეაქცია მის დაკვეთებზე. პოლიტიკური პროცესი კი აჩვენებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება მიცურავს დინების საწინააღმდეგოდ. ისტორია კი აჩვენებს, რომ საზოგადოების წინააღმდეგ მიმავალ პარტიას დიდი ხნით სიცოცხლისუნარიანობა არ აქვს“.  https://www.radiotavisupleba.ge/a/საზოგადოების-წინააღმდეგ-მიმავალ-პოლიტიკურ-პარტიას-დიდი-ხნით-სიცოცხლის-უნარი-არ-აქვს-/29807303.html

ახალი პროექტი ბულვარის დამცველების პროტესტს იწვევს


მშენებლობა ბულვარში

ბათუმის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით თანხმობა მისცა ქალაქის მერიის ინიციატივას, რომელიც ზღვისპირა პარკში, ბულვარში, სასტუმრო „ინტურისტებთან“ ახლოს მდებარე ტერიტორიის გრძელვადიანი იჯარით გაცემას გულისხმობს.

საუბარია ბულვარის ცენტრში, ბამბუკების ხეივანსა და პარკის ცენტრალურ შადრევნებთან მდებარე ყოფილი ფოტოატელიეს შენობაზე, რომლის ფართი 89 კვ/მ-ია. ამ შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომლის საერთო ფართი 113 კვ/მ-ია, მოქალაქე ვასილ ოსეფაიშვილი ითხოვს ათი წლის იჯარით და წელიწადში 7 ათასი ლარის გადახდის პირობით. ამ ადგილას ის მრავალფუნქციური კომპლექსის განთავსებას გეგმავს, სახელწოდებით „სინთეზი“. კომპლექსის შექმნის კონცეფცია ემსახურება აჭარული ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.

დღეს ისევ ვხედავთ, რომ რაღაც ობიექტები ჩადგეს ისე, რომ არანაირი გათვლები, არანაირი ზოგადი კონცეფცია არ აქვთ და ქაოსურად ხდება, ანუ ინდივიდუალურად ვიღაც ადამიანი მიმართავს მერიას, როდესაც რაღაც ტერიტორია მოეწონება და გამოდის, შეუძლიათ თანხმობა უთხრან ყველას, ვინც კარგად ჩააწყობს საქმეს. ასე ჩანს, ჩემი დაკვირვებით…
მალხაზ ნაკაშიძე

შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა: ფოტოატელიე, სახელწოდებით „ფოტოსინთეზი“, “კაფე-ბარი ტყეში” – ქართულ-ევროპული სამზარეულოს სინთეზით, ტერასა – კულტურული ღონისძიებებისა და შემოქმედებითი საღამოებისათვის, „ქართული კუთხე“ ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, სივრცე ფოტოსესიისათვის, ეზო მოეწყობა და გაფორმდება, – წერია მერიის მოხსენებით ბარათში, რომელიც ბათუმის საკრებულოს წარუდგინეს. ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ეს პროექტი წარმოადგინეს ფოტოგრაფებმა, რომლებიც, ათეული წლებია, ბულვარის ამ ადგილას ფოტოატელიეში მუშაობდნენ:

„დღეს ეს ობიექტი არის უსახური, ძველი და ამორტიზებული. მათი მხრიდან შემოვიდა შემოთავაზება, ფოტოატელიეს ფუნქციების შენარჩუნებით და იქვე პატარა კაფეს მოწყობის ინიციატივით. ვფიქრობ, რომ ეს არანაირად არ არის დამაზიანებელი და დამაზარალებელი. მსგავსი ტიპის პატარა კაფეები ბულვარის სხვადასხვა ადგილებში არის და ისინი აბსოლუტურად… გააჩნია, თუკი ნორმალურად ჩაეწერა და ნორმალურად მოთავსდება, ეს უკვე არქიტექტურის საკითხია და ჯერ ამაზე არ ვმსჯელობთ. ჯერ ვმსჯელობთ ამ ობიექტის ფუნქციაზე და იჯარით გადაცემაზე“.

ის, რომ ბათუმის ზღვისპირა პარკში კვებისა და აგრეთვე სხვა ტიპის კომერციული ობიექტები მომრავლდა,ადგილობრივ მცხოვრებთა ერთი ნაწილის უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს. ამ ფაქტს განსაკუთრებით ის ბათუმელები ეხმაურებიან, რომლებიც ორი წლის წინ ძველი ბულვარის დასაცავად საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. მათ შორისაა ნათია ხარატი:

მშენებლობა ბათუმის ბულვარში
მშენებლობა ბათუმის ბულვარში

„ეს ფოტოსტუდია ჩემთვის არის ბავშვობის ნაწილი და ბათუმის კოლორიტი. სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, თუ გვინდა ავთენტურობის შენარჩუნება. ამ ქალაქს არცთუ დიდი ხნის ისტორია აქვს, ძალიან ბევრი რამ განადგურდა და რაც დაგვრჩა, უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. მე მესმის, რომ შეიძლება ძველი ფოტოსტუდია ვიღაცისთვის ღირებული არ არის, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ განვაახლოთ და ძველი სტატუსი შევუნარჩუნოთ. ჩემთვის სრულიად მიუღებელია რესტორანი ამ ადგილას. რით ვერ დავასრულეთ რესტორნების გახსნა ძველ ბულვარში? ისედაც ბევრი რესტორანი და კაფეა ბათუმში და გადმოვიდეს ბულვარს აქეთ ადამიანი და ნახავს კვების ობიექტებს. შევინარჩუნოთ ძველი სახე“.

მშენებლობა ბათუმის ბულვარში
მშენებლობა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. მისი იერსახის შეცვლას არ ეთანხმება ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ზღვისპირა პარკის პირვანდელი სახე იკარგება:

„ყველა ხედავს, რომ ჩარევა ხდება. კონცეფცია, ფაქტიურად, არ არსებობს. არაერთხელ იყო საპროტესტო გამოსვლები, რომელშიც ვმონაწილეობდით და შეჩერდა, მაგრამ დღეს ისევ ვხედავთ, რომ რაღაც ობიექტები ჩადგეს ისე, რომ არანაირი გათვლები, არანაირი ზოგადი კონცეფცია არ აქვთ და ქაოსურად ხდება, ანუ ინდივიდუალურად ვიღაც ადამიანი მიმართავს მერიას, როდესაც რაღაც ტერიტორია მოეწონება და გამოდის, შეუძლიათ თანხმობა უთხრან ყველას, ვინც კარგად ჩააწყობს საქმეს. ასე ჩანს, ჩემი დაკვირვებით“.

ეს ხელოვნური ჩარევებით ხდება ბულვარის იერსახისა და ავთენტურობის დაკარგვა. დღს ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ვერ შევძელით ბულვარის დაცვა, რასაც მოჰყვება მოქალაქეების პროტესტი, იმიტომ რომ თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ასეთ პროექტებს…
ნანა მეგრელიძე

საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ძველი ბულვარის“ ერთ-ერთი წევრი, ნანა მეგრელიძე, რომელიც 2016 წლის ბულვარის დამცველების საპროტესტო გამოსვლების ორგანიზატორი იყო, ამბობს, რომ მაშინ ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ შეწყვიტეს პროტესტი. შეთანხმების მიხედვით კი, ბათუმის ბულვარში უნდა შეჩერებულიყო ყველა ახალი პროექტის განხორციელება და გადამოწმებულიყო ძველი მანამდე, ვიდრე შემუშავდებოდა ზღვისპირა პარკის კონსერვაციის გეგმა. მისივე თქმით, პირობა არ შესრულდა, ბოლო დროს ბათუმის ბულვარში მიმდინარე კომერციული პროექტები კი იძლევა იმის საფუძველს, რომ ბულვარის დამცველებმა პროტესტი ისევ განაახლონ:

„ბათუმის ძველი ბულვარი, რომლითაც ქალაქს აქვს სახელი განთქმული არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთ, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ასეთი ზღვისპირა პარკი ევროპაშიც კი არ არსებობს, ამით ძალიან ამაყობენ და მოაქვთ თავი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორ ხელს უწყობენ იმას, რომ ეს ყველაფერი გააქრონ და მივიღოთ ბულვარი იმ სახით, როგორსაც თვითონ გვთავაზობენ. ეს ხელოვნური ჩარევებით ხდება ბულვარის იერსახისა და ავთენტურობის დაკარგვა. დღს ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ვერ შევძელით ბულვარის დაცვა, რასაც მოჰყვება მოქალაქეების პროტესტი, იმიტომ რომ თვალსა და ხელს შუა გვაპარებენ ასეთ პროექტებს“.

პროექტი კი, რომელიც ძველი ბულვარის ტერიტორიაზე არსებული ფოტოატელიეს კაფედ და გასართობ ობიექტად გადაკეთებას გულისხმობს, ჯერ არ არსებობს. იგი თავდაპირველად ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურში შევა, შემდეგ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან არსებულ საბჭოზე გაივლის სავალდებულო განხილვის პროცედურას და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს საბჭო რეკომენდაციას, ძეგლის სტატუსის მქონე ბულვარში ახალი ან სახეშეცვლილი ობიექტის პროექტი განხორციელდეს. https://www.radiotavisupleba.ge/a/ახალი-პროექტი-ბულვარის-დამცველების-პროტესტს-იწვევს/29257844.html 

 

 

49151486_372645340232159_857251738292322304_n

ახალი წელი – ახალი კონსტიტუციით
იანვარი 8, 2019 ირმა ცეცხლაძე 27 48 93

16 დეკემბრიდან ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ბევრს უჩნდება კითხვები, როგორ, რა და რატომ ჩაასწორეს ძველ კონსტიტუციაში, რას მოგვიტანს ახალი კანონი. ამაზე საუბრობს გაზეთ `აჭარასთან~ ინტერვიუში სამართლის დოქტორი, კონსტიტუციონალისტი, ბსუ-ის ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე

– პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ სრულად ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია. პირველი და მთავარი კითხვა, რაც ალბათ საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს, ვინ არიან ამ კონსტიტუციის მთავარი ავტორი და თანაავტორები?
– კონსტიტუცია ჩვენი ქვეყნის ძირითადი კანონი, ერთგვარი სოციალური კონტრაქტია და მისი ავტორები, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეები უნდა ვიყოთ, რადგან კონსტიტუცია საზოგადოების შეთანხმების, კომპრომისის შედეგია. სხვა შემთხვევაში, იგი ვერ შეასრულებს თავის უმთავრეს დანიშნულებას სახელმწიფო ხელისუფლების შეზღუდვის, ჩვენი თავისუფლების დაცვისა და დემოკრატიის განხორციელების თვალსაზრისით. კონსტიტუციის მიღება რთული პროცესია, ხანგრძლივ დროს და ენერგიას, კომპრომისებს, შეთანხმებას მოითხოვს. სამწუხაროდ, ვფიქრობ, მოსალოცი ბევრი არაფერი გვაქვს, რადგან ჩვენ ამჯერადაც ვერ მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც ყველას კონსტიტუცია იქნებოდა, ხელს შეუწყობდა საზოგადოების კონსოლიდაციას და მაღალი ლეგიტიმაციით ისარგებლებდა. როგორც გახსოვთ, იგი საბოლოოდ მიიღო მხოლოდ მმართველმა პარტიამ ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის სერიოზული კრიტიკის ფონზე. ამიტომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხშირად ერთპარტიულს უწოდებენ, რადგან ის არ წარმოადგენს ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეთანხმების შედეგს.
– რატომ გახდა აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები?
– როგორც ოფიციალურად გაცხადდა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბება იყო. კონკრეტულად, ეს გულისხმობდა ქვეყანაში სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საბოლოოდ 2024 წლიდან უნდა განხორციელდეს.
– რამდენად ვიქნებით დაცულები კონსტიტუციის ახალი რედაქციით?
– ეს ძალიან ზოგადი კითხვაა. იმისათვის რომ კონსტიტუციურად იყოს დაცული ჩვენი უფლებები, პირველ რიგში, კონსტიტუცია უნდა განსაზღვრავდეს ხელისუფლების მოწყობის ისეთ სისტემას, რომელიც დაფუძნებული იქნება ხელისუფლების დანაწილებაზე, ურთიერთკონტროლსა და შეკავებაზე, რაც გამორიცხავს ერთპიროვნულ, ერთპარტიულ, არადემოკრატიულ გადაწყვეტილებებს. ჩვენი უფლებების და ინტერესების დაცვა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმუშავებს ეს პრინციპები უახლოეს წლებში.
– როგორც აღნიშნავენ, გაცილებით მაღალი სტანდარტით მოხდება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა. რაში გამოიხატება ეს?
– ძირითადად, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ, ადამიანის უფლებათა ნაწილი შენარჩუნდა ძველი კონსტიტუციიდან, თუმცა ბევრი დამატებითი გარანტიაც შეიქმნა, მაგალითად, სოციალური უფლებების მიმართულებით, ხაზი გაესვა სოციალური სახელმწიფოს პრინციპს და ა.შ. თუმცა არის გარკვეული უარყოფითი მომენტებიც, მაგალითად, საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელთა საკუთრების უფლების შესახებ და სხვა.
– რამდენად გაძლიერდება ოპოზიციის უფლებები პარლამენტში?
– საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად განხორციელდა გარკვეული ცვლილებები ოპოზიციის როლის უფრო გაქტიურებისათვის. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რაც პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით უნდა განხორციელდეს. ოპოზიციის როლის გაძლიერებას, პირველ რიგში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უზრუნველყოფს.
– ძირითადად რა არ მოგწონდათ ძველ კონსტიტუციაში?
– საკონსტიტუციო ცვლილებებამდე ძირითადი პრობლემა დაკავშირებული იყო პარლამენტის მაკონტროლებელ უფლებამოსილებებთან ანუ როგორ შეეძლო პარლამენტს მთავრობის კონტროლი, ასევე, დასახვეწი იყო მთავრობისთვის ნდობისა და უნდობლობის საკითხის პროცედურები საქართველოს პარლამენტში. ეს პროცედურები გაცილებით გამარტივდა და დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს.
– თუ შეიძლება, განვმარტოთ, ახალი უფლებებით, ძირითადად, რა ევალება პრეზიდენტს?
– საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. იგი ქვეყანას წარმოადგენს საგარეო ურთიერთობებში. ამდენად, კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი არ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, აღმასრულებელ ხელისუფლებას სრულად ახორციელებს საქართველოს მთავრობა. პრეზიდენტი კონსტიტუციის მიხედვით არის უპარტიო, შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ იგი უნდა იყოს ნეიტრალური სახელისუფლებო ინსტიტუტი და საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლების განშტოებებს შორის განახორციელოს გარკვეული უფლებამოსილებები როგორც არბიტრმა. თუ როგორ განახორციელებს ამ როლს პრეზიდენტი საქართველოში, უახლოესი წლები გვაჩვენებს.
– რა ევალება პრემიერ-მინისტრს?
– კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის საქმიანობას, საქართველოს მთავრობა კი ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ თვალსაზრისით, პრემიერ-მინისტრი არის ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობის საქმიანობაზე. ამ მოდელის სპეციფიკა სწორედ არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი არის ლიდერი იმ პოლიტიკური პარტიის ან პარტიათა კოალიციის, ვისაც აქვს უმრავლესობა პარლამენტში, ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე და რჩება ხელისუფლებაში, ვიდრე მისი კაბინეტი პარლამენტის ნდობით სარგებლობს. ამგვარად, ქვეყნის განვითარებაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრს და მის კაბინეტს ეკისრება.
– რამდენადაა აღჭურვილი სათანადო უფლებებით საკანონმდებლო ორგანოები (ვგულისხმობ აჭარის უმაღლეს საბჭოსაც)?
– საპარლამენტო მმართველობის სისტემაში უმთავრესი ორგანო არის პარლამენტი და ბევრი რამ დამოკიდებულია მთავრობის მიმართ მის მაკონტროლებელ ფუნქციებზე. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო დონეზე არსებობს ბევრი მექანიზმი საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მთავრობის კონტროლის განხორცილებისათვის, მათ შორის მიიღეს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რაც დეტალურად ითვალისწინებს ამ პროცედურებს, მაგრამ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება პარლამენტის შემადგენლობაზე, ოპოზიციის წარმომადგენლობაზე და ა. შ. ანალოგიურად შეიძლება ვიმსჯელოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოზე. მნიშვნელოვანია, ეს კონტროლი რეალურად ხორციელდებოდეს და არ ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, როგორც ეს არის ხშირად მყარი საპარლამენტო უმრავლესობის პირობებში.
– რომელი ინსტიტუტი იქნება ქვეყანაში წამყვანი ძალა: პარლამენტი, მთავრობის თავმჯდომარე თუ პრეზიდენტი?
– კონსტიტუციის მიხედვით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, მთავრობის მეთაური – პრემიერ-მინისტრი არის რეალური ძალაუფლებით აღჭურვილი პოლიტიკური თანამდებობის პირი. აქ უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ევროპულ საპარლამენტო სისტემაში, რის დამკვიდრებასაც ჩვენ ვცდილობთ, ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ფიგურა არის პრემიერი, ვინაიდან, რეალურად, ის არის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერი. სიტუაცია, როცა ქვეყნის მთავრობას არ ხელმძღვანელობს გამარჯვებული პარტიის რეალური პოლიტიკური ლიდერი, ევროპისათვის დამახასიათებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სხვადასხვა კრიზისის დროს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ხელმძღვანელობენ დროებით ე. წ. ტექნოკრატი პრემიერები ქვეყნის მთავრობას. აამიტომაც, თუ საქართველოს შევხედავთ, რთულია ვთქვათ, განასახიერებს თუ არა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ისეთი მთავრობის მეთაურის ინსტიტუტს, როგორიც დასავლეთის საპარლამენტო მმართველობის სისტემებში ფუნქციონირებს. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, კონსტიტუციის მიხედვით, გარკვეულ შემთხვევებში ის ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას, ხელმძღვანელობს პარლამენტის სხდომებს და მთავარი ინსტიტუტი მაინც არის ქვეყნის პარლამენტი. ასეთ სისტემაში, როგორც წესი, პრეზიდენტი არ არის ჩართული ყოველდღიური პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, თუმცა მისი როლი მნიშვნელოვანია და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება არა მხოლოდ ფორმალურ უფლებამოსილებებზე, არამედ პრეზიდენტის აქტივობაზე.
– რითი იზღუდება ყოველი მათგანის უფლებამოსილება?
– მარტივად რომ ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საკუთარი კაბინეტის საქმიანობაზე პარლამენტის წინაშე, რომელსაც შეუძლია უნდობლობა გამოუცხადოს მთავრობას, არ მისცეს ნდობა და, შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს, დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ევროპული საპარლამენტო მმართველობის მარტივი წესი. პრეზიდენტი, თავის მხრივ, შესაძლებელია გადააყენოს თანამდებობიდან პარლამენტმა იმპიჩმენტის პროცედურით, თუ ის დაარღვევს კონსტიტუციას ან ჩაიდენს რაიმე დანაშაულს.
– რას არ ეთანხმებით ახალ კონსტიტუციაში?
– ასეთი საკითხი ბევრია, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც არ ვეთანხმები, არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება 2024 წლიდან. როცა ქვეყანაში პოლიტიკური პარტიები ძალიან სუსტია, არ გვაქვს კოალიციური მთავრობის ფორმირების არანაირი გამოცდილება, სერიოზული პრობლემებია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, გვაქვს ერთპალატიანი პარლამენტი, გადაუწყვეტელია ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საკითხი, ჩნდება სერიოზული კითხვები თუ რამ უნდა გააკონტროლოს და დააბალანსოს საპარლამენტო უმრავლესობის ძალაუფლება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი იყო შეგვენარჩუნებინა პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, მაგრამ შეზღუდული უფლებამოსილებებით. ასეთი გამოცდილება არსებობს ევროპაში. ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს, არის გარკვეული გამაწონასწორებელი ინსტიტუტი, პოლიტიკური პარტიებისა და საპარლამენტო უმრავლესობის საპირწონე. ამ ფუნქციას საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვერ შეასრულებს. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არ არის და ასე ფიქრობს ბევრი ქართველი და უცხოელი ექსპერტი, ხოლო შეზღუდული უფლებამოსილებებით აღჭურვილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არის ტენდენცია ევროპის ბევრ ქვეყანაში.
ამჯერად პრეზიდენტი 6 წლით აირჩიეს. რატომ?
– 2024 წელს პრეზიდენტს არა უშუალოდ ხალხი, არამედ 300 წევრისაგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. მოგეხსენებათ, 2024 წელს გაიმართება ასევე საპარლამენტო არჩევნები და ახლად არჩეული პარლამენტის წევრები კოლეგიის სხვა წევრებთან ერთად აირჩევენ საქართველოს პრეზიდენტს.
– რამდენადაა გაძლიერებული სასამართლოს და ადგილობრივი თვითმმართველობების გარანტიები?
– გარკვეული ნორმები დაიხვეწა კონსტიტუციაში ამ საკითხებთან მიმართებაში, თუმცა, ვფიქრობ, არ იყო გამართლებული, როცა უზენაესი სასამართლოს წევრების პარლამენტში წარდგენის უფლება პრეზიდენტს ჩამოართვეს და გადასცეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეალურად გადაიდგას ნაბიჯები ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გასატარებლად, განხორციელდეს დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობა გახდეს დამოუკიდებელი.
– იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ კონსტიტუციით მმართველი ძალა საკუთარ სუბიექტურ პოლიტიკურ პოზიციებს იუარესებს, ანუ ეს კონსტიტუცია არ ტოვებს არანაირ ბერკეტს, პოლიტიკური პროცესები მთავრობამ სასურველი მხრიდან მოირგოს?
– ჩემი აზრით, ეს იყო პოლიტიკური განცხადება იმ უარყოფითი ფონის დაძლევის მიზნით, რაც მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციის ერთპარტიულად მიღების შემდეგ ჩამოყალიბდა ქვეყანაში. სინამდვილეში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება, საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დატოვება ნიშნავს სწორედ მმართველი პარტიის პირობებზე მორგებას, თუ გავითვალისწინებთ როგორია დღეს ხელისუფლების მხარდაჭერა, რაც საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაადასტურა.
– ძალიან პოზიტიური შეფასება მოვისმინეთ როგორც სხვადასხვა დიპლომატიური უწყებისგან, ასევე ვენეციის კომისიისგან და კომისიის თავმჯდომარის მხრიდან, რომლის ექსკლუზიური ინტერვიუც ნახა `იმედის~ მაყურებელმა. თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა დასვა რიტორიკული კითხვა, `ვისია ახალი კონსტიტუცია?~ ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ იგი ერთპარტიულია და თუ ასეთი პოზიტიურია ეს დოკუმენტი, მაშინ რა არის მათი მიზანი და რატომ ცდილობენ საზოგადოებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდონ?
– არ ვიცი, ტელეკომპანია `იმედის~ გადაცემაში რა თქვეს, მაგრამ ეს კონსტიტუცია არის ერთპარტიული, ვინაიდან ის მიიღო მხოლოდ მმართველი პარტიის უმრავლესობამ, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის გარეშე. ამ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებობს ძალიან კრიტიკული დასკვნები როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების და ვენეციის კომისიის მხრიდან. ალბათ, გახსოვთ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს ძალიან კრიტიკული განცხადებები, რაც მან საქართველოში ვიზიტისას გააკეთა. გარდა ამისა, არსებობს ვენეციის კომისიის დასკვნა და შეგვიძლია ეს კრიტიკა იქ წავიკითხოთ. გარკვეულწილად, სწორედ ამ გაკრიტიკების შედეგია ის, რომ ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდა და 2020 წლისათვის ერთჯერადად დაუშვა საარჩევნო ბლოკები და დასწია საარჩევნო ბარიერი 3%-მდე. ამ კონსტიტუციური ცვლილებების მთავარი საკითხი იყო საარჩევნო სისტემა და თუ 2020 წელს არ მოხდებოდა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, საკონსტიტუციო ცვლილებების ასე სწრაფად განხორციელება საერთოდ არ იყო საჭირო.
– კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესში ძალიან ბევრი დათმობა მოხდა, თუნდაც ის, რომ პროპორციული წესით არჩევა გადავადდა, ასევე პრეზიდენტის არჩევის წესიც, პლუს ბონუსები და ა.შ. თუ ეს პროცესი დროში გაიწელებოდა და მოგვიანებით ამოქმედდებოდა, რატომ დაჩქარდა კონსტიტუციაზე მუშაობა. იყო თუ არა შესაძლებელი, დროში უფრო ხანგრძლივი პროცესი გვქონოდა?
– როგორც მახსოვს, თავიდანვე იყო სურვილი, ეს ცვლილებები 2020 წლიდან ამოქმედებულიყო, მაგრამ გარკვეული გადავადება გამოიწვია სწორედ ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს პრეზიდენტის, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკულმა დამოკიდებულებამ და ხელისუფლება იძულებული გახდა, გადაეხედა დღის წესრიგისათვის. არათუ შესაძლებელი იყო, არამედ საკონსტიტუციო ცვლილებების დაჩქარებულად განხორციელება ყოვლად დაუშვებელია და უფრო საფუძვლიან მუშაობას მოითხოვდა.

– რახან კონსტიტუცია შეცვალეს, იგულისხმება, რომ ის შეცვალეს უკეთესობისკენ. არის თუ არა ის უფრო ზნეობრივი, რამდენად გამართულია პოლიტიკურად და რამდენად წიგნიერად, პროფესიული პასუხისმგებლობითაა მომზადებული, თუა დაცული სამართლებრივი ლოგიკა და როგორც სტრასბურგშია, რამდენადაა გასაგები რიგითი მოქალაქისთვის?
– კონსტიტუციაში ბევრი ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა, გასწორდა ტექსტი და ა.შ. მაგრამ ამ ცვლილებების მთავარი მიზანი იყო უკეთესი მმართველობის სისტემის შექმნა, რისი საფუძველიც, პირველ რიგში, იყო საარჩევნო სისტემა. ევროპული საპარლამენტო სისტემა წარმოუდგენელია პროპორციული, სამართლიანი საარჩევნო სისტემის გარეშე. ამავე დროს, ამისათვის აუცილებელი იყო მთავარ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმება, საზოგადოების კონსენსუსი კონსტიტუციის მიღებისას. კონსტიტუციის ტექსტი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი არ ყოფილა კონსტიტუციის ტექსტის ტექნიკურად გამართვა.
– რა ცვლილებები შევიდა აჭარის კონსტიტუციაში?
– ცვლილებები გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კონსტიტუციური კანონი `აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ~ და აუცილებელი იყო ამ ორი დოკუმენტის თანხვედრაში მოყვანა. აჭარის კონსტიტუციასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებები თავის დროზე ოფიციალურად გავუგზავნე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს. აჭარის შემთხვევაშიც ბევრი პროცედურული საკითხი გასწორდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მიიღეს გარკვეული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. მაგალითად, არც აჭარის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ და კვლავ შერეული საარჩევნო სისტემა დატოვა ძალაში.
– რაიმეს ხომ არ დაამატებთ?
– ვისურვებდი, რომ მომავალში ნებისმიერი ცვლილება შეთანხმების შედეგად, კონსენსუსის საფუძველზე მივიღოთ, როგორი რთულიც უნდა იყოს ასეთ გადაწყვეტილებამდე მისვლა. სხვა შემთხვევაში, კონსტიტუცია სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება და ნებისმიერი მთავრობის ცვლილებისას გადასინჯვას დაექვემდებარება. http://gazetiajara.ge/2019/01/08/ახალი-წელი-ახალი-კონსტიტ/

 

32462608_1675114499230860_676148257503576064_n-800x445

მალხაზ ნაკაშიძე: ,, ქართული ოცნების” ყრილობამ დაადასტურა, რომ არანაირი სერიოზული განახლება არ მომხდარა

 მაისი 15, 2018

გასული კვირის მიწურულს პარტიის ყრილობაზე `ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარედ პარტიის დამფუძნებელი, ყოფილი ხელმძღვანელი და ქვეყნის ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს. მისი პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციისთვის და საზოგადოების ერთი ნაწილისთვის `მეორედ მოსვლად~ შეფასდა, პრინციპში, ეს სიტყვები თავად ივანიშვილს ეკუთვნის.

რატომ დაბრუნდა `კულუარულ მმართველად~ მონათლული ბიზნესმენი პოლიტიკაში? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე `აჭარასთან~ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დოქტორმა, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში, ამას ცხადყოფს პარტია `ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს~ თავმჯდომარედ მისი არჩევა. რამ განაპირობა ივანიშვილის დაბრუნება?

– პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან არსად წასულა. ის რეალურად ყოველთვის მართავდა `ქართული ოცნების~ უმრავლესობას და ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მის გარეშე არ მიიღებოდა. ამის შესახებ თავად უმრავლესობის წარმომადგენლები საუბრობდნენ და არც მალავდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილთან, როგორც მათი პარტიის დამფუძნებელთან, ჰქონდათ კონსულტაციები. ისიც ფაქტია, რომ ივანიშვილს მაინცდამაინც არ მოსწონდა საჯარო პოლიტიკაში ყოფნა, არც შესაბამისი გამოცდილება გააჩნდა და არ გრძნობდა კომფორტულად თავს ამ სივრცეში. ამიტომაც ფორმალურად დატოვა პოლიტიკა, მაგრამ, რეალურად, თვითონ მართავდა პროცესებს გვერდიდან. სწორედ ამიტომ იყო განუწყვეტლივ საუბარი არაფორმალური მმართველობის შესახებ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო არენაზე. ევროპული საპარლამენტო დემოკრატია, საითაც საქართველო მიდის ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, გულისხმობს, რომ გამარჯვებული პარტიის ლიდერი იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას და იღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე. ბუნებრივია, როცა სახელმწიფოს, ინსტიტუციების ფუნქციონირებას ეხება საქმე, შეუძლებელია მუდმივად კულისებიდან მართო პროცესები. ივანიშვილისათვის რაღაც პერიოდამდე ასეთმა მართვამ იმუშავა, მაგრამ საბოლოოდ საპარლამენტო უმრავლესობას, რომელიც არ არის გაერთიანებული კონკრეტული ღირებულებების გარშემო, არ ეფუძნება კონკრეტულ იდეოლოგიურ პლატფორმას, შედგება სრულიად განსხვავებული ღირებულებების ადამიანებისაგან და მათ ძირითადად ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ფაქტორი აერთიანებდა, საფრთხე დაემუქრა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი ასეთი სახით შენარჩუნების შესაძლებლობა. ამიტომაც ისევ ბიძინა ივანიშვილის პიროვნება იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რომ რაღაც პერიოდით გახანგრძლივებულიყო `ქართული ოცნების~ ერთიანობა. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა პარტიაში დაბრუნება, თუმცა ყრილობაზე მისი გამოსვლიდან ჩანდა, რომ დიდად არ არის მოხარული ასეთი გადაწყვეტილებით და ეს გარკვეულად იძულებითი ნაბიჯია. პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზები თავად დაასახელა ბიძინა ივანიშვილმა ყრილობაზე გამოსვლისას. ეს იყო, ფაქტობრივად, იმ პრობლემების აღიარება, რაც არსებობს ქვეყანაში `ქართული ოცნების~ მმართველობის 6 წლის შემდეგ. ეს მიზეზებია: პირველი – სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, მეორე – ოპონენტები და მესამე – პარტიის პრობლემები. როცა ქვეყნის რიგითი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებულია, წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, ოპოზიცია, მიუხედავად იქ არსებული პრობლემებისა, საუბრობს გაერთიანებაზე, ხოლო `ქართული ოცნება~ საზოგადოებაში ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობს, ჩათვალეს, რომ ერთადერთი მხსნელი შეიძლება ბიძინა ივანიშვილის პიროვნება იყოს. ამიტომაც მისი ასეთი დაბრუნება არის ნაბიჯი საპრეზიდენტო არჩევნებში `ქართული ოცნების~ წარმატების მისაღწევად და პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის გასახანგრძლივებლად. ივანიშვილის დაბრუნება მმართველი პარტიის განახლების გარკვეული მცდელობაა, თუმცა როგორც ყრილობაზე ვნახეთ, ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით რაიმე სერიოზულ ცვლილებებზე პარტიის ხედვების შესახებ ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა. პარტიის თავმჯდომარედ ივანიშვილის დაბრუნებით საერთოდ არ მოხსნილა კითხვები არაფორმალური მმართველობის შესახებ. პარტიის თავმჯდომარეობა არ ნიშნავს ქვეყნის რეალურ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რადგან კონსტიტუციით ეს უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს ეკისრება, თუმცა, ზოგადად, ეს უკეთესია, რადგან ამ სახით ის ოფიციალურად აიღებს პასუხისმგებლობას პოლიტიკაზე, რომელსაც `ქართული ოცნება~ ახორციელებს 2012 წლიდან.

– ბატონო მალხაზ, ექსპერტები ამბობენ, რომ ივანიშვილს მოუწევს პარტიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განახორციელება. `ოცნებაში~ ახალი სახეების გამოჩენას უნდა ველოდოთ?

– პოლიტიკურ პარტიაში განახლება, რაზეც მუდმივად აქტიურად საუბრობენ როგორც ოპოზიციური პარტიები, ისე მმართველი პარტია, ასე ხელოვნურად არ ხდება. `ქართული ოცნების~ ყრილობამ დაადასტურა, რომ არანაირი სერიოზული განახლება არ მომხდარა. პარტიამ მხოლოდ შეამცირა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და თავმჯდომარედ აირჩია ბიძინა ივანიშვილი, რაც იყო სრულიად ფორმალური, კანონით გათვალისწინებული პროცედურა. არ ვფიქრობ, რომ უნდა ველოდეთ ახალი სახეების გამოჩენას პარტიაში. ამასთან, ვხედავთ, რომ `ქართულ ოცნებაში~ წარმოდგენილნი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს არაერთ სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობდნენ.

– შემოდგომაზე ქვეყანამ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს, მმართველი გუნდი აგვისტოს დასაწყისამდე არ აპირებს კანდიდატის დასახელებას. როგორ ფიქრობთ, რატომ?

– საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს დღეს მოქმედი კონსტიტუციით შეზღუდული უფლებამოსილებები გააჩნია. 2018 წელს პრეზიდენტს ხალხი აირჩევს, ამავე დროს განსხვავებული – 6 წლის უფლებამოსილების ვადით. თუ მარგველაშვილის საპრეზიდენტო საქმიანობას გავითვალისწინებთ, პრეზიდენტს, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული, მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია პოლიტიკურ პროცესებზე, თუ ოპოზიციური კანდიდატი გაიმარჯვებს. მარგველაშვილის გამოცდილებიდან გამომდინარე, `ქართული ოცნება~ ყველანაირად შეეცდება საპრეზიდენტო არჩევნები მოიგოს და მშვიდად მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას `ოცნება~ არ ჩქარობს, რადგან იგი, როგორც მმართველი პარტია, დიდ უპირატესობას ფლობს ოპოზიციასთან შედარებით, მის ხელშია არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ მთელი ადმინისტრაციული რესურსი. ამავე დროს აკვირდება ოპოზიციის მოქმედებებს საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, თავად ბიძინა ივანიშვილი დასახელდეს საპრეზიდენტო კანდიდატად, რაც ყველაზე მეტ შანსს აძლევს მმართველ პარტიას, მოიგოს ეს არჩევნები.

– როგორ ფიქრობთ, შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტობის საერთო კანდიდატზე?

– ყველა კარგად ხვდება, რომ მიუხედავად `ქართული ოცნებისადმი~ საზოგადოების დაბალი ნდობისა, მისი დამარცხება, არსებული ადმინისტრაციული რესურსის პირობებში, მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებას შეუძლია. თუმცა, ამავე დროს, კარგად ვხედავთ, რომ ოპოზიცია არის დღეს ერთ-ერთი ყველაზე სუსტი, დაქსაქსული, რაშიც თავად ბიძინა ივანიშვილმა და `ქართულმა ოცნებამაც~ შეიტანა თავისი წვლილი. ოპოზიციაშიც არ არის თანხმობა, არის დაპირისპირებები, რის გამოც სრულად ოპოზიციის გაერთიანება და საერთო კანდიდატის დასახელება, ჩემი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია. ეს იცის მმართველმა პარტიამ და ყველა საშუალებით შეუწყობს ხელს ოპოზიციის კიდევ უფრო დაპირისპირებას. ამავე დროს გასათვალისწინებელია მოქმედი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის საკითხიც. მარგველაშვილს ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა მისი ბოლო დღეების გამოსვლები ადასტურებს, რომ ის აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა კიდეც, რომ მის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს. ამიტომ ოპოზიციის გაერთიანება აუცილებელია, თუმცა არ იქნება მარტივი ამ ამოცანის შესრულება.

– მმართველ გუნდს როგორი შანსი ექნება საპრეზიდენტო არჩევნებში?

– საპრეზიდენტო არჩევნებში არსებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის გათვალისწინებით, მმართველი პარტიის კანდიდატს ექნება გამარჯვების შანსი, თუ ოპოზიცია ვერ გაერთიანდება საერთო კანდიდატის გარშემო. ვისურვებდი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიის კანდიდატი იქნება, ოღონდ წარმოდგენილი იყოს პროდასავლური პოლიტიკური ძალებიდან, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა ქართული დემოკრატიისათვის. ასეთი მაგალითები არსებობს ევროპაში და ვფიქრობ, საქართველოში მარგველაშვილის პრეზიდენტობაც, მიუხედავად არსებული გარკვეული ხარვეზებისა, მაინც დადებითად შეფასდება მომავალში. თუ მაინცდამაინც ისევ `ქართული ოცნების~ კანდიდატი მოიგებს ამ არჩევნებს, ვისურვებდი, რომ მომავალმა პრეზიდენტმაც ისეთივე დისტანცირება მოახდინოს მმართველი პარტიისგან, როგორც მარგველაშვილმა. ეს უზრუნველყოფს ხელისუფლების დაბალანსებას და დიდად წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას.

– დაბოლოს, ბატონო მალხაზ, 12 მაისს დედაქალაქში განვითარებული მოვლენები ბიძინა ივანიშვილის `პომპეზურ~ დაბრუნებად შეფასდა. შესაძლებელია თუ არა, მას რაიმე კავშირი ჰქონდეს მომხდართან?

– პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი მოქალაქე არ შეიძლება არ ემხრობოდეს ნარკორეალიზატორებისადმი მკაცრ მიდგომას, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის მიმართ შესაბამისი ზომების მიღებას. მეორე მხრივ, თავად ხელისუფლებაც აღიარებს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს, თუმცა ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს არ დგამს და პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიღება ჭიანურდება. ეს ძალიან კომპლექსური საკითხია და მოითხოვს არა მხოლოდ ნარკოტიკების რეალიზატორების მკაცრ დასჯას, არამედ მთელი რიგი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის, ნარკოტიკების შესახებ სამოქალაქო განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციის და ა. შ. მიმართულებით. ამ თვალსაზრისით სახელმწიფოს ათეული წლების განმავლობაში არაფერი სერიოზული არ გაუკეთებია. `ქართული ოცნების~ ყრილობიდან მეორე დღეს, დილით, ასეთი სპეცოპერაციის ჩატარება შემთხვევითი არ არის და, რა თქმა უნდა, კავშირშია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან, რომელიც უკვე ოფიციალურად მმართველი პარტიის ლიდერია. ეს, ასევე, უკავშირდება მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

http://gazetiajara.ge/2018/05/15/მალხაზ-ნაკაშიძე-ქართული/ 

17-750x445

,, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა თანხმდებოდეს ასეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ცვლილებებზე”

ნოემბერი 14, 2017

საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღის წინ
დარეგისტრირდა ცვლილებები, რომლის შეტანაც იგეგმება
ქვეყნის მთავარ კანონში და სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს აღნიშნულ საკითხზე, რის შემდეგაც საპარლამენტო განხილვები დაიწყება

კომისიაში მუშაობაზე უარს ამბობს ოპოზიციური სპექტრი გარდა `პატრიოტთა ალიანსისა~. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები 4 საკითხს შეეხება. ესენია: კონსტიტუციიდან ბონუსის სისტემის ამოღება; საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვება; რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორება და დაზუსტება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებისა, რომელიც არჩევნებს უკავშირდება. ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ ეს ის საკითხებია, რომლებზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმდნენ და სწორედ შეთანხმების შესაბამისად შეიცვლება კონსტიტუციაში ნორმები.
საკონსტიტუციო ცვლილებებზე `აჭარასთან~ კონსტიტუციონალისტმა, სამართლის დოქტორმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ისაუბრა.

– ბატონო მალხაზ, სპეციალური კომისიის მუშაობაში, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად უნდა შეიკრიბოს, მონაწილეობას არ აპირებს `ევროპული საქართველო~. დავით ბაქრაძეც აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას დიალოგის კარი დაუხურა მანამ, სანამ დიალოგი დაიწყებოდა… რამდენადაა სარწმუნო ეს განცხადება და როგორ ფიქრობთ, რატომ თქვა უარი პარტიამ კომისიაში მუშაობაზე?

– ვერ გეტყვით, რას ფიქრობს დავით ბაქრაძე და ეს პარტია კონკრეტულად, მაგრამ მოგეხსენებათ, ეს არის იმ კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, რომელიც ინიცირებულია 2 ნოემბერს, პარლამენტის 116 წევრის მიერ და მიზნად ისახავს ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომლის თანახმადაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიებს ერთჯერადად მიეცემათ საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლება. ასევე, გაუქმდება ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც პარლამენტში გაუნაწილებელ მანდატებს საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ პარტიას აკუთვნებს. კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი უნდა გამოქვეყნდეს საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის. სწორედ ამ კომისიამ უნდა უზუნველყოს მოსახლეობისათვის ახალი ინიციატივების გაცნობა, მისი საჯარო განხილვა. აამდენად, ეს არ გახლავთ საკონსტიტუციო კომისია და მხოლოდ ამ კანონპროექტის ტექნიკურ, ფორმალურ განხილვებს ემსახურება. ოპოზიციის პროტესტის მიზეზი კი ალბათ იქიდან მომდინარეობს, რომ ძირითად საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას საკონსტიტუციო კომისიამ არ გაითვალისწინა ოპოზიციის ინიციატივები და გახსოვთ ალბათ, რომ ყველა პარტიამ დატოვა საკონსტიტუციო კომისია. ფაქტობრივად მხოლოდ `ქართულმა ოცნებამ~ მიიღო ეს ცვლილებები, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის გარეშე. აამიტომაც, ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოვ-ელთაო-სახალხო განხილვებში მონაწილეობა, ალბათ, მხოლოდ ფორმალური სახის იქნება, როგორც ყველა წინა სახალხო განხილვის შეხვედრები და როგორც ჩანს, ოპოზიცია არ თვლის მიზანშეწონილად მასში მონაწილეობას. ჩემი აზრით, თუ ხელისუფლებას სურდა ოპოზიციის მოსაზრებების გათვალისწინება, ეს ძირითადი ცვლილებების მიღებისას შეეძლო გაეკეთებინა.

– `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~ სასაცილო ფარატინა ფურცელს ადარებს ქვეყნის მთავარ კანონს და დასძენს, რომ როგორც სურს, ისე ჭრის და კერავს მას მმართველი გუნდი. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას კონსტიტუციის მიმართ წლების წინ? უხერხული ხომ არ არის მათი მხრიდან მოქმედი ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა?

– უხერხულობა და მორალური საკითხები ერთია, მაგრამ საქმე ეხება ქვეყნისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს და პოლიტიკური პარტიები, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში არა უხერხულობის მომენტით, არამედ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებენ. ვის რა მორალური უფლება აქვს, ეს ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს არჩევნებზე. უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად მხოლოდ დღეს არ დაწყებულა. როგორც სპეციალისტმა, შემიძლია გითხრათ, რომ 1995 წლიდან დღემდე მიღებული ცვლილებების უმრავლესობა სწორედ ხელისუფლების მოწყობას ეხება და ხორციელდებოდა ისეთი ცვლილებები, რომელიც ხშირად არღვევდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, არ უზრუნველყოფდა მრავალპარტიულ დემჯკრატიას ქვეყანაში. დღესაც, როცა მხოლოდ ერთი პარტია იღებს ასეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს, იგივე შიში არსებობს, რომ მიღებული ცვლილებები შეიძლება ემსახურებოდეს მოქმედი მმართველი პარტიის ინტერესებს და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა დასრულდეს.

– საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დაწყებას ფარსს უწოდებს არასაპარლამენტო ოპოზიცია. ისინი პროცესებს ემიჯნებიან და ხელისუფლებას ხალხის მოტყუებაში ადანაშაულებენ. როგორ შეაფასებთ არასაპარლამენტო ოპოზიციის ამ მიდგომას?

– კონსტიტუცია არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი, თამაშის წესები პოლიტიკურ პროცესში მონაწილე სუბიექტებისათვის და იგი გრძელვადიან მოქმედებაზე უნდა იყოს გათვლილი. ამიტომაც კონსტიტუცია მიღებული უნდა იყოს, მაქსიმალური საზოგადოებრივი შეთანხმების შედეგად. როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა თანხმდებოდეს ასეთ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ ცვლილებებზე, რომელიც საერთოდ ცვლის ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას. მიმდინარე საკონსტიტუციო პროცესმა აჩვენა, რომ მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს არც ერთი ოპოზიციური პარტია, არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, პრეზიდენტი და სერიოზული კრიტიკა არსებობდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. ასეთ ვითარებაში, როგორი იდეალურიც არ უნდა იყოს დოკუმენტი, თუ იგი არ ეფუძნება თანხმობას, კონსენსუსს საზოგადოებაში, როგორც წესი ექვემდებარება ცვლილებებს ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ეს კი საზიანოა ქვეყნის სტაბილური განვითარებისათვის და არ უწყობს ხელს საზოგადოებრივ თანხმობას, რაც ასე აუცილებელია დღეს ქვეყნისათვის.

– ბატონო მალხაზ, რამდენდაა მნიშვნელოვანი ქვეყნის პრეზიდენტის პროცესებში ჩართვა მაშინ, როცა პარლამენტი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს არ ითვალისწინებს?

– პრეზიდენტის ჩართვა საკონსტიტუციო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური და გააჩნია კონსტიტუციური უფლებამოსილებები საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან დაკავშირებით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში, წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, საზოგადოების მეხსიერებაში არსებობს პრეზიდენტის, როგორც ძლიერი, განსაკუთრებული ძალაუფლებით აღჭურვილი ფიგურის მიმართ დამოკიდებულება, რაც განპირობებული იყო როგორც პრეზიდენტების პიროვნული ფაქტორით, ისე კონსტიტუციით პრეზიდენტისათვის განსაკუთრებული ძალაუფლების მინიჭებით. ყველა რესპუბლიკაში ევროპაში არსებობს პრეზიდენტის თანამდებობა და პრეზიდენტები სხვადასხვა როლს ასრულებენ ქვეყნის პოლიტიკაში, ზოგ შემთხვევაში ძალიან აქტიურს, ზოგჯერ შედარებით პასიურს და პრეზიდენტის პოლიტიკიდან სრულად მოწყვეტა შეუძლებელია. თუმცა პრეზიდენტს აქვს ფორმალური კონსტიტუციური უფლებამოსილებები, რომელიც გულისხმობს მაგალითად, კანონზე ვეტოს დადებას, დაბრუნებას პარლამენტში შენიშვნებით. ეს პრეროგატივა ემსახურება პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის ძალაუფლების შეკავებას, მეტი შეთანხმების მიღწევას, მეტად დასაბუთებული კანონების მიღებას და სრულიად ნორმალური მოვლენაა ევროპულ დემოკრატიებში. ამიტომ საქართველოშიც დადგება დრო და შეიცვლება ეს დამოკიდებულება, ხალხი გაიგებს, რომ ვეტოს დადება და მისი გადალახვა ან მიღება დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილია. ასევე დადგება დრო, როცა გასაგები იქნება, რომ პრეზიდენტი შეიძლება იყოს სხვა პარტიიდან არჩეული ან საერთოდ იყოს უპარტიო, ხშირად არ ეთანხმებოდეს მთავრობის პოზიციებს და ეს მხოლოდ აძლიერებს დემოკრატიას. ამდენად პრეზიდენტის ჩართვა პროცესში, იმის მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა მის ვეტოს პარლამენტი, აუცილებელია დღეს და აუცილებელი იქნება მომავალშიც.

 როგორ ფიქრობთ, ხსენებული ცვლილებები რატომ არ შეიტანეს კონსტიტუციაში, რომელიც ახლახან მიიღეს?

– პირდაპირ შიძლება ითქვას, რომ ეს ახალი ინიციატივები გამოწვეულია იმ უარყოფითი გამოხმაურებითა და შენიშვნებით, რაც მმართველმა პარტიამ მიიღო საერთაშორისო პარტნიორებისაგან, ვენეციის კომისიისაგან. თავდაპირველად კომისიამ განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის ყველა შენიშვნებს გაითვალისწინებდა, თუმცა იყო ისეთი შენიშვნები, რომელიც სტრატეგიული მნიშვნელობის იყო როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისათვის და უკავშირდება საარჩევნო სისტემას. ფაქტია, რომ თავიდან ეს ცვლილებები, რასაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები, ვენეციის კომისია ითხოვდა, კომისიამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინა. თუ ვენეციის კომისიათან შეთანხმდნენ, რატომ არ მიიღეს ეს შენიშვნები თავის დროზე? სინამდვილეში არანაირი შეთანხმება არ იყო, უბრალოდ მმართველი პარტია იძულებული იყო ახალი ინიციატივების სახით დაეყენებინა ეს საკითხები და გამოესწორებინა სიტუაცია, როცა ფაქტიურად სამი მოსმენით მიიღეს ცვლილებები და შემდეგ, მესამე მოსმენაზე, სადაც არსებითი ცვლილებები ვერ განხორციელდება კანონპროექტში, ოპოზიციას დიალოგს სთავაზობდნენ. ჩემი აზრით, ეს იყო მმართველი პარტიის მცდელობა, ამ პროცესისაგან რაც შეიძლება მეტი უპირატესობა მიეღო 2020 წლის არჩევნებისათვის.

– ბატონო მალხაზ, მოდით, მკითხველს კიდევ ერთხელ განვუმარტოთ, რას ნიშნავს თითოეული ცვლილება?

– ძალიან რთულია მოკლედ განვმარტოთ ყველა ცვლილება, რომელიც კონსტიტუციაში შევიდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტური გადასინჯვა, ფაქტობრივად ახალი რედაქცია კონსტიტუციისა, რომელიც ახალ პოლიტიკურ სისტემას – საპარლამენტო მმართველობას აფუძნებს. უნდა აღინიშნოს, რომ არის კონსტიტუციაში დადებითი გაუმჯობესებები, მაგალითად, ადამიანის უფლებების ნაწილში, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ ცვლილებებში არსებითია საარჩევნო სისტემა. პირდაპირ ვიტყოდი, რომ თუ საარჩევნო სისტემა არ იცვლებოდა ისე, როგორც ეს აუცილებელია საპარლამენტო სისტემისათვის და თუ ეს სისტემა ვერ უზრუნველყოფდა მრავალპარტიულობას პარლამენტში, საერთოდ არ იყო აუცილებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, თანაც ასე დაჩქარებულ ვითარებაში. ჩვენი მთავარი ამოცანა ბოლო 25 წლის განმავლობაში არის ერთპარტიული მმართველობიდან გამოსვლა, იმის მიღწევა, რომ პარლამენტში ერთი პარტია არ იყოს მუდმივად უმრავლესობაში, მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობაში, რაც საშიშია დემოკრატიისათვის. საპარლამენტო მმართველობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მრავალპარტიული პარლამენტი, რაც საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს. მიღებული საარჩევნო სისტემის მიმართ კრიტიკა სწორედ იმის გამო არსებობს, რომ იგი ბოლომდე ვერ უზრუნველყოფს თანასწორ არჩევნებს, გამარჯვებულ პარტიას აძლევს უპირატესობებს და არის ალბათობა იმისა, რომ მომავალში პარლამენტში ისევ ერთი პარტია ვიხილოთ უმრავლესობაში. საპარლამენტო მმართველობის სისტემაში, სადაც პარლამენტი აყალიბებს მთავრობას, ირჩევს პრეზიდენტს და ირჩევს მოსამართლეებს, ერთპარტიული უმრავლესობა ისეთივე საშიში შეიძლება აღმოჩნდეს დემოკრატიისათვის, როგორც პრეზიდენტის ხელში თავმოყრილი ძალაუფლება. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ უნდა მივიღოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც ყველა შევთანხმდებით და ყოველი არჩევნების წინ არ იქნება ვაჭრობა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საკონსტიტუციო ცვლილებების გამოყენებით უპირატესობის მოსაპოვებლად. http://gazetiajara.ge/2017/11/14/როგორი-რთულიც-არ-უნდა-იყო/

ახალი საქართველოს ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა –  9 მაისი, 2017

tshexvedra-cr-739x428

შედგა დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებების შინაარსთან დაკავშირებით. განიხილეს საკონსტიტუციო ცვლილებები და სამომავლო სამოქმედო სტრატეგიები. მომუშვე პარტიები ესაუბრნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ კონსტიტუციონალისტს, ბოსტონის უნივერსიტეტის კონსტიტუციური სმამართლის მკვლევარის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, მალხაზ ნაკაშიძეს.  მან საკუთარი ხედვა გააცნო შეკრებულებს და აღნიშნა, რომ კონსტიტუცია, რომელიც დღეს არსებობს არის არასამართლიანი და თუ ის ამ ცვლილებებით შევა ძალაში, მნიშვნელოვნად გაიზრდება მმართველი პარტიის ძალაუფლება და ვეღარ მოხდება ამის დაბალანსება.

“მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ ხელისუფლება აღარ იქნება ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. ხალხს აღარ მოუსმენენ და ხალხის ხმა აღარ იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას სადაც პრეზიდნეტს აღარ ავირჩევთ. დღეს მოვუსმინეთ ამერიკაში მოღვაწე პროფესორებს, რომლებმაც ასევე გააკეთეს დასკვნა. სამწუხაროდ ისინი ნეგატიურად აფასებენ მიმდინარე პროცესებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუციაში” 15 მდე ოპოზიციურ პარტია და არასამთვრობო ორგანიზაციაა ჩართული. ოპოზიციური პარტიები გეგმავენ ტელე-ხიდის საშუალებით გაესაუბრონ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე კონსტიტუციონალისტებს. ასევე დაგეგმილია სხვადასხვა სახის აქტივობები. http://www.ipress.ge/new/71342-akhali-saqartvelos-ofisshi-opoziciuri-partiebis-shekhvedra-gaimarta

დაიცავი კონსტიტუციაში” შემავალი ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიისთვის შენიშვნების გადაგზავნას გეგმავენ – 09 May, 2017 NewPosts
1494332259787821

დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში მომუშავე ოპოზიციური პარტიები აშშ-ში მცხოვრებ კონსტიტუციონალისტს, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორს, მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრებიან. პროფესორმა ოპოზიციონერებს საკუთარი ხედვები გააცნო და კონსტიტუციის ახალი ვარიანტი არასამართლიან დოკუმენტად შეაფასა.

ნაკაშიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მმართველ გუნდს დიდი ძალაუფლება მიენიჭება და მისი დაბალანსება რთული იქნება.დაიცავი კონსტიტუციაში შემავალი პარტიები გეგმავენ, რომ მსგავსი ტიპის რეკომენდაციებსა და შენიშვნებს თავი მოუყარონ და ვენეციის კომისიას წარუდგინონ.

ნიკა რურუას განცხადებით, აღნიშნული კონსტიტუციური დოკუმენტის ძალაში შესვლის შემთხვევაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდება.

„შეკავებისა და ურთიერთბალანსის მთლიანად მოიშლება, რომელიც ისედაც სუსტია ჩვენს კონსტიტუციაში, თუ ეს ცვლილებები გავიდა. ფაქტობრივად ნიშნავს ერთპიროვნულ მმართველობას საქართველოში, რაც იქნება წინაპირობა უამრავი ცუდი გადაწყვეტილებისა. ამას თავად ხელისუფლების წრეებში ვერავინ შეეწინააღმდეგება. ყველაფერი ქინება ერთ ხელშ და ყველაფერი იქნება გაუკონტროლებელი“, – აცხადებს ნიკა რურუა.

სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე მოსახლეობას შეახსენებს, რომ ახალი კონსტიტუციის დამტკიცების შემთხვევაში, მათ ხმის მიცემის უფლება წაერთმევათ.

„მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა არის ის, რომ თქვენ აღარ მოგისმენენ მომოავალში, რადგან თქვენს არჩევანს აზრი არ აქვს, ვეღარ მოახდენს ზეგავლენას ხელისუფლების ჩამოყალიბებასა და ცვლაზე. ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, სადაც პრეზიდენტს აღარ ავირჩევთ, ვიღებთ კონსტიტუციას, სადაც 30 პროცენტით შეიძლება უმრავლესობაში იყოს რომელიმე პოლუტიკური პარტია, შესაბამისად მათ აღარ ექნებათ ანგარიშვალდებულება ხალხთან“, – აღნიშნავს ვაშაძე.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ მთავრობა „ნაჭუჭში“ იკეტება. ხოლო ოპოზიცური პარტიები ხალხთან შეხვედრით, მათ მობილიზებას ახდენენ.

„საქართველოს მოსახლეობა კარგად ხედავს, რომ ხელისუფლება იკეტება თავის ნაჭუჭში და მხოლოდ ასე ასე შეიძლება შეფასდეს ის სახალხო განხილვები, რომელსაც ხელისუფლება აწყობს რაიონებში თავისივე აქტივთან ერთად. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი დღისწესრიგით მუშაობას, ერთის მხრივ ვმუშაობთ ქართულ საზოგადოებასთან და ამ შეხვედრების მიზაი არის ქართული საზოგადოების დარაზმვა“, – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.  http://newposts.ge/iOS/index.php?newsid=140064&back=1

 
სახელმწიფო სამსახური, სადაც ყველა უფროსია
cms-image-000045845

სახელმწიფო ორგანო, სადაც ყველა უფროსი გამოდის, აჭარის უმაღლესი საბჭოა. 21-კაციან საკანონმდებლო ორგანოში ორი დეპუტატის გარდა ყველა თანამდებობაზეა. დეპუტატებს – ეკატერინე თარგამაძესა და მიხეილ მჟავანაძეს თანამდებობა სავარაუდოდ აღარც მოუწევთ, რადგან საბჭომ ამ მხრივ ყველა ლიმიტი ამოწურა. ვაკანტური ამჟამად მხოლოდ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტია. უმაღლეს საბჭოში ფრაქციების შექმნის მაქსიმუმიც შეივსო. კანონის მიხედვით, ერთ ფრაქციაში 3 წევრი მინიმუმ უნდა იყოს. უმაღლეს საბჭოში უკვე 7 ფრაქციაა.

მეშვიდე ფრაქცია – „თანასწორობა“ უმაღლეს საბჭოში რამდენიმე დღის წინ დარეგისტრირდა. „ჩვენი მიზანი იყო ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება“, – ამბობს ფრაქციის თავმჯდომარე ასმათ დიასამიძე. ამ დეპუტატმა მურმან ბერიძესთან ერთად „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი ფრაქციის შექმნის მიზეზით დატოვა. ფრაქციის მესამე წევრი დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე გახდა, რომელიც ადამიანის უფლებების კომისიის თავმჯდომარეა და მისგან თანამდებობის დატოვებას პროტესტის ნიშნად ასმათ დიასამიძე 2014 წელს ითხოვდა. მაშინ მედეა ვასაძე „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა.

„ეს პოლიტიკაა, პოლიტიკა“, – ასე პასუხობს ასმათ დიასამიძე დღეს „ბათუმელების“ კითხვას – რატომ არ არის ხელშემშლელი ფაქტორი ფრაქციის შექმნის დროს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ჩაწერილი „საერთო პოლიტიკური შეხედულებების“ მოთხოვნის უგულებელყოფაზე დეპუტატები თანხმდებიან.
უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 34-ე მუხლში წერია: „ფრაქცია არის უმაღლეს საბჭოში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საბჭოს წევრთა ნებაყოფლობითი გაერთიანება“.

დაახლოებით ერთი წლის წინ ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ანზორ თხილაიშვილი პარტია „ქართულ ოცნებაში“ გადავიდა. ფრაქციაში ორი წევრი დარჩა, რაც აღარაა საკმარისი პირობა მისი არსებობისთვის. „თავისუფალი დემოკრატების“ ორი დეპუტატი – სულხან ღლონტი და თემურ კახიძე, ასევე განსხვავებული ხედვების მქონე, „ოცნებიდან“ წამოსულ დამოუკიდებელ დეპუტატ – ჯემალ ფუტკარაძესთან გაერთიანდნენ და ფრაქციას სახელი შეუცვალეს – „დემოკრატიული აჭარა“.

ამ პროცესებამდე უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობაც“ ორ ფრაქციად გაიშალა და იმავე პარტიის წევრებით დაკომპლექტებულ მეორე ფრაქციას „მაჟორიტარები“ დაარქვეს. ფრაქციების შექმნის შანსი არც „ქართულმა ოცნებამ“ გაუშვა ხელიდან. ეს პოლიტიკური ძალა საბჭოში სამ ფრაქციად არის დანაწილებული.

უმაღლესმა საბჭომ უკვე გამოყო ბიუჯეტი ახალი ფრაქცია – „თანასწორობისთვის“. ერთი ფრაქციის შენახვა ბიუჯეტიდან მინიმუმ 108 ათასი ლარი ჯდება. ამას ემატება ავტომანქანისა და საწვავის ხარჯი, რომელიც თითოეულ ფრაქციას ემსახურება.

17198

დეპუტატები ირწმუნებიან, რომ ფრაქცია ოპოზიციურ ფლანგს გააძლიერებს და დემოკრატიულ პროცესს უწყობს ხელს, თუმცა ისინი ვერ გვისახელებენ, რა კონკრეტული შედეგი მოგვცა ამდენმა ფრაქციამ, ან რა ბერკეტი ჩნდება ოპოზიციის ხელში ფრაქციის შექმნით.

„გუშინ შევქმენით ეს ფრაქცია და გვადროვეთ. ჯერ კონკრეტული ინიციატივა არ გვაქვს, მაგრამ ვიმუშავებთ ადამიანის უფლებების, გენდერის მიმართულებით“, – ამბობს ფრაქციის „თანასწორობის“ ხელმძღვანელი ასმათ დიასამიძე. ფრაქციის შექმნის მთავარ მიზეზად მან ბიუროში დამატებით ერთი ხმის უფლების მოპოვება დაგვისახელა, თუმცა ვერ დაგვისაბუთა, რას ცვლის დამატებითი ხმა, როცა ბიუროში ახლა უკვე ოპოზიცია და მმართველი პოლიტიკური ძალა 7-7-ზეა წარმოდგენილი და ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება. ახალი ფრაქციის ხელმძღვანელს მივლინების იმედი აქვს. „ჯერ არ ყოფილა ასეთი სხდომა, ოცნებიდან შვიდივე წევრი ესწრებოდეს ბიუროს. ესენი სულ მივლინებებში დადიან“.

ასმათ დიასამიძის ხელფასი ხელზე ასაღებად, სხვა ფრაქციების ხელმძღვანელების მსგავსად, 3700 ლარი იქნება. ასმათ დიასამიძეს ასევე გამოუყეს 2011 წელს გამოშვებული „მიცუბიში“. „გაცილებით ძვირადღირებული მანქანა ისედაც მყავდა – 2013 წელს გამოშვებული „ნისანი“, თავად ვატარებ. ახლა იმითაც ვივლი და ამითაც. სადაც არ იქნება სასურველი სახელმწიფო მანქანის გამოჩენა, იქ საკუთარი მანქანით წავალ“, – ამბობს დეპუტატი.

„არავითარი კომფორტი არ არის ფრაქციის შექმნაში“, – აცხადებს ფრაქციის „დემოკრატიული აჭარა“ ხელმძღვანელი სულხან ღლონტი: „მარტო საქართველოში ხდება ასე, რომ ფრაქციას ხარჯებს უთვლიან და ამაზე კეთდება აქცენტი. გერმანიიდან ახლახან ჩამოვედი და იქ რეგიონულ პარტიებს საკანონმდებლო ორგანო აფინანსებს. ფრაქციის შექმნა აძლიერებს პოლიტიკურ სპექტრს. გარდა ამისა, ამ ფრაქციის საფუძველზე გვაქვს საშუალება, ჩვენი პარტიის რაღაც ნაწილი აპარატის თანამშრომლებად ავიყვანოთ და ისინი აკეთებენ პოლიტიკურად მნიშვნელოვან საქმეს. ეს აისახება ჩვენს წინასაარჩევნო პროგრამაზე“, _ უთხრა „ბათუმელებს“ სულხან ღლონტმა. რა იგულისხმება „მნიშვნელოვან საქმეში“? – კითხვაზე დეპუტატმა გვიპასუხა: „კვირაში სამ ბრიფინგს ვმართავთ მინიმუმ“.

ფრაქციის „დემოკრატიული აჭარა“ მომზადებულ ინიციატივებზე ფრაქციის მდივანი – თემურ კახიძე გვესაუბრა: „განხილვა ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ჩვენი ინიციატივით შედის ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილება მუნიციპალიტეტისა და შსს-ს მიერ დაწესებული საურავების გათანაბრებას ითვალისწინებს. კიდევ ერთი ინიაციატივით კანონში „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ შევიდა ცვლილება. რითაც უმაღლესი საბჭოს წევრებს წყაროების გამხელის ვალდებულება აღარ გვაქვს .
„ფრაქციების შექმნა ოპოზიციის ბუნებრივი მოტივაციაა“, – უთხრა „ბათუმელებს“ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ. მისი შეფასებით, ამდენი ფრაქციის არსებობა არ მიუთითებს ჯანსაღ პროცესზე, მაგრამ ოპოზიციას 4 ფრაქციის შექმნა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიძულა: „ქართული ოცნება“ დაიყო ხელოვნურად ფრაქციებად იმისთვის, რომ უმრავლესობა ჰქონოდა ბიუროში“.

პეტრე ზამბახიძე ვერ ასახელებს კონკრეტულ ინიციატივას, რაც „ნაციონალებიდან“ გამოყოფილმა ფრაქცია „მაჟორიტარებმა“ დაამუშავეს. „თვითმმართველობების კუთხით უმაღლეს საბჭოს არ აქვს უფლება საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელოს. ამ კუთხით ეს ფრაქცია ვერც იმუშავებდა“, – გვითხრა დეპუტატმა. მაშინ რისთვის შეიქმნა ფრაქცია, თუკი იგი ვერ იმუშავებდა? – ამ კითხვაზე პეტრე ზამბახიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მარტო საკანონმდებლო კუთხით არ უნდა შევხედოთ ფრაქციის აქტიურობას და ბიუჯეტის განხილვის დროს არაერთი შენიშვნა დააყენა ამ ოპოზიციურმა ფრაქციამ, რაც მუნიციპალურ პროგრამებს შეეხებოდა.

რაც შეეხება კოალიცია „ქართულ ოცნებას~, აქ არ მალავენ, რომ ფრაქციის აპარატი პარტიული აქტივის დასაქმების საშუალებაა: „ასეა, ამის უფლებას გვაძლევს კანონი და ვიყენებთ. ფრაქციას ეს ფუნქცია აქვს ყველგან~, _ უთხრა „ბათუმელებს~ ალეკო ჩიტიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების~ თავმჯდომარემ.

„უმაღლესი საბჭო დაინტერესებულია მხოლოდ პრივილეგიების მიღებით“, – ასე აფასებს ამ პროცესს იურისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე: „ერთი შეხედვით, შესაძლოა, ჩანდეს, რომ მრავალფეროვნებაა უმაღლეს საბჭოში, მაგრამ სინამდვილეში, ჩემი აზრით, ფრაქციების ასეთი სიუხვე დაკავშირებულია მხოლოდ კომფორტთან და პრივილეგიებთან. კანონის მიხედვით, ფრაქცია გულისხმობს ერთი და იმავე ღირებულებების, პოლიტიკური იდეების მქონე ადამიანების გაერთიანებას. ამ მოცემულობაში ფრაქციების შექმნა ეწინააღმდეგება თავად ფრაქციის შექმნის იდეას და ეს არის სრულიად ხელოვნური პროცესი. უმაღლესი საბჭოს მთავარი პრობლემა არის ის, რომ იქ ასაქმებენ პარტიის აქტივისტებს, ახლობლებს, ნათესავებს და არ მომხდარა კვალიფიციური კადრის შერჩევა. უმაღლესი საბჭო პოლიტიკურ პარტიას არ ეკუთვნის, ის არის წარმომადგენლობითი ორგანო. როცა ყველა უფროსია, ნაკლებად დამაჯერებელი ხდება დეპუტატების საქმიანი მიდგომა იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობას აწუხებს და რის მოსაგვარებლადაც აირჩიეს დეპუტატები“.

ოდეერები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

„გათავისუფლდეს უნივერსიტეტი ე.წ. „ოდეერებისგან“ და  იყოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი“ – თსუ–ის შემდეგ ამ მოთხოვნამ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მშვიდობიანი აქციის ირგვლივ გააერთიანა. აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი თამარ ბაუჟაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტში არაოფიციალურად მოვლენილი ასეთი პიროვნება ენრიკო დევაძეა.  ისტორიის პირველი კურსის სტუდენტი აცხადებს, რომ დევაძე ბევრჯერ უნახავს უნივერსიტეტში შეიარაღებული, როგორ ესაუბრებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს. თამარ ბაუჟაძის თქმით, ენრიკო დევაძე აქტიურად ერევა რექტორატისა და თვითმმართველობის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში:

12625942_807491766022526_1007228751_n„ბათუმის უნივერსიტეტშიც რომ არსებობს ოდეერი, ჩვენც ვეჭვობთ და გეტყვით რატომ; მართალია, ოფიციალური შტატი, როგორც თსუ-ში აქ არ არის, მაგრამ ადამიანი, რომელიც სამოქალაქო ფორმაში გადაცმული გამოდის საუნივერსიტეტო სივრცეში, უნივერსიტეტის ეზოში იარაღის თანხლებით და ამას არ მალავს, აქტიურად ესაუბრება პროფესორებს, აქტიურად ესაუბრება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, თვითმართველობის წარმომადგენლებს, ამ შემთხვევაში საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ სწორედ ენრიკო დევაძე არის, რომელსაც ჩვენ ვასახელებთ სუსის წარმომადგენლად და ოდეერის წარმომადგენლად. ეს არის ერთ–ერთი ეჭვის საფუძველი;  მე თვითონ მინახავს საღამოს საათებში როგორ მოდიოდა ეს პიროვნება სამოქალაქო ფორმით მარჯვენა მხარეს ჯიბეში იარაღით, რომელიც არც დამალული იყო და არც ცდილობდა ამის დაფარვას, პირიქით და ასეთ ფორმაში როგორ ესაუბრებოდა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს;  პროფესორებიც ესწრებოდნენ მათ დიალოგს სხვათაშორის.“

თამარ ბაუჟაძე edu.aris.ge–სთან საუბარში ჰყვება, რომ სტუდენტებს აქვთ კულუარული ინფორმაცია ოდეერის სხვა წარმომადგენლების შესახებაც, თუმცა ოფიციალურად ამის დადასტურებას ჯერჯერობით ვერ შეძლებენ. სტუდენტები ასევე საუბრობენ თვითმართველობის პოლიტიზირების საკითხზე და მათ კავშირზე ოდეერთან.

„კულუარებში არსებობს კიდევ რამდენიმე ადამიანზე ეჭვი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს ჩვენ ფაქტები, რომ დავადასტუროთ მათი კავშირი. მერაბ ხალვაში, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მჭიდრო კავშირშია ამ სისტემასთან, თუმცა იქედან გამომდინარე, რომ ოფიციალური შატატი არ არსებობს ბსუ-ში, მისთვის ადვილია თავი აარიდოს პასუხისმგებლობას; თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ აღიარებს, რომ ეს არის სისტემური პრობლემა და ეს არის ის პრობლემა, რომელიც მოგვარებას საჭიროებს. ვითხოვთ უნივერსიტეტის რეალურ ავტონომიას, გათავისუფლდეს ოდეერების სისტემისაგან. უნივერსიტეტი უნდა იყოს ღია და დამოუკიდებელი სივრცე.

ასევე, თვითმართველობა ბსუ-ში ელიტური წარმონაქმნია და  ძალიან ბევრი პრივივილეგიით სარგებლობს. თვითმართველობა გარკვეული ინტერესების გამტარებელია იმ სისტემის რა სისტემაც არსებობს უნივერსიტეტში, ადრე იყო ნაცმოძრაობის ინტერესების გამტარებელი, ეხლა არის ქართული ოცნება და მისი ინტერესების გამტარებელიცაა. თვითმართველობა ასევე პირდაპირ თანამშრომლობს ოდეერთან. შეთანხმებული მოქმედებებით აგრძელებენ ისინი გეგმების განხორციელებას“, – ამბობს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი.

მიუხედავად სტუდენტების საჯარო განცხადებებისა, რომ უნივერსიტეტის პროფესორები საჯაროდ და ხშირად თანამშრომლობენ ენრიკო დევაძესთან, როგორც სუს-ის და ოდეერის წარმომადგენელთან, ამ საკითხზე უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი ამ დრომდე კომენტირებისგან თავს იკავებს.

ერთადერთი ლექტორი და აკადემიური საბჭოს წევრი,  ვინც ოდეერების ინსტიტუტის არსებობას ბსუ-ში საჯაროდ ადასტურებს მალხაზ ნაკაშიძეა:

„ყველამ ვიცით მათი არსებობის შესახებ და თავს რატომ ვიტყუებთ. თანაც დღეს სრულიად უკანონო სტატუსით იმყოფებიან ისინი. ვაღიაროთ და გავთავისუფლდეთ მათგან,“  – ეს კომენტარი ნაკაშიძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა; edu.aris.ge–სთან საუბარში აცხადებს, რომ ამ თემის ირგვლივ სათქმელი ახალი არაფერი აქვს და ახლა „სხვა პროფესორების აზრით არის დაინტერესებული“, თუ რას განაცხადებენ ისინი.

სტუდენტების ბრალდების ადრესატ, ენრიკო დევაძესთან გასაუბრებას edu.aris.ge უშედეგოდ ცდილობდა.ბსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში კი ჩვენთან საუბარში ადასტურებს აღნიშნულ პიროვნებასთან თანამშრომლობას, როგორც სუს-ის წარმომადგენელთან; თუმცა ვერ ხედავს ენრიკო დევაძის კავშირს ოდეერთან. მერაბ ხალვაში აცხადებს, რომ ოფიციალური საშტატო განაკვეთი ოდეერის წარმომადგენლის პოზიციაზე უნივერსიტეტში არ არსებობს:

12596439_807495426022160_1660131171_n„მოდით გავარკვიოთ რას ნიშნავს უნივერსიტეტში ოდეერის წარმომადგენელი – ამ შემთხვევაში ის უნდა იყოს საშტატო განაკვეთით დანიშნული, ასეთი საშტატო განაკვეთი ჩვენს უნივერსიტეტში არ არსებობს.  მე ვიცი, რომ ენრიკო დევაძე არის ბიზნესის მიმართულებით დოქტორანტი, ასევე ვიცი, რომ იგი მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მაგრამ რა კავშირშია მისი ჩარევა ოდეერების საკითხში და რას გულისხმობენ  სტუდენტები ამაში, არ ვიცი. რას გულისხმობენ ისინი, რომ უნივერსიტეტის საქმიანობაში ერევა ენრიკო დევაძე? დამისახელონ კონკრეტულად რომელი გადაწყვეტილების მიღებაში ჩაერია?

მართალია, მე მასთან მქონდა შეხვედრა, თუმცა ეს ცდება ჩვენი უნივერსიტეტის პრობლემებს, ჩვენი ქვეყნისაც. მას როგორც უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს, აინტერესებდა რაღაც ინფორმაცია და მე მქონდა ორჯერ შეხვედრა მასთან ამ საკითხზე. ეს პრობლემა ცდება ჩვენი ქვეყნის ფარგლებს და მსოფლიო პრობლემაა ნომერ პირველი,“ – განგვიცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

კითხვაზე დაინტერესდება თუ არა სტუდენტების ინფორმაციით, რომ დევაძე უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით თავისუფლად გადაადგილდება და აქტიურად თანამშრომლობს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან, მერაბ ხალვაში პასუხობს:

„მე დავინტერესდები ჰქონდა თუ არა მას მცდელობა რომელიმე სამსახურზე ზეწოლის. იარაღით სიარულის უფლება კი უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის არ აქვს, თუმცა მას, როგორც ამ უნივერსიტეტის დოქტორანტს, უფლება აქვს უნივერსიტეტში იაროს. უნივერსიტეტის შინაგანაწესი კრძალავს ტერიტორიაზე ცეცხსასროლი იარაღის შემოტანას, თუ დადასტურდა, რომ ის იარაღით მოდიოდა აქ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყება ამასთან დაკავშირებით.“

ბსუ-ის სტუდენტების პრობლემით დაინტერესდა და აქციას შეუერთდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  ბათუმის ორგანიზაცია. მალხაზ ჭკადუა  საგანმანათლებლო სივრცეში ოდეერების არსებობასთან დაკავშირებულ მავნე პრაქტიკაზე  საუბრობს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“  უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს საკითხში მეტი სიცხადის შეტანისკენ მოუწოდებს:

„სტუდედენტებს მიაჩნიათ, რომ რესურსები სწორად არ ნაწილდება, რომ თვითმართველობა სარგებლობს პრივილეგიებით – არ ვფიქრობთ რომ ეს არის ჯანსაღი მიდგომა; უნივერსიტეტი ღია სივრცე უნდა იყოს ყველასთვის და აკადემიური თუ ფინანსური რესურსი თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს. პრაქტიკა აჩვენებს რომ ოდეერების ინსტიტუტის გამოყენება უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში პრობლემატურია, ამიტომ ადმინისტრაცია თსუ-ის მოვლენების ფონზე, ამჯერად მაინც ღიად უნდა ლაპარაკობდეს ამ თემაზე. ჩვენი ორგანიზაცია წლებია, მოითხოვს ამ პრაქტიკის შეცვლას დ არც ახლა ვფიქრობთ სხვაგვარად. სტუდენტებს აქვთ ეჭვი და ეს ეჭვი, ან უნდა დაადასტუროს მერაბ ხალვაშმა, ან გაფანტოს“, – აცხადებს მალხაზ ჭკადუა.

ოფიციალური ინფორმაციით, ოდეერი (მოქმედი რეზერვის ოფიცერი) დაწესებულებაში ინიშნება „სახელმწიფო სტრატეგიული  დანიშნულებისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სახელმწიფო ორგანოებსა და დაწესებულებებში, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობებში“.

მაია შავაძე – ბათუმი

23.02.2016

კონკურსის ბოლო ეტაპზე მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა ბუნდოვანია

მალხაზ

კონკურსისა და წარდგენა-ვერდამტკიცების პროცურების გავლის შემდეგ, პროცესის ბოლოს, აჭარის მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც უსკოს თავჯდომარის პოსტზე კადიდატი უნდა შეერჩიათ და შემდეგ დაემტკიცებინათ, ბუნდოვანია. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი შეარჩია. მათგან ერთ-ერთი მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ წარდგენილ კანდიდატურას კენჭი უყარა და ჩააგდო, მეორე და მესამე ცდაზე კი კენჭისყრა ქვორუმის არ არსებობის გამო არ ჩატარებულა. ახალი კანდიდატურის წარდგენას უმაღლეს საბჭოში დარჩენილი ორი კანდიდატურიდან ელოდნენ. არის თუ არა მართლა ბუნდოვანი ნორმა, რომლითაც მთავრობამ კონკურსი დაიწყო და არ გააგრძელა? – ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებს“ კონსტიტუციონალისტმა მალხაზ ნაკაშიძემ უპასუხა.

ატონო მალხაზ, საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც ამ დრომდე მთავრობა უსკოს კანდიდატის შესარჩევად და შემდეგ დასამტკიცებლად ხელმძღვანელობდა, მართლა ბუნდოვანია?

დიახ, აქ ძალიან რთული ამბავია. ის რომ მთავრობას ამის შემდეგ კომისიის მიერ შერჩეული დარჩენილი ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი ან ორივე უნდა წარედგინა, არსად წერია.
მთავრობა ხელმძღვანელობდა ნორმის ამ ინტერპრეტაციით, ამაზე ვრცელდებოდა ინფორმაცია და სხვა სახის განმარტება არც გაკეთებულა.
გადავხედე ამ ნორმას და პირველი რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ არ არის არჩევის წესი ისე გამართულად ჩამოყალიბებული, როგორც სასურველი იქნებოდა. აქ არის ორი არჩევის წესი. ეს არის თავმჯდომარის წარდგენა და არჩევა და მეორე – უსკოს წევრების წარდგენა და არჩევა. ამ ნორმით თავმჯდომარის თანამდებობაზე ერთი კანდიდატურის წარდგენა ხდება. ხოლო აქ წერია არანაკლებ ორი და არაუმეტეს სამი. ეს მუხლი განსაზღვრავს როგორც წევრის არჩევას, სადაც ერთ ადგილზე სამი წევრი წარედგინება უმაღლეს საბჭოს და ასევე თავმჯდომარის არჩევას, სადაც ერთი კანდიდატურა წარედგინება. ამ შემთხვევაშიც მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა ერთი კანდიდატურა უსკოს თავმჯდომარის პოსტზე. ნორმა, თუ როგორ უნდა მოხდეს თავმჯდომარის არჩევა, გაერთიანებულია წევრების არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში. ამ მუხლიდან გამომდინარე თუ ერთხელ წარადგინა მთავრობის თავმჯდომარემ კანდიდატურა, კენჭისყრა ჩატარდა, მაგრამ ვერ გაიმარჯვა, ვერ აირჩიეს. ამის შემდეგ კანონში პირდაპირ არ წერია, თუ ვინ უნდა წარადგინონ. მე-13-ე მუხლის მე-14-ე პუნქტში წერია , რომ თუ კენჭისყრის შედეგად არ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭი ეყაროს დარჩენილ კანდიდატებს.

ანუ ეს ნორმა არ გულისხმობს შერჩეული სამიდან ორის წარდგენას?

არა. ამ შემთხვევაში კანდიდატი არის მხოლოდ კვაჭაძე, რომელიც წარადგინეს. კენჭს უყრიან მხოლოდ კანდიდატს. თავმჯდომარეობის კანდიდატი იყო მხოლოდ ერთი, კვაჭაძე. ჩანაწერი მე-14-ე მუხლში – თუ ვაკანსია არ შეივსო კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატებს, გულისხმობს უსკოს წევრების შერჩევას. ეს მუხლი ეხება ზოგადად წევრების არჩევას, სადაც რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა ხდება. ეს მუხლი მხოლოდ თავმჯდომარის არჩევას არ ეხება. ახლა მთავრობა ამბობს, რომ ვინაიდან ბუნდოვანი იყო ნორმა, ამის გამო ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი. მთავრობა ნებისმიერი გადაწყვეტილების დროს ბუნებრივია რაღაც ნორმით ხელმძღვანელობს , თუ ბუნდოვანი იყო ეს ნორმა, მას შეეძლო ასევე კანონის არსიდან ამოსულიყო და ეხელმძღვანელა იმ წესით, რომ დარჩენილი ორი კანდიდატიდან წარედგინა ერთ-ერთი. ამ ვარიანტითაც შესაძლებელი იყო ეხელმძღვანელა მთავრობას. ისიც არსად ეწერა, კონკურსი ხელახლა გამოაცხადეო. გარდა ამისა, თუ მთავრობა ამ მუხლიდან ამოდის, მეორე კენჭისყრას უნდა დალოდებოდა, რადგან მეორე კენჭისყრა სინამდვილეში არ ჩატარებულა, ქვორუმი არ შედგა, შესაბამისად, ვერც კენჭისყრა ჩატარდა. კანონში წერია, რომ მეორე კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო, ქვორუმი ვერ შედგა, ეს კი საკითხის ჩავარდნას არ ნიშნავს. ნორმა არის მართლაც ბუნდოვანი, მისი განმარტება შეუძლია მხოლოდ სასამართლოს. ის შეიძლება მთავრობამ სხვანაირად განმარტოს და მალხაზ ნაკაშიძემ სხვანაირად.

ხომ არ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მთავრობამ იხელმძღვანელა ბუნდოვანი ნორმით მანამდე, ვიდრე მის სურვილებთან არ მოვიდა წინააღმდეგობაში შედეგი, შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ნორმა ბუნდოვანი ყოფილა?

შეიძლება, ეს არ ვიცი. მაგრამ უმაღლესი საბჭოს წევრებიც არჩეულები არიან და მათ აქვთ ვალდებულება მოაწყონ კენჭისყრა. ბუნდოვანია თუ როგორიც არის რასაც კანონი ადგენს ის პროცედურა მაინც რომ დაეცვათ, მათ მეორე კენჭისყრა უნდა ჩაეტარებინათ. თუ მეორე კენჭისყრაზეც ვერ აირჩევდნენ, ამის შემდეგ ხაბაძეს შეეძლო წარდეგინა დარჩენილი ორიდან, რომელიც კომისიამ წარადგინა, ერთის წარდგენა. თუმცა, ისევ ვამბობ, რომ ეს შეეხება კომისიის წევრების არჩევას, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ანალოგიურს გავავრცელებდით თავმჯდომარის არჩევაზე რადგან სხვა წესი კანონში არ წერია.

დეპუტატები ღიად აცხადებდნენ, რომ არ მისვლა სხდომაზე იყო პროტესტის ფორმა. ისინი არ უჭერდნენ მხარს წარდგენილ კანდიდატურას

სხდომებზე ბოიკოტი მათი უფლებაა და ეს შეიძლება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, მაგრამ კანონში წერია, რომ უმაღლესი საბჭოს წევრებს თუ ირჩევენ ორი კენჭისყრის შემდეგ დარჩენილი კანდიდატურებიდან, მაშინ მთავრობის თავმჯდომარის ასარჩევად რატომ არ შეეძლოთ იგივე წესის გამოყენება? მართალია, ეს ნათლად არ წერია და საკანონმდებლო ხარვეზია, მაგრამ მთავრობამ ჩათვალა, რომ მისი გზა არის მართალი, თუ დავა წარმოიშობა, მხოლოდ სასამართლოს შეუძლია საბოლოო სიტყვა თქვას.

როგორ უნდა მოიქცეს ახლა მთავრობა, იგივე ბუნდოვანი ნორმით უნდა ჩაატაროს კონკურსი, თუ უმაღლეს საბჭოს უნდა მიმართოს ამ ნორმის დახვეწის თხოვნით?

ეს საინტერესოა. სწორი კითხვაა. ისევ რომ დადგეს ეს საკითხი დღის წესრიგში რას იტყვის მთავრობა, კიდევ ბუნდოვანიაო? იგივე რომ მოხდეს, გამოდის ბუნდოვანი ნორმის საფუძველზე იღებს მთავრობა ზერელე გადაწყვეტილებებს. მე-14 მუხლში მკვეთრად უნდა განისაზღვროს, თუ როგორ ხდება თავმჯდომარის არჩევა, ხოლო ცალკე განისაზღვროს თუ როგორ ხდება უსკოს წევრების არჩევა.

http://batumelebi.netgazeti.ge/news/36733/

მზადება ბათუმში პროფესორთა ატესტაციისთვის

20.02.2016

ბსუ

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილება შევიდა – 2016 წლის შემდეგ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები აირჩევიან უვადოდ და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ დაექვემდებარებიან ატესტაციას. ემზადებიან თუ არა აჭარაში უმაღლესი სასწავლებლები პროფესორთა ატესტაციისთვის?

ამ ეტაპზე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა წესდებაში ცვლილებები უნდა გაატარონ და ის კრიტერიუმები თუ პირობები უნდა შეიმუშაონ, რომელთა მიხედვითაც სრული პროფესორები და მთავარი მეცნიერ-თანამშრომლები უვადოდ აირჩევიან, შემდეგ კი განსაზღვრონ მათი ატესტაციის წესი და ფორმა. კანონის თანახმად უმაღლესმა სასწავლებლებმა მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების არჩევისა და ატესტაციის საკითხის დასრულება წლის ბოლომდე უნდა შეძლონ, თუმცა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის ინფორმაციით, პირველ თებერვალს, საქართელოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიცირებით გამართულ კონფერენციაზე, განიხილეს კანონში შესული ცვლილებების იმპლემენტაციის ვადების საკითხი და ამ პროცესების დასრულება 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა მოხდეს:

„სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებში ატესტაციის წესები უნივერსიტეტებმა უნდა დაამტკიცონ 2016 წლის ბოლოსთვის, ხოლო 2017 წლის პირველ ნახევარში უნდა ჩატარდეს ატესტაცია“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

რამდენად არიან მზად უმაღლესი სასწავლებლები ამ ცვლილებებისთვის და რა ეტაპზე არიან ისინი მუშაობის პროცესში? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ ბათუმის სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას მიმართა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

ბათუმის საზღვაო აკადემიის რექტორი, ირაკლი შარაბიძე აღნიშნავს, რომ რადგან საზღვაო აკადემია სპეციფიკურად მუშაობს – აკადემიის მარეგულირებელი ორგანო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა, მათ ერთობლივად მოუწევთ ცვლილებებზე მუშაობა.

„ჩვენ ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად. დაახლოებით ერთ თვეში მზად ვიქნებით ცვლილებების შესატანად. ზოგადად კი, ჩვენი პროფესია განსხვავდება სხვა უმაღლესი სასწავლებლებისგან: ჩვენთან პროფესორის არჩევისას სავალდებულო არ არის პირი მაინცადამაინც დოქტორი იყოს. შეიძლება კაპიტანი, „სტარპომი“, უფროსი მექანიკოსი ან მეორე მექანიკოსი იყო და მაინც შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ანუ ის პროფესიული ნიშნით იქნება არჩეული“, – ამბობს ირაკლი შარაბიძე.

საზღვაო აკადემიაში დღეისათვის 15 სრული პროფესორი მუშაობს.

ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში პროფესორის უვადოდ არჩევის საკითხზე მუშაობა არ დაუწყიათ. ამბობენ, რომ უნივერსიტეტი ჯერ მზად არ არის ამ პროცესისთვის. თუმცა, საწესდებო ცვლილებების დამუშავება უკვე დაწყებული აქვთ:

„ატესტაციის ფორმა და წესი, ჯერჯერობით, არ შეგვიმუშავებია. ახლა ვამზადებთ წესდებაში ცვლილებებს. რაც შეეხება პროფესორის თანამდებობაზე არჩევასა და მუდმივ სტატუსზე გადაყვანს – ამ საკითხზე მოსამზადებელი გვაქვს ცალკე წესი, მაგრამ ჯერ არაფერი გაგვიკეთებია, რადგან ეს სერიოზულ მუშაობას მოითხოვს. ჯერჯერობით მზად არ ვართ ამისთვის“, – ამბობს ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ერმილე მესხია.

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მერაბ ხალვაშის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს მუდმივი პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. ამ თანამდებობაზე პროფესორებს ჯერ აირჩევენ და მათი ატესტაციის საკითხი მხოლოდ ამის შემდეგ დადგება დღის წესრიგში. ამ ეტაპზე სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა უნდა აირჩიონ მეცნიერები და მათი ატესტაცია დაამტკიცონ.

საწესდებო ცვლილებებზე სამუშაოდ ბსუ-ში კომისია უკვე შექმნილია.

„ჩვენ ცვლილებები გავაცანით აკადემიურ საბჭოს, კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებს, დირექტორებს, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეებს. უკვე შექმნილია კომისია, რომელშიც ჩართულია უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, უნივერსიტეტის კანცლერი, ასევე იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი. აუცილებელია, კანონში გატარებული ცვლილებების შესაბამისად შევიდეს ცვლილებები წესდებაში. აი, ამის შემდეგ დავიწყებთ ყველა იმ ცვლილების იმპლემენტაციას, რაც კანონში შევიდა“, – ამბობს მერაბ ხალვაში და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს შემდეგ ავტორიზაციამდე არჩეული უნდა ჰყავდეს მუდმივი პროფესორის რანგის პროფესორები.

შემდეგი ავტორიზაცია ბსუ-ს 2017-2018 სასწავლო წელს ექნება გასავლელი. აქ მუდმივი პროფესორები სწორედ ამ დრომდე უნდა აირჩიონ. ბსუ-ში ამ ეტაპზე 64 პროფესორი და 6 მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობს. მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ უვადო პროფესორად არჩევაში.
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ზოია სიხარულიძე აღნიშნავს, რომ ცვლილებები მისასალმებელია, თუმცა გააჩნია, როგორ განისაზღვრება ატესტაციის წესები.

„ამაზე უნდა იმსჯელოს უნივერსიტეტმა და უნდა შეირჩეს ისეთი კომისია, წევრებმა შესაფასებელზე ცოტა მეტი მაინც რომ იცოდნენ. შედეგი იმის მიხედვით დადგება, თუ რამდენად იქნება ობიექტურობა დაცული“, – ამბობს ზოია სიხარულიძე.

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძეც ობიექტური კრიტერიუმების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი აზრით, უნივერსიტეტები ჯერ მზად არ არიან მსგავსი ცვლილებებისთვის.

„თუ პროცესი იქნება ობიექტური, ბევრი პირი ვერ დაიკავებს ამ თანამდებობას. ეს უნივერსიტეტის გამოწვევაა: უნივერსიტეტს შეუძლია სტანდარტები მოარგოს თავის პროფესორებს და, შესაბამისად, ამ პროცესს ყველა წარმატებით გაივლის, მაგრამ თუ საერთაშორისო სტანდარტებს აიღებს, მაშინ ბევრის თანამდებობა შეიძლება საფრთხის ქვეშ დადგეს, ამიტომ ეს უნივერსიტეტმა უნდა გადაწყვიტოს. თუ ისევ მიკერძოებული ვიქნებით, როგორც წარსულში ვიყავით კონკურსებსა თუ ზოგიერთი პროფესორის არჩევისას, ეს იქნება არაობიექტური პროცესი… მზად ალბათ არ ვართ, არ ვიცი, როგორ მოიქცევა უნივერსიტეტი“, – აღნიშნავს მალხაზ ნაკაშიძე.

რატომ გახდა ეს ცვლილებები აუცილებელი? – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების შეერთების შემდეგ კანონში წარმოქმნილი უზუსტობების გამო ზოგიერთი მეცნიერი თავს დაუცველად გრძნობდა. ასევე დაბალი იყო სამეცნიერო პერსონალის მონაწილეობა საგანმანათლებლო პროცესებში, რის გამოც არ ხდებოდა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის ეფექტური გამოყენება მომავალი სამეცნიერო კადრების მომზადების პროცესში.

http://batumelebi.netgazeti.ge/batumelebi/36525

2015.11.06

„როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება”

ინტერვიუ ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან, იურისტ მალხაზ ნაკაშიძესთან.

როგორ აფასებთ  ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებას?

მალხაზ ნაკაშიძე

მალხაზ ნაკაშიძე

ვფიქრობ, ჯანსაღი პროცესები არ მიმდინარეობს ქვეყანაში. გუშინ გვიან ღამით გავეცანი მოსამართლე ურთმელიძის მიერ გამოტანილ განჩინებას და რამდენჯერმე დაკვირვებით წავიკითხე იგი.

როგორც იურისტმა, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სრულიად დაუსაბუთებელი განჩინება. იგი, ერთი მხრივ, არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან მოსამართლის გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებებს და მეორე მხრივ, შეიცავს ბევრ წინააღმდეგობას.

 მაგალითად, მოსამართლე იყენებს აშშ-სა და ასევე აშშ-ს შტატების სასამართლოთა გადაწყვეტილებებს მისი პოზიციის დასასაბუთებლად, თუმცა იგივე აშშ-სა და ევროსასამართლოს აქვს ბევრი გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, რაზედაც მოსამართლეს არ უმსჯელია.

 მოსამართლე ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ დროებითი მმართველობა კომპანიაში უნდა დაინიშნოს, რადგან რუსთავი 2-ის ფუნქციონირებას, ფინანსური და სხვა კუთხით არ შეექმნას საფრთხე, მაგრამ ასეთი პრობლემები, როგორც ვიცით, რუსთავი 2-ს არ აქვს დღეს.

მეორე მხრივ, მოსამართლე მიუთითებს, რომ უნდა დაინიშნონ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი დროებითი მმართველები, მაგრამ ვხედავთ, რომ ახალი მმართველები პირდაპირ არიან დაინტერესებულნი ამ საქმის შედეგებით, არ ეთანხმებიან დღევანდელ  სარედაქციო პოლიტიკას და ისინი დამოუკიდებელნი ვერ იქნებიან, ამიტომ უმჯობესი იქნებოდა სრულიად ნეიტრალური ხალხი დაენიშნათ დირექტორებად კომპანიაში.

ეს გადაწყვეტილება შეიძლება პირდაპირ არ ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,  რომლითაც შეჩერდა კოდექსის ერთი ნორმა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნით მოსამართლემ კოდექსის სხვა მუხლზე დაყრდნობით, გვერდი აუარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიიღო გადაწყვეტილება, რაც შინაარსობრივად ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს წინა გადაწყვეტილების მოტივაციას და მიზნებს. ამიტომაც ეს ცალსახად არ არის კარგი გადაწყვეტილება და ის უარყოფითად მოქმედებს სასამართლოსა და ქვეყნის იმიჯზე.

თქვენი აზრით, სასამართლოს უნდა ემსჯელა თუ არა  „რუსთავი 2“-ის შინაარსობრივი რეგულირების საკითხზე?

სასამართლოს არ ჰქონდა უფლება ემსჯელა რუსთავი 2-ს სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით. არსებობს პროფესიული სტანდარტები, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიის პირობები და თუ რუსთავი 2 არღვევს ამ სტანდარტებს, არსებობს შესაბამისი სანქციები. მოსამართლემ არ უნდა შეაფასოს, თუ როგორ გამოხატავს ტელეკომპანია საზოგადოების ინტერესებს.

შეიძლება რუსთავი 2 არ არის სრულად ობიექტური და მიუკერძოებელი ტელევიზია და საერთოდ ასეთი მედია არ ვიცი თუ არსებობს რომელიმე ქვეყანაში. დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის მთავარია, რომ არსებობდეს სხვადასხვა პოზიცია მედიაში და მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, რას მოუსმინონ, რა პოზიცია გაიზიარონ. თუ მის მმართველებს აქვთ რაიმე კანონდარღვევა ჩადენილი, ისინი ამისათვის უნდა მიეცენ პასუხისმგებლობაში სასამართლოს მიერ. ამჟამად ფაქტია, რომ როგორც არ უნდა მოგვწონდეს რუსთავი 2, იგი არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც არ არის ლოიალური ხელისუფლების მიმართ. ნებისმიერ ქვეყანაში, ხელისუფლების კონტროლისათვის კი აუცილებელია კრიტიკული ტელევიზიის არსებობა.

რა მოლოდინი გაქვთ, ტელეკომპანიის გარშემო განვითარებული მოვლენები   გასცდება თუ არა  სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებს?

პირადად მე გუშინდელი განჩინების მიღებამდე მაინც ვფიქრობდი, რომ ეს დავა სასამართლო წესით ცივილურად წარიმართებოდა და თავიდან ავიცილებდით პოლიტიკურ მოვლენებს მის გარშემო. თუმცა ამ დაუსაბუთებელი განჩინების შემდეგ დადასტურდა, რომ ეს არ არის მხოლოდ სამართლებრივი დავა მფლობელებს შორის. ეს რომ მხოლოდ სამართლებრივი დავა ყოფილიყო, მხარეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაელოდებოდნენ საერთო სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილებას, გაივლიდნენ შემდგომ ინსტანციებს და შემდეგ შეცვლიდნენ კომპანიის მენეჯმენტს.

არსებული განჩინების შეჩერების რაიმე სამართლებრივი ბერკეტები  თუ არსებობს?

როგორც ვიცი, ეს განჩინება საჩივრდება საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამის შესახებ განაცხადა კიდეც რუსთავი 2-ის იურისტმა, რომ ისინი აპირებენ მის გასაჩივრებას. რა თქმა უნდა, გასაჩივრებას დრო სჭირდება და საინტერესოა, მანამდე როგორ გაგრძელდება მენეჯმენტის საქმიანობა, ცვლილება ტელევიზიაში ისე, რომ მის ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას, რაზედაც მოსამართლე ურთმელიძე მიუთითებს განჩინებაში.

გახსენებთ თუ არა ეს მდგომარეობა 2007 წლის 7 ნოემბრის წინა პერიოდს?

ეს მოვლენები გარკვეულწილად ჰგავს 2007 წელს ტელეკომპანია იმედში განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ მე იმედი მაქვს, ისეთ მდგომარეობამდე არ მივალთ, რაც მაშინ მოხდა.  საერთოდ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ტელევიზიასთან დაპირისპირება  ხელისუფლების და ქვეყნისათვის სასარგებლო არასდროს ყოფილა. თუ წინა ხელისუფლებას ჰქონდა ამ მიმართულებებით პრობლემები და ხალხი ამას აპროტესტებდა, ვფიქრობ, არც მოქმედი ხელისუფლებისათვის არის ეს მომგებიანი.

თქვენი აზრით, მსგავსი ფაქტები, პოლიტიკა, რა ზიანს მოუტანს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე?

ეს მოვლენები ნამდვილად იქნება პრობლემა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, ვინაიდან ამ მოვლენებს უკვე მოჰყვა უარყოფითი გამოხმაურება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს კრიტიკა კიდევ უფრო გაიზრდება და სერიოზული შეფერხება შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისათვის. ჩვენი კი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას ვერ შევძლებთ.

 არის თუ არა ბსუ-ს კანცლერის არჩევა პოლიტიკური გადაწყვეტილების შედეგი?

http://edu.aris.ge/news/aris-tu-ara-bsu-s-kancleris-archeva-politikuri-gadawyvetilebis-shedegi.html

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი) ბათუმის ყოფილი მერი გახდა. ჯემალ ანანიძეს ამ თანამდებობაზე ჯერ მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის 8 წევრიანმა აკადემიურმა საბჭომ სრული შემადგენლობით, შემდგომ კი, ფარული კენჭისყრით, წარმომადგენლობითი საბჭოს 26-დან 16-მა წევრმა კანცლერის პოსტზე დაამტკიცა. არჩევის შემდეგ ახალმა კანცლერმა Aris.ge- განათლებას განუცხადა, რომ სამოქმედო გეგმა უკვე მზად აქვს:

11637854_695152740589763_855937776_n„ჩემი პირველი ნაბიჯი ამ თანამდებობაზე ბიუჯეტის ოპტიმიზაცია იქნება. ასევე მატერიალური-ტექნიკური ბაზისათვის უკვე  გამოცხადებულია ტენდერები და მიმდინარე სამუშაოებს გავაკონტროლებ,“ – განგვიცხადა კანცლერმა.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობის სურვილი წელს, რატომღაც, მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გამოთქვა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ აკადემიური საბჭო, ან უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს უმრაველესობა მხარს ჯემალ ანანიძეს არ დაუჭერდა რეგისტრაცია განმეორებით გამოცხადდებოდა;  

„27 მაისიდან 15 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა რეგისტრაცია და რეგისტრირებული იყო ერთი კანდიდატი. დღეს გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მხარი დაუჭირა ბატონი ჯემალის კანდიდატურას. ამის შემდგომ კანდიდატი დასამტკიცებლად წარედგინა წარმომადგენლობით საბჭოს. საბჭომ განიხილა კანდიდატურა და სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ფარული კენჭისყრით 23-დან 16 ხმით დაამტკიცა ჯემალ ანანიძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე,“ – ამბობს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჯემალ ანანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის ნდობით აღჭურვილი პირია და ეს თანამდებობა მას ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ, მერის პოსტის დატოვების სანაცვლოდ შესთავაზა. თუმცა ამ ფაქტს Aris.ge-განათლებასთან საუბარში კატეგორიულად უარყოფს ჯემალ ანანიძე და აცხადებს, რომ მერის პოსტის დატოვების შემდეგ არანაირი ურთიერთობა და კავშირი არჩილ ხაბაძესთან არ ჰქონია:

„მართალია, ვრცელდებოდა ასეთი ინფორმაციაც, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო უფრო ადრე მოხდებოდა ჩემი დანიშვნა თეორიულად და არა ჩემ მიერ მერის თანამდებობის დატოვებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ. უბრალოდ, მე პროფესიით ეკონომისტი ვარ, ფინანსისტი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს კი ევალება საფინანსო სამეურნეო  ეკონომიკური რესურსების მართვა და ფაქტიურად ჩემი 22-წლიანი მუშაობის დროს მხოლოდ ამ სისტემასთან მქონდა საქმე, მითუმეტეს ლექციებსაც ვკითხულობდი ამ უნივერსიტეტში.

როცა ვიღაც ტოვებს თანამდებობას ყოველთვის ახლავს ასეთი მოარული ხმები, მაგრამ მე მინდა გითხრათ რომ კანცლერის თანამდებობა არის არჩევითი 4 წლის ვადით და ფაქტობრივად თითქმის ოთხი წელი გავიდა, გახდა ეს ადგილი ვაკანტური და მივიღე მონაწილეობა.  ამის თქმის საფუძველი საზოგადოებაში შეიძლება ისიც გახდა, რომ ჩემს გარდა ამ თანამდებობაზე განაცხადი არავინ არ შემოიტანა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არანაირი შემზღუდველი გარემოება არ იყო, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ეს ინფორმაცია. მე არანაირი წინასაარჩევნო კამპანიაც არ მიწარმოებია, რომ არავის არ ჩაეთვალა მიკერძოებულ მოქმედებაში,“ – აცხადებს ანანიძე.

არჩევნების პოლიტიზირებას ის ფაქტი ამყარებს, რომ ყოფილმა კანცლერმა ედიშერ ჩავლეიშვილმა, მისი წინამორბედის მსგავსად, თანამდებობა უფლებამოსილების დასრულებამდე 7 თვით ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჩავლეშვილმა 8 ივნისს Aris.ge- განათლებას განუცხადა, რომ  თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და ზეწოლას ადგილი არ ჰქონია:

„ეს მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე. არც აქამდე მიშლიდა ამ მოვალეობის შესრულებაში ხელს არაფერი და არც ეხლა მიშლის, უბრალოდ დავწერე განცხადება და გადავდექი, ასეც ხდება.“

Aris.ge- განათლებასთან საეჭვო გარემოებებზე საუბრობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი და ასოცირებული პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე. იგი მიიჩნევს, რომ ბსუ-ში რექტორებისა და კანცლერების მიერ საკუთარი განცხადების საფუძველზე  ვადამდე ადრე თანამდებობების სისტემატურ დატოვებას სხვა ახსნა მოეპოვება და ეს ფაქტი უნივერსიტეტის ფუნქციონირებაზე უარყოფითად აისახება.

11541293_695151817256522_1980694894_nბატონ ჯემალს კარგად ვიცნობთ, ის არის კარგი პიროვნება,კარგი პროფესიონალი თავისი საქმის. გააჩნია დიდი გამოცდილება და უნივერსიტეტისათვის სასარგებლო იქნება მისი არჩევა ამ თანამდებობაზე. ამიტომაც დავუჭირე მე პირადად მხარი მას და ვფიქრობ, წარმატებული კანცლერი იქნება.  აქ სხვა რამეზეა საუბარი.  ცნობილია,  რომ როგორც არც ერთ წინა რექტორს, ისე არც ერთ წინა კანცლერს თავისი უფლებამოსილების ვადა არ ამოუწურია. ისინი თანამდებობიდან ვადამდე გადადგნენ, რაც უნივერსიტეტისათვის არ არის კარგი. ადამიანი ამ თანამდებობაზე ერთ ან ორ წელიწადში ვერ მოახერხებს სერიოზული საქმე გააკეთოს. უცნაურია, რომ წინა კანცლერმაც უფლებამოსილების ამოწურვამდე, მხოლოდ რამდენიმე თვით ადრე დატოვა პოსტი და და რექტორის მრჩეველი გახდა, ამ არჩევნებზე კი არც ერთ სხვა ადამიანს არ გაუჩნდა სურვილი მიეღო მონაწილეობა კონკურსში და კანცლერის პოსტი დაეკავებინა,“ – ამბობს Aris.ge-განათლებასთან აკადემიური საბჭოს წევრი.

აღნიშნულთან დაკავშირებით უცნაურს ვერაფერს ხედავს ბსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. გიორგი დიასამიძე აცხადებს, რომ არჩევნებმა ყველა ნორმის დაცვით ჩაიარა:

„მოვიდა ბატონი ჯემალი, ოფიციალურად დარეგისტრირდა და მოხდა მისი დამტკიცება. ერთი კანდიდატის არსებობა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ავტომტურად გამარჯვებას, საჭიროა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, როგორც აკადემიური საბჭოს, ასევე წარმომადგენლობითი საბჭოსგან, რისი მოპოვებაც ბატონმა ჯემალმა მოახერხა.“

ჯემალ ანანიძე კანცლერის მოვალეობას უკვე შეუდგა და ამ თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით დარჩება.

Aris.ge-განათლების მიერ უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ბსუ-ს შემოსავალი  2014 წელს 14 686 629 ლარს შეადგენდა:

მათ შორის:

  • საკუთარი შემოსავლები – 10 548 847 ლარი
  • აჭარის ა.რ. რესპუბლიკის ბიუჯეტის სუბსიდია – 1 590 480 ლარი
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო გრანტი – 2 022 206 ლარი
  • საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსება – 532 096 ლარი

რატომ გახდა ვაკანტური ბათუმის უნივერსიტეტის კანცლერის პოსტი?

2016 წლიდან აჭარაში უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების წესი იცვლება

მაია შავაძე – ბათუმი

2015.04.03

ხმების დათვლის შედეგად უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში გახდა

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების პირველადი შედეგები უკვე ცნობილია. შედეგების მიხედვით, უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ხალვაში გახდა.

ხმები ასე გადანაწილდა:

მერაბ ხალვაში – 107 ხმა 

ირაკლი ბარამიძე – 80 ხმა

რამაზ ხალვაში – 60 ხმა 

ვლადიმერ ბალაძე – 36 ხმა 

მალხაზ ნაკაშიძე – 9 ხმა 

დაბათილდა 7 საარჩევნო ბიულეტენი. არჩევნებში სულ 299 ამომრჩეველი მონაწილეობდა.

მერაბ ხალვაში უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორია. გასულ წლებში იყო სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/43304/

2015.04.03

უნივერსიტეტში ხმის დათვლის პროცედურა დაიწყო

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე ხმის მიცემა შეწყდა. არჩევნებზე 312-დან 299 ამომრჩეველი გამოცხადდა. ამ წუთებში კომისიის წევრები ხმის დათვლას იწყებენ.

არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე. გამარჯვებული კანდიდატის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 მარტს გამართულ რექტორის არჩევნებზე აკადემიურმა საბჭომ რექტორი ვერ აირჩია.  ყოფილმა რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/43297/

2015.04.03

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა დღესვე გახდება ცნობილი

დღეს, 3 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე.

“არჩევნები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, ისე როგორც გათვალისწნებულია უნივერსიტეტის საარჩევნო დებულებითა, წესდებთ და 19 მარტის ნომერ 27 დადგენილებით, ხმის მიცემა 17 საათამდე გაგრძელდება და შედეგები დღესვე გამოქვეყნდება უნივერისტეტის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებგვერდზე“ – ამბობს გიორგი დიასამიძე, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის იურისტი.

ამ მომენტისათვის ხმა მისცა სამმა კანდიდატმა:  რამაზ ხალვაშმა, ირაკლი ბარამიძემ და მალხაზ ნაკაშიძემ.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/43277/

2015.04.03

ბსუ-ს საარჩევნო კომისია: არჩევნები დარღვევების გარეშე მიმდინარეობს

14 საათის მონაცემებით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხმა მისცა ორასზე მეტმა ამომრჩეეველმა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით ამ დრომდე დარღვევები არ დაფიქსირებულა, თუმცა იყო ორი შემთხვევა, როცა ორი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდათ ხმის მიცემის უფლება, გამოცხადდა ხმის მისაცემად.

გიორგი დიასამიძე

გიორგი დიასამიძე

„ვერ დავადასტურებ ისინი იყვნენ თუ არა უნივერსიტეტის თანამშრომლები, მაგრამ ნამდვილად არ იყვნენ აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობის პირები, [არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი], ამიტომ მათ არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება. ასევე იყო ერთი ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდა პირადობის მოწმობა, მაგრამ უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებულია, რომ ასეთ დროს მას შეუძლია ხმა მისცეს ადმიანური რესურსების მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე” – აღნიშნა გიორგი დიასამიძემ.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/43285/

2015.04.03

ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს

დღს, 3 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები დილის  ათი საათიდან დაიწყო. პირველმა ხმა ერთ-ერთმა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა, რამაზ ხალვაშმა მისცა.

„ვფიქრობ ყველაზე მეტი შანსი მე  მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას  გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის  კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – ამბობს რამაზ ხალვაში.

არჩევანი ამ დროისთვის ოცამდე ამომრჩეველმა  დააფიქსირა. ხმის მიცემის პროცედურა 5 საათამდე გაგრძელდება.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი დიასამიძის თქმით,  საარჩევნო სიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 312 ამომრჩეველი მიიღებს, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი.

გუშინ, 2 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინსტიტუტმა” ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების გადადება და შესაბამისი პროცედურების განსაზღვრის შემდეგ ჩატარებას მოითხოვა, თუმცა უნივერსიტეტის იურისტმა, გიორგი დიასამიძემ განაცხადა, რომ არჩევნები ჩატარდებოდა. 

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მას შემდეგ დაინიშნა, რაც 16 მარტს გამართულ რექტორის არჩევნებზე აკადემიურმა საბჭომ რექტორი ვერ აირჩია.  ყოფილმა რექტორმა, ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა ვადის ამოწურვამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით დატოვა.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/43268/

 2015.04.03

არჩევნები უნივერსიტეტში – კანდიდატების კომენტარები

დღეს, 3 აპრილს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი კანდიდატი მონაწილეობს: ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე. დღის პირველი საათისათვის მერაბ ხალვაშის გარდა, ყველა კანდიდატმა დააფიქსირა თავისი არჩევანი.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ერთ-ერთი კანდიდატი რამაზ ხალვაში პირველი იყო დღეს, ვინც არჩევნებზე ხმა მისცა.

„ვფიქრობ, ყველაზე მეტი შანსი მე  მაქვს და მინდა საქმე წავიდეს წაღმა, როგორც არჩევნებზე, ისე უნივერსიტეტში. დარწმუნებული ვარ, უნივერსიტეტი თავისუფალ ნებას  გამოხატავს. დღევანდელი მდგომარეობის სიმბოლოა რექტორის  კაბინეტში გაჩერებული საათი და ვფიქრობ დღეს საღამოს ეს საათი ამოქმედდება და დაიწყება ახალი ერა უნივერსიტეტში“ – განაცხადა რამაზ ხალვაშმა.

„დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მე ხმა მივეცი ევროპულ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტის განვითარებას, თანამედროვე სტანდარტების უზრუნველყოფას უნივერსიტეტში. იმედი მაქვს, ჩემი ყველა კოლეგა შეინარჩუნებს ღირსებას და ხმას მისცემს ყოველგვარი კარნახის გარეშე“ – განაცხადა მალხაზ ნაკაშიძემ.

„უნივერსიტეტის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, პიველად ვატარებთ საყოველთაო არჩევნებს. ყველა კანდიდატი ღირსეულია და ჩემი არჩევის შემთხვევაში უნივერსიტეტში დაიწყება ახალი ეტაპი,  რასაც ჰქვია განვითარება, სტაბილურობა და ხარისხი. ვფიქრობ, რომ აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სიმპათია გადმოიხრება ჩემკენ“ – განაცხადა ირაკლი ბარამიძემ.

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატმა ვლადიმერ ბალაძემაც.

„ამ არჩევნებმა შეიძლება უდიდესი როლი ითმაშოს ჩვენი უნივერსიტეტის  ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი კანდიდატურას, ვინც იბრძოლებს ამ დიდი ფუნქციისა და მისიის შესრულებისთვის, რომელიც ქართველმა ერმა დააკისრა ბათუმის უნივერსიტეტს.  მე იმედი მაქვს, რომ გაიმარჯვებს ჯანსღი ძალა, რომელიც იბრძოლებს სწავლებისა და კვლევის ხარისხის ამაღლებაზე, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნიერო კადრების მომზადებისთვის.  ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანს და თუ კი გავიმარჯვებ, ვიბრძოლებ ამ მიზნისთვის ჩემს კოლეგებთან ერთად”- განაცხადა ვლადიმერ ბალაძემ.

საარჩევნო კომისიის წევრების თქმით, 13 საათისთვის ამომრჩეველთა მთლიანი ოდენობის  50 პროცენტზე მეტმა, 163-მა ადამიანმა  მისცა უკვე ხმა სასურველ კანდიდატს. იმისთვის, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები შედგეს,  50%ზე მეტმა, ანუ 157-მა ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/43280/

2015 წლის 3 აპრილს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პირდაპირი არჩევნები ტარდება. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს პირდაპირი წესით, უნივერსიტეტის ყველა აკადემიური პირი და მეცნიერ–თანამშრომელი აირჩევს. ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისათვის, მაგრამ სამწუხაროდ ადმინისტრაცის მერ დადგენილი ძალიან შეზღუდული წინასაარჩევნო პერიოდის გამო (მხოლოდ 3 დღე), კანდიდატებს არა გვაქვს საშუალება ამომრჩევლებს სრულყოფილად გავაცნოთ ჩვენი გეგმები. თხოვნით მივმართავ აჭარის ტელევიზიას, თუ შესაძლებელია, გამოგვიყოს საეთერო დრო რათა მივმართოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ასევე ვთხოვ ყველა კანდიდატს აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ გადაცემაში.

— with Lado Baladze and 3 others.

28 მარტი, 2015

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძე  რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირაკლი ბარამიძეს თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, 3 აპრილს უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებია ჩანიშნული. ოფიციალურად დარეგისტრირებული ამ დრომდე ერთადერთი კანდიდატი, ირაკლი ბარამიძეა. პროფესიით იურისტმა, მალხაზ ნაკაშიძემ  Aris.ge-განათლებას განუცხადა, რომ ვიდრე ბარამიძე კანდიდატურას წარადგენდა, უნივერსიტეტში მოქმედი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, რექტორის მოვალეობის უფლებამოსილება უნდა მოეხსნა, რასაც ბარამიძემ თავი აარიდა. ნაკაშიძის განმარტებით, ბარამიძემ გამოსავალი წინასაარჩევნოდ შვებულებაში გასვლით გადაჭრა, რაც კანონის წინაშე პასუხისმგებლობისგან არ ათასვისუფლებს.

11076014_658955810876123_1541578652_n „მე როგორც წინა არჩევნების დროს, ისე ახლა, მოვითხოვ, რომ დაცული იყოს კანონმდებლობის მოთხოვნა. მოქმედი რექტორის მოადგილე, გადადგეს ამ თანამდებობიდან და ისე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რექტორის მოადგილეს, რომელსაც სამსახურებრივად ექვემდებარება ყველა პროფესორი, მეცნიერ–თანამშრომელი ანუ ამომრჩეველი, ასევე საარჩევნო კომისია, აქვს ყველა საშუალება, აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. ასეთ გარემოში როგორ წარმოგიდგენიათ ნორმალური არჩევნების ჩატარება?! 23 მარტს მან მოულოდნელად აკადემიური საბჭოს სხდომაზე გააკეთა განცხადება, რომ ის შვებულებაში აპირებდა გასვლას. ეს პირდაპირ არის იმისი დადასტურება, რომ იგი არღვევს კანონს და ასეთი გამოსავალი მოძებნა. უნდა ითქვას, რომ შვებულებაში გასვლა მას არ ათავისუფლებს აღნიშნული თანამდებობიდან და ისევ რჩება საფრთხე, რომ იგი გავლენას ახდენს ამომრჩევლებსა და საარჩევნო კომისიაზე. ამიტომ ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა  ეჭვის ქვეშ დადგება,“ – აცხადებს მალხაზ ნაკაშიძე.

თავად რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ბარამიძე შვებულებაში ყოფნას ადასტურებს, თუმცა თვლის, რომ ამით კანონი არ დაურღვევია. მისივე განმარტებით, ის უფლება გამოიყენა, რომელიც კანონით ჰქონდა მინიჭებული.

11086651_658955884209449_598243043_n„დიახ, ერთი კვირაა ოფიციალურად  შვებულებაში ვიმყოფები 2 აპრილის ჩათვლით და ამით კანონი არ დამირღვევია, საშვებულებო უფლება გამოვიყენე. ამ ეტაპზე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რექტორის მეორე მოადგილე ნათია წიკლაშვილია. ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი მე ვარ. მოგვიანებით,  შესაძლოა, უნივერსიტეტის  რექტორის არჩევნებშიც მივიღო მონაწილეობა,“- ამბობს ბარამიძე.

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მსურველთა რეგისტრაციის ვადა ორშაბათს, 2 აპრილს იწურება და შესაძლოა, კანდიდატების რიცხვი გაიზარდოს.

მას შემდეგ, რაც აკადემიურმა საბჭომ 16 მარტს რექტორი ვერ აირჩია, კანონის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დაინიშნა, რომელსაც უნივერსიტეტის ყველა პროფესორი და მეცნიერ–თანამშრომელი პირდაპირი წესით აირჩევს. ამ არჩევნების შემდეგ კი აკადემიურმა საბჭომ რექტორი ყოფილი რექტორის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით  2016 წლის მაისამდე უნდა აირჩიოს.  

მაია შავაძე – ბათუმი

http://edu.aris.ge/news/bsu-s-reqtoris-movaleobis-shemsrulebels-dzalauflebis-borotad-gamoyenebashi-adanashauleben.html

2015.03.31

“რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესი კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში”

3 აპრილს ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს. ამის აუცილებლობა უნივერსიტეტში მას შემდეგ დადგა, რაც 16 მარტს ჩატარებული რექტორის არჩევნების შედეგად გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. რა ხარვეზებია უნივერსიტეტის საარჩევნო კანონმდებლობაში? – „ბათუმელები“ ამ და სხვა საკითხების შესახებ აკადემიური საბჭოს წევრს, იურისტ მალხაზ ნაკაშიძეს ესაუბრა.

მალხაზ ნაკაშიძე

მალხაზ ნაკაშიძე

 3 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა აირჩიოს. რამდენი ხნით ირჩევენ მოვალეობის შემსრულებელს და თქვენი ინფორმაციით, ვის აქვს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი? შეიძლება თუ არა კანდიდატები იყვნენ რექტორის არჩევნებში მონაწილე პირები, მათ შორის თქვენც? 

კანონმდებლობა პირდაპირ არ განსაზღვრავს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილების ვადას, მაგრამ კანონი ითვალისწინებს, რომ მისი არჩევის შემდეგ აკადემიურმა საბჭომ უნდა გამოაცხადოს რექტორის არჩევნები. როგორც ჩემთვის ცნობილია, დღევანდელი მდგომარეობით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი კანდიდატი, რექტორის მოქმედი მოადგილე, ბატონი ირაკლი ბარამიძე. კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ორშაბათს [30 მარტს] იწურება და შესაძლებელია კანდიდატების რიცხვი გაიზარდოს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების შემდეგ კი, აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს რექტორი ყოფილი რექტორის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, ანუ 2016 წლის მაისამდე. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელსაც ახლა ავირჩევთ, არ არის რექტორი, ის არ თავმჯდომარეობს აკადემიურ საბჭოს და არის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, მაგრამ ეს თანამდებობა მნიშვნელობას იძენს იქედან გამომდინარე, რომ პირდაპირ, მთელი კოლექტივის მიერ აირჩევა. კანდიდატი რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე შეიძლება იყოს ჩვენი უნივერსიტეტის სრული ან ასოცირებული პროფესორი, რომელიც წარადგენს შესაბამის დოკუმენტაციას საარჩევნო კომისიაში.

ეს არის მთავარი პირობა, მაგრამ მე როგორც წინა არჩევნების დროს, ისე ახლა, ყურადღებას ვამახვილებ და მოვითხოვ, რომ დაცული იყოს კანონმდებლობის მოთხოვნა, მოქმედი რექტორის მოადგილე გადადგეს ამ თანამდებობიდან და ისე მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. რექტორის მოადგილეს, რომელსაც სამსახურებრივად ექვემდებარება ყველა პროფესორი, მეცნიერ-თანამშრომელი ანუ ამომრჩეველი, ასევე საარჩევნო კომისია, აქვს ყველა საშუალება აქტიურად გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი. პირადად მე 16 მარტს განვაცხადე, რომ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში, როდესაც ის დაინიშნება. რაც შეეხება რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებს, მოგეხსენებათ, ვარ აკადემიური საბჭოს წევრი და თუ ამირჩევენ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე, უნდა დავტოვო აკადემიური საბჭოს წევრობა. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე არ ვარ ჩამოყალიბებული, მივიღებ თუ არა მონაწილეობას ამ არჩევნებში.

უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე რჩება აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული რექტორის დამტკიცებამდე. თქვენ ამბობთ, რომ თუ მოვალეობის შემსრულებელი იყრის კენჭს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებზე, ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რიკს შეიცავს, თუმცა ბოლო არჩევნებმა თქვენი შიში არ დაადასტურა. რას ეყრდნობოდა თქვენი არგუმენტები?

 დიახ, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების რისკი და შესაძლებლობა, რაც არ გააჩნიათ სხვა კანდიდატებს. აქ უკვე დარღვეულია არჩევნების მთავარი პრინციპი, რომ ყველა კანდიდატი თანასწორ პირობებში უნდა იყოს და ამომრჩეველს შეეძლოს თავისუფლად გააკეთოს თავისი არჩევანი. ამ არგუმენტს ისიც ადასტურებს, რომ არ გაგვაჩნია მოქმედი წესები, რომლებიც დაადგენდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევების გამოვლენის მექანიზმს და კანდიდატის მიმართ სანქციის გამოყენებას. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დასტურდება მხოლოდ არჩევნების შედეგებით და არავინ იცის, თუ რამდენ ხმას მიიღებდა კონკრეტული კანდიდატი, თუ არ იქნებოდა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე.

სოციალურ ქსელში დაწერეთ: „როგორ აქტიურად მოვითხოვდით რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის არჩევას პირდაპირი წესით, მაგრამ საინტერესოა, რომ არც ამომრჩევლები იმჩნევენ არაფერს, არც კანდიდატები ჩანს სადმე, არც საარჩევნო კამპანია, არც კანდიდატთა გეგმებია საჭირო, აღარც ჟურნალისტები, მოქმედი კანდიდატი ადმინისტრაციულ თანამდებობაზე (რატომღაც შვებულებაში არჩევნების წინ), მისდამი დაქვემდებარებული ამომრჩევლები, საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია და ა.შ. რა ხდება, აბა ვის რა მოსაზრება აქვს?! მე კი ვიცი, მაგრამ მაინც..“ რა იცით კონკრეტულად?

ეჭვი მაქვს, რომ ადმინისტრაციამ მოქმედი რექტორის მოადგილის სასარგებლო საარჩევნო პირობები დაადგინა. ვგულისხმობ, რომ ადმინისტრაციამ აკადემიურ საბჭოს შესთავაზა ისეთი საარჩევნო პირობები, რომელიც თითქმის არ ითვალისწინებს წინასაარჩევნო კამპანიას. საბუთების მიღება მთავრდება 30 მარტს, ხოლო 3 აპრილს არის დანიშნული არჩევნები. აკადემიურმა საბჭომ მოხსნა ადმინისტრაციულ თანამდებობასთან დაკავშირებული შეზღუდვა. ასევე კანდიდატებს არ მოეთხოვებათ საარჩევნო პროგრამის გაცნობა ამომრჩევლისთვის. ასეთ მოკლე დროში არ ვიცი რამდენად არის შესაძლებელი რეალურად ამომრჩევლებმა მიიღონ ობიექტური გადაწყვეტილება კონკრეტული კანდიდატების სასარგებლოდ. სამწუხაროდ, ჩემი ეს მოსაზრებები არ გაითვალისწინა აკადემიურმა საბჭომ და მიიჩნია, რომ ეს იყო რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის არჩევა და არ იყო აუცილებელი მსგავსი მოთხოვნები.

თქვენი, როგორც იურისტის და აკადემიური საბჭოს წევრის მოსაზრებით, რამდენად სწორია, როცა მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, ხოლო რექტორს მხოლოდ 8 ადამიანი [აკადემიური საბჭო], არაერთხელ გაისმა ამ არჩევნებზე მოსაზრება, რომ ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. თქვენ ეთანხმებით ამას?

ეს წესი (მოვალეობის შემსრულებლის არჩევა პირდაპირ) დადგინდა 2013 წლის 6 სექტემბერს და ამით თითქოს საუნივერსიტეტო დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი კანონმდებელმა. ასეთი პირდაპირი წესით (მთელი კოლექტივის მიერ) რექტორს ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ ირჩევენ. 2005 წლიდან ამ ცვლილებამდე, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ისე რექტორს ირჩევდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის აღნიშნული წესი აშკარად კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში და სერიოზული საფრთხე შეიძლება აღმოჩნდეს უნივერსიტეტის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. წარმოუდგენელია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა ხდებოდეს პირდაპირ კოლექტივის მიერ, ხოლო რექტორს ირჩევდეს აკადემიური საბჭო. აღნიშნული წესით არჩევნების შედეგები შეიძლება გახდეს აკადემიური საბჭოს საქმიანობაზე ზემოქმედების მექანიზმი და ხელი შეუშალოს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასეთ პირობებში აკადემიური საბჭო, რომელმაც რექტორი უნდა აირჩიოს, ვერ იქნება თავისუფალი. ამიტომაც მომავალში აკადემიური საბჭოს შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს, გაიზარდოს მისი როლი უნივერსიტეტის მართვაში და ეს მოხსნის ბევრ პრობლემას. სამომავლოდ კანონმდებლობამ უნდა დაუშვას როგორც რექტორის, ისე დროებითი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის ერთიანი წესი. სხვა შემთხვევაში კონფლიქტს ვერ ავიცილებთ. დღეს უნდა ვიმოქმედოთ მოქმედი კანონის მიხედვით, მაგრამ არ გამოვრიცხავ მომავალში მე პირადად, როგორც ამ დარგის სპეციალისტმა, ეს კანონი გავასაჩივრო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ელოდით თუ არა 16 მარტს რექტორის არჩევნებზე იმ შედეგებს, რაც დაფიქსირდა? იყო რაიმე მოულოდნელი თქვენთვის ამ არჩევნებში?

შესაძლებელია სხვა შედეგებიც დამდგარიყო 16 მარტს არჩევნებზე. დიდ პატივს ვცემ ჩემს კოლეგებს აკადემიურ საბჭოში, ნუ მიწყენენ, მაგრამ მათი ნაწილი იყო სუბიექტური, რამაც განაპირობა ეს შედეგები. ფაქტია, რომ კანდიდატთა სტრატეგიული ხედვები, ცოდნა და გამოცდილება არ იყო მნიშვნელოვანი ამ არჩევნებზე.

 ჩვენი ინფორმაციით 16 მარტს გამართული რექტორის არჩევნების წინ აკადემიური საბჭოს წევრებზე იყო ზეწოლა, მათ ურჩევდნენ ხმა მიეცათ კონკრეტული კანდიდატისთვის. რა იცით ამის შესახებ?

 გავრცელდა ასეთი მოსაზრება, მაგრამ საბჭოს კონკრეტულ წევრებზე ზეწოლის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ეს უმჯობესია საბჭოს წევრებს ჰკითხოთ.

ერთ-ერთ კანდიდატთან, ანთაზ ქიქავასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, რომლის სახელსაც აბაშიძის მთავრობის დროს კომენდანტის საათის გამოცხადება უკავშირდება. ამ კანდიდატმა ყველაზე მეტი – სამი ხმა მიიღო. აკადემიურ საბჭოზე განხილული იყო ანთაზ ქიქავას პოლიტიკური წარსული?

აკადემიური საბჭოს სხდომაზე ეს საკითხი არ განხილულა. ბოლო თვეების განმავლობაში მე საპატიო მიზეზით მხოლოდ ერთ სხდომას არ ვესწრებოდი და არ ვიცი, ამ დროს თუ განიხილეს. ვფიქრობ, აკადემიური საბჭოს სხდომაზე პოლიტიკური საკითხები არც უნდა განიხილებოდეს. რაც შეეხება ამ კანდიდატის მიერ ყველაზე მეტი ხმის მიღებას, ვფიქრობ, ეს ასევე სუბიექტური გადაწყვეტილების შედეგი იყო.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/43127/

2015.03.30

ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში 5 კანდიდატი დარეგისტრირდა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი 3 აპრილს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს. კანდიდატების რეგისტრაცია დღეს 16:00 საათზე შეწყდა. უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლობისთვის 5 კანდიდატი იბრძოლებს.

ირაკლი ბარამიძე, რამაზ ხალვაში, მერაბ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე და ვლადიმერ ბალაძე – ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლობა სურთ. ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, რომელთაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ამბობს, რომ საარჩევნო სიის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობას 312 ამომრჩეველი მიიღებს.

 ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს 2016 წლის 21 მაისამდე (ბსუ-ს ყოფილი რექტორი, ალეკო ბაკურიძე ვადაზე ადრე რომ არ გადამდგარიყო თანამდებობიდან, მისი უფლებამოსილების ვადა 2016 წლის 21 მაისს იწურებოდა – ავტ.) აირჩევს ბსუ თუ აკადემიური საბჭო კიდევ ერთ არჩევნებს გამოაცხადებს რექტორის ასარჩევად. ეს უნივერისტეტის აკადემიური საბჭოს პრეროგატივაა, თუმცა საჯარო ამის შესახებ საბჭოს ჯერჯერობით არაფერი განუცხადებია. უნივერსიტეტის წინასწარი განწყობები კი ასეთია – მოვალეობის შემსრულებლად არჩეულმა პირმა თანამდებობაზე შემდეგ 14 თვეს, ანუ შემდგომ არჩევნებამდე უნდა იმუშავოს.

რაც შეეხება 3 აპრილის არჩევნებს – „არჩევნები შედგება, თუკი არჩევნების დღეს გამოცხადდება და ხმას მისცემს საარჩევნო სიის შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ხოლო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება და რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აირჩევა ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას. თუკი არჩევნების შედეგად გამოვლინდა თანაბრად საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი, არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ დროს, ჩატარდეს არჩევნების მეორე ტური, რომელშიც კენჭი ეყრება ამ ორ კანდიდატს. მეორე ტური შედგება, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ამომრჩეველთა არანაკლებ 1/3. თუ მეორე ტურშიც არ გამოვლინდა გამარჯვებული, მისი დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი კვირისა, ცხადდება და ტარდება ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ხელახალი არჩევნები“.

ალეკო ბაკურიძის გადადგომის შემდეგ რექტორის არჩევა ბსუ-მ 2015 წლის 16 მარტს სცადა. მაშინ უნივერსიტეტის 8 წევრიან აკადემიურ საბჭოს 6 კანდიდატს შორის უნდა აერჩია რექტორი (რექტორს აკადემიური საბჭო ირჩევს, მოვალეობის შემსრულებელს აკადემიური პერსონალი – ავტ). მაშინ ხმების საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა.

ეს რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ ოფიციალურ ნაწილს. არაოფიციალურად კი არსებობს ინფორმაცია, მათ შორი ურთიერთგამომრიცხავიც, რომ აჭარის ხელისუფლება ცდილობს თავისი კანდიდატი აარჩევინოს უნივერსიტეტს, ისე როგორც ცალკეული პოლიტიკური პარტიები. თუმცა, პოლიტიკური ძალების მხრიდან ჩარევის შესახებ ინფორმაციის ოფიციალურ დადასტურებას, ჯერჯერობით არც ერთი წყარო არ თანხმდება.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/weekly1/43106/

როგორ აქტიურად მოვითხოვდით რექტორის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის არჩევას პირდაპირი წესით, მაგრამ საინტერესოა, რომ არც ამომრჩევლები იმჩნევენ არაფერს, არც კანდიდატები ჩანს სადმე, არც საარჩევნო კამპანია (იგი ფაქტიურად 3 დღეა მხოლოდ), არც კანდიდატთა გეგმებია საჭირო, აღარც ჟურნალისტები, მოქმედი კანდიდატი ადმინისტრაციულ თანამდებობაზე (რატომღაც შვებულებაში არჩევნების წინ), მისდამი დაქვემდებარებული ამომრჩევლები, საარჩევნო კომისია, ადმინისტრაცია და ა.შ. smile emoticon რა ხდება, აბა ვის რა მოსაზრება აქვს?! smile emoticon smile emoticon მე კი ვიცი, მაგრამ მაინც smile emoticon smile emoticon

მეგობრებო, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით ყველა უნივერსიტეტში რექტორს ირჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან არჩეული წარმომადგენლებისაგან (ჩვენს შემთხვევაში 8 წევრი, 1 წევრი არ არის არჩეული). უნდა ვაღიაროთ, რომ უნივერიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები (8 წევრი) წარმოადგენს უნივერისტეტის ფაკულტეტებს ანუ ისინი არჩეულნი არიან უნივერისტეტის ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენეტების მიერ. ამიტომაც, ვფიქრობ, რექტორის არჩევნებზე მნიშვნელოვანი არის აკადემიური საბჭოს არჩევა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს აკადემიური საბჭოს არჩევის დროს. რა აკადემიურ საბჭოსაც ჩვენ ავირჩევთ, ეს აისახება რექტორის არჩევნებზედაც. ცალსახაა, რომ აკადემიური საბჭო არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ 8 წევრისაგან. საბჭო უნდა გაფართოვდეს (ორი წარმომადგენელი ფაკულტეტიდან) როგორც ეს არის საქართველოს უმეტეს უნივერიტეტებში. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა ვიცით რომ ხელოვნურად შემცირდა 2008 წლის შემდეგ და ეს არის სწორედ პრობლემა. თუ კანონმდებლობა მომავალში დაუშვებს პირდაპირ არჩევნებს, ეს რა თქმა უნდა მისასალმებელი იქნება.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი არჩევნების მოლოდინში

23 მარტი 2015, ბათუმი, საქართველო

მეგობრებო, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ყველა ჩვენთაგანი სერიოზული გამოწვევის წინაშე ვართ. ჩვენ ვირჩევთ რექტორს, ერთ–ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელს და ბუნებრივია ის ვნებათაღელვა რაც ამ არჩევნებმა გამოიწვია. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბევრი კანდიდატი ჰყავს უნივერსიტეტს რექტორის თანამდებობაზე. უნდა ვაღიაროთ, რომ არც აკადემიური საბჭო და არც უნივერსიტეტის აკადემიური საზოგადოების დიდი ნაწილი არ აღმოჩნდა საკმარისად მზად ამ გამოწვევაზე საპასუხოდ. აკადემიურმა საბჭომ ვერ აირჩია რექტორი, რაც სამწუხაროდ სუბიექტური მიზეზებით იყო გამოწვეული. ეს არ იყო არჩევნები სადაც ღირებულებები, სტრატეგიული ხედვები იყო მნიშვნელოვანი და ეს ცალკე შეფასების საგანია. არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ აკადემიური საბჭო არის უუნარო მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. ამიტომაც კოლეგები მოითხოვენ, რომ უნივერსიტეტის რექტორი აირჩიოს უნივერსიტეტის კოლექტივმა. მე, როგორც აკადემიური საბჭოს წევრი, ვალდებული ვარ გავაკეთო ზოგიერთი განმარტება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მქონე უნივერსიტეტებში, რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო. აკადემიური საბჭო კი შედგება ფაკულტეტებიდან არჩეული წარმომადგენლებისაგან (როგორც წესი 2 წარმომადგენელი თითოეული ფაკულტეტიდან). აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტის საბჭოს წევრი პროფესორებისა და სტუდენტების მიერ. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის ძირითადი მართვის ორგანო და უნივერისტეტის რექტორი თანამდებობაზე არჩევის შემდეგ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ხდება. რექტორი, როგორც ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, მნიშვნელოვანი უფლებამოსილებებით აღჭურვილი არ არის. რექტორი უნივერსიტეტს მართავს სწორედ აკადემიური საბჭოს მეშვეობით, რომლის გადაწყვეტილებები სავალდებულოა ყველა სხვა მართვის ორგანოსათვის. ამით იმისი ხაზგასმა მინდა, რომ აკადემიური საბჭოს განსაკუთრებული როლი გააჩნია უნივერსიტეტის მართვასა და განვითარებაში. ამიტომაც აკადემიური საბჭო რომელიც საყოველთაოდ, ყველა პროფესორისა და სტუდენტის მიერ აირჩევა, როგოც წესი, მაღალი ლეგიტიმურობითა და ნდობით უნდა სარგებლობდეს, რათა მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მათ შორის აირჩიოს რექტორი.

ვფიქრობ, ჩვენი კოლეგების მიერ აკადემიური საბჭოს მიმართ არსებული დამოკიდებულება გამოწვეულია იმით, რომ როგორც ადრე, ისე ბოლო რექტორის უფლებამოსილების პირობებშიც აკადემიურმა საბჭომ ვერ შეიძინა ეს მნიშვნელობა. ყველას კარგად გვახსოვს, რომ აკადემიური საბჭო უახლოეს წარსულში 9–ზე მეტი წევრისაგან შედგებოდა ანუ პროფესორებსა და სტუდენტებს უფრო ფართო წარმომადგენლობა გაგვაჩნდა აკადამიურ საბჭოში. 2011 წლის 14 მარტს უნივერსიტეტის წესდებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ნაცვლად 2 წარმომადგენლისა, დაწესდა ფაკულტეტებიდან მხოლოდ 1 წარმომადგენლის არჩევა აკადემიურ საბჭოში. ასევე 2011 წლის 14 მარტს დადგინდა, რომ აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებს ეყოლებოდათ ერთი წარმომადგენელი. შესაბამისად აკადემიური საბჭოს შემადგენლობა უნდა გაზრდილიყო კვლევითი ინსტიტუტების ხარჯზე. მოვლენები პირიქით განვითარდა. აკადემიურ საბჭოს შემადგენლობა შემცირდა, თუმცა დღემდე აკადემიურ საბჭოში არ შესულა ჩვენი 3 სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი. უნივერსიტეტის წესდება ადგენს, რომ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ან ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენელი, რომელიც არის უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. დღემდე კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ–თანამშრომლები არ არიან უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე, რის გამოც ვერ მოხერხდა 2014 წლის ნოემბერშიც კი მათი არჩევა აკადემიურ საბჭოში. 2011 წელს, ამცირებდა რა აკადემიური საბჭოს შემადგენლობას, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ კარგად იცოდა, რომ იმ ეტაპზე კვლევითი ინსტიტუტებიდან წარმომადგენლებს ვერ აირჩევდა აკადემიურ საბჭოში. ხელმძღვანელობამ შემდეგ პერიოდშიც არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოეხდინა კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ–თანამშრომლების მიღება აკადემიურ თანამდებობებზე. ამავე დროს კარგად ვიცით, რომ უნივერსიტეტში სხვადასხვა ფაკულტეტებზე თითქმის ყველა ადამიანი მიიღეს აკადემიურ თანამდებობებზე ვინც კი ასეთი სურვილი გამოთქვა. საბოლოოდ მივიღეთ 9 წევრიანი აკადემიური საბჭო, რომელიც 2011 წლიდან მართავს უნივერსიტეტს.

მიმაჩნია, რომ ყოფილი რექტორი და ყველა ის პირი ვინც მხარი დაუჭერა 2011 წელს ასეთ ცვლილებებს, პასუხისმგებელია დღეს არსებულ მდგომარეობაზე. საფუძვლიანია ზოგიერთი ჩვენი კოლეგის მოსაზრება, რომ ასე ვიწრო წრეში არ უნდა მიიღებოდეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს საკითხი ასეთივე სიმწვავით უნდა დასმულიყო 2011–2014 წლებში, როდესაც მსგავსი მმართველობა ხორციელდებოდა. დღეს ჩვენი კოლეგების ნაწილი მოითხოვს, რომ უნივერსიტეტის რექტორი აირჩიოს უნივერსიტეტის კოლექტივმა. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს რექტორის პირდაპირ კოლექტივის მიერ არჩევას, თუმცა გათვალისწინებულია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა საყოველთაო გზით. აქედან გამომდინარე, დაინიშნა კიდეც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 2015 წლის 3 აპრილს. ვიცით, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ არის რექტორი, ის არ არის აკადემიური საბჭოს თამვჯდომარე და ვერ უხელმძღვანელებს აკადემიურ საბჭოს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არის პირი, რომელიც დროებით მართავს უნივერსიტეტს. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ, აკადემიური საბჭო აცხადებს რექტორის არჩევნებს და ირჩევს რექტორს. სწორედ აქ არის უმთავრესი პრობლემა როცა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის მე–9 პუნქტი ადგენს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევას საყოველთაო გზით, კოლექტივის მიერ, ხოლო შემდეგ რექტორის არჩევას აკადემიური საბჭოს მიერ. ეს წესი (მოვალეობის შემსრულებლის არჩევა პირდაპირ) დადგინდა 2013 წლის 6 სექტემბერს და ამით თითქოს საუნივერსიტეტო დემოკრატიის განვითარებას შეუწყო ხელი კანონმდებელმა. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი პირდაპირი წესით (მთელი კოლექტივის მიერ) რექტორს ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ ირჩევენ. 2005 წლიდან ამ ცვლილებამდე, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, ისე რექტორს ირჩევდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის აღნიშნული წესი აშკარად კონფლიქტს ქმნის უნივერსიტეტში და სერიოზული საფრთხე შეიძლება აღმოჩნდეს უნივერისტეტის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. წარმოუდგენელია რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა ხდებოდეს პირდაპირ კოლექტივის მიერ, ხოლო რექტორს ირჩევდეს აკადემიური საბჭო. აღნიშნული წესით არჩევნების შედეგები შეიძლება გახდეს აკადემიური საბჭოს საქმიანობაზე ზემოქმედების მექანიზმი და ხელი შეუშალოს მის ნორმალურ ფუნქციონირებას. ასეთ პირობებში აკადემიური საბჭო, რომელმაც რექტორი უნდა აირჩიოს ვერ იქნება თავისუფალი. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ კანონმდებლობამ უნდა დაუშვას როგორც რექტორის, ისე დროებითი მოვალეობის შემსრულებლის არჩევის ერთიანი წესი. სხვა შემთხვევაში კონფლიქტს ვერ ავიცილებთ. დღეს უნდა ვიმოქმედოთ მოქმედი კანონის მიხედვით, თუმცა აკადემიური საბჭოს თითოეულმა ყოფილმა და მოქმედმა წევრებმა პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ როგორც 2011 წელს დამტკიცებულ ცვლილებებზე, ისე 2015 წლის 16 მარტს ჩვენს მიერ მიცემულ თითოეულ ხმაზე.

ბოლომდე ვერ გავიზიარებ ჩვენი კოლეგების მოსაზრებას, რომ აკადემიური საბჭო არ იმსახურებს ნდობას და ამიტომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც მათ პოტენციურ რექტორად მიაჩნიათ, პირდაპირ კოლექტივმა უნდა აირჩიოს. მინდა შევახსენო ყველას, რომ მოქმედი აკადემიური საბჭო არის ყველა ჩვენთაგანის მიერ არჩეული 2015 წლის ნოემბერში და სწორედ ჩვენ, პროფესორებმა და სტუდენტებმა გამოვუცხადეთ ნდობა ამ ადამიანებს რათა ემართათ უნივერსიტეტი შემდგომი 4 წლის განმავლობაში. მე პირადად კონკურენციის პირობებში გავიმარჯვე ამ არჩევნებში, გავხდი აკადემიური საბჭოს წევრი და არ მიმაჩნია, რომ სათანადოდ არ გამოვხატავ ჩემი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების უმრავლეოსობის პოზიციას. ამიტომაც ყველა პროფესორს რომელმაც თავის დროზე აირჩია აკადემიური საბჭო და იცოდა, რომ ეს საბჭო შემდეგ აირჩევდა რექტორს, არანაირი საფუძველი არა აქვს ამტკიცოს, რომ აკადემიური საბჭო ნდობას არ იმსახურებს. თუ დღეს მაინც ამ პოზიციაზე ვართ, უნდა ვაღიაროთ, რომ თავის დროზე დავუშვით შეცდომა აკადემიური საბჭოს წევრების არჩევისას. რა გარანტია გვაქვს, რომ იგივე შეცდომას არ გავიმეორებთ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პირდაპირ არჩევის დროს. თუ ვფიქრობთ, რომ საბჭოს წევრების ნაწილი სუბიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ არჩევნებზე, ეს პასუხისმგებლობაც გვეკისრება ჩვენ, ამომრჩევლებს. ჩემი კოლეგებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მე პირადად ვფიქრობ, რომ მათი ნაწილი იყო სუბიექტური არჩევნების დროს რამაც ხელი შეუწყო საბჭოსადმი უნდობლობას. ასევე დასანანია, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ ეძლევათ ჩვენს დოქტორანტებს (ასისტენტ-პროფესორებს) და უნივერსიტეტის სტუდენტებს, ვისთვისაც უმნიშვნელო არ არის ვინ იქნება არჩეული უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად. ვფიქრობ, მეტი პრინციპულობა გვმართებს ყველა ჩვენთაგანს ამ არჩევნებში და განსაკუთრებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციას რომელმაც არჩევნების ორგანიზება უნდა უზრუნველყოს.

ვისურვებდი, რომ 2015 წლის 3 აპრილს უნივერსიტეტში არჩევნები ჩატარდეს გამჭვირვალეობის, თანასწორობისა და საჯაროობის პირობებში. ასევე ვისურვებდი, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად (ვინც არ უნდა იყოს ის) აგვერჩია გამოცდილი, პრინციპული, კომპეტენტური, კეთილსინდისიერი პიროვნება, რომელიც უნივერსიტეტის განვითარებაზე, თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტების დანერგვაზე იქნება ორიენტირებული და არა საკუთარი ძალაუფლების განმტკიცებაზე, პრივილეგიების აღდგენაზე, მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლების კეთილდღეობაზე. მჯერა, რომ ჩვენი უნივერსიტეტის კოლექტივის პოზიცია ემთხვევა ჩემს სურვილებს. ასეთივე მოლოდინი მაქვს რექტორის არჩევნებზე რომელიც რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შემდეგ დაინიშნება. წარმატებებს ვუსურვებ უნივერსიტეტს!

მალხაზ ნაკაშიძე

იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

აკადემიური საბჭოს წევრი

2015.03.16

უნივერსიტეტში რექტორი ვერ აირჩიეს

დღეს, 16 მარტს უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები ჩაიშლა. აკადემიურმა საბჭომ ვერ გამოავლინა კანდიდატი, რომელსაც ხუთი ხმა ექნებოდა, ამიტომაც უნივერსიტეტში რექტორის ხელახალი არჩევნები დაინიშნება.

ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები ასე გადანაწილდა:

მანუჩარ ლორია – 2

მარინა გიორგაძე – 0

მალხაზ ნაკაშიძე – 1 

რამაზ ხალვაში – 0

ანთაზ ქიქავა – 3

ირაკლი ბარამიძე – 2

„უნივერსიტეტში  ერთი თვის ვადაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.  ამ პერიოდში უნივერსიტეტს სავარაუდოდ ირაკლი ბარამიძე უხელმძღვანელებს“ – განაცხადა გიორგი დიასამიძემ, უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/42519/

2015.03.16

აკადემიური საბჭოს კითხვები რექტორობის კანდიდატებს

აკადემიურმა საბჭომ რექტორობის სამ კანდიდატს უკვე მოუსმინა. რამაზ ხალვაშმა, ირაკლი ბარამიძემ და მალხაზ ნაკაშიძემ  უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმა  წარადგინეს. აკადემიურ საბჭოს წევრებს რამაზ ხალვაშთან მხოლოდ ერთი კითხვა ჰქონდათ: რექტორად არჩევის შემთხვევაში, როგორ აპირებდა ის უნივერსიტეტში სტუდენტთა რაოდენობის  გაზრდას.

რამაზ ხალვაშის თქმით,  მის  მიერ პროგრამაში დასახელებული ეს ციფრი უნივერსიტეტის განვითრების სამომავლო პერსპექტივაა. ერთი კითხვა დაუსვეს ირაკლი ბარამიძესაც. ბარამიძემ უნივერსიტეტში უცხოელი სტუდენტების  მოზიდვაზე ისაუბრა. აკადემიური საბჭოს წევრმა ვაჟა ვერულიძემ მას ჰკითხა უცხოელი სტუდენტების მოზიდვაზე, კერძოდ, რა ენაზე უნდა ასწავლონ უცხოელ სტუდენტებს.

ბარამიძის თქმით, უნივერსიტეში უკვე იგეგმება სამედიცინო ფაკულტეტზე უცხო ენაზე სწავლება. “ჩვენ შეგვიძლია ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დაწყება“ – განმარტა რექტორობის კანდიდატმა.

აკადემიური საბჭოს წევრებმა სამი კითხვა დაუსვეს მალხაზ ნაკაშიძეს, მას შემდეგ რაც მან უნივერსიტეტის განვითრების 2015-2021 წლების გეგმა წარადგინა. აკადემიური საბჭის წევრმა გულიკო შერვაშიძემ მალხაზ ნაკაშიძეს უთხრა, 6-8 საათი ლექციების შემდეგ კვლევითი და სამეცნიერი მუშაობა შეუძლებელია და სად ხედავთ გამოსავალს?

მალხაზ ნაკაშიძის თქმით უნივერსიტეტს უნდა ჰყავდეს მკვლევარები. უნდა შეიქმნას პოსტსადოქტორო პროგრამები და ლექტორებმა უნდს აირჩიონ ლექციებს ჩაატარებენ, თუ სამეცნიერო საქმიანობას გასწევენ.

უნივერსიტეტის ეროვნულ სახელმწიფოებრივი ფუნქცია – ასე ჰქვია გეგმას, რომელსაც რექტორობის კანდიდატმა ანთაზ ქიქავამ წარუდგინა აკადემიურ საბჭოს. „იმედი მაქვს დამოუკიდებლად, გარედან ჩარევის გარეშე აირჩევს დღეს უნივერსიტეტი რექტორს“ – მიმართა კანდიდატმა საბჭოს.

ანთაზ ქიქავას გეგმის მიხედვით უნივერსიტეტის პროფესორებმა მუხლჩაუხრელად უნდა იშრომონ, ასევე მან აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში უნდა გამოიყოს ერთი ოთახი, სადაც უნივერსიტეტის მუზეუმი გაიხსნება. ანთაზ ქიქავამ გააკრიტიკა სასწავლო პროცესი და განაცხადა, რომ აუცილებელია არსებული სილაბუსები გადაიხედოს.

ერთადერთი კანდიდატი, რომელთანაც აკადემიურ საბჭოს შეკითხვები არ ჰქონია, მარინა გიორგაძე იყო.

ყველა კანდიდატის მოსმენის შემდეგ უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ ერთსაათიანი შესვენება გამოაცხადა.

 http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/42490/

2015.03.16

რექტორის არჩევნები

ბათუმის  შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახლა რექტორობის კანდიდატებს უსმენენ.

რექტორობის კანდიდატები

გურამ ჩაგანავა, აკადემიური საბჭოს უხუცესი წევრი

გულიკო შერვაშიძე, აკადემური საბჭოს წევრი

მარინა აროშიძე, აკადემური საბჭოს წევრი

http://batumelebi.netgazeti.ge/GE/batumelebi/news/42487/

2015.03.14

გია თავამაიშვილი ბსუ-ს რექტორობის კანდიდატის მხარდაჭერაზე

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გია თავამაიშვილის  განმარტება მედიასა და უნივერსიტეტში გავრცელებული ინფორმაციის – მის მიერ ბსუ-ს რექტორობის ერთ-ერთი კანდიდატის მხარდაჭერაზე:

ბსუ-ს რექტორის არჩევნებში რა როლი უნდა მქონდეს მე? – ეს უნივერსიტეტის გადასაწყვეტია. წავიკითხე იმის შესახებ, თითქოს აჭარის მთავრობა, განათლების მინისტრი ერთ-ერთ კანდიდატს – მანუჩარ ლორიას უჭერს მხარს.

გია თავამაიშვილი

გია თავამაიშვილი

მანუჩარ ლორია ჩემ შემდეგ, პრინციპში ჩემი წარდგინებით დაინიშნა ერთიანი ეროვნული გამოცდების ბათუმის  ცენტრის ხელმძღვანელად. ის ჩემი თანაშემწე იყო წლების განმავლობაში და ალბათ ამ კუთხით აღქმულია, როგორც ჩემი რეკომენდაციით, მთავრობის რეკომენდაციით წარდგენილი კანდიდატი, რაც ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.

მე მქონდა საუბარი მაგის თაობაზე ბატონ მანუჩართანაც, თუ რატომ მოხდა ასე. ზოგადად, როდესაც წავიკითხე ამის თაობაზე, ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიფიქრე, საიდან შეიძლება ყოფილიყო ეს და ორივე მივხვდით, რომ, უბრალოდ, ეს იქნებოდა იქედან გამომდინარე, რომ ის არის ჩემი შემცვლელი საგამოცდო ცენტრში.

შესაბამისად, როდესაც მან დაასახელა თავისი კანდიდატურა, აღიქვეს როგორც ჩემი რეკომენდაცია. ეს ნამდვილად არ ყოფილა ასე. მე ნამდვილად არავის საწყენად არ ვლაპარაკობ – ყველას აქვს უფლება წამოაყენოს თავისი კანდიდატურა. რასაკვირველია, მე პატივს ვცემ აკადემიურ საბჭოს, ზოგადად, უნივერსიტეტის წესდებას და არც ვიკადრებ არასოდეს, რომ ვინმეს გავუწიო ლობირება.

ჩემი ცხოვრების გარკვეული ნაწილი უნივერსიტეტს უკავშირდება – ვმუშაობდი, ვსაწვლობდი იქ… ასე რომ, ჩემი ურთიერთობა თითქმის ყველასთან არის გამოკვეთილი. შესაბამისად, ყველას შეუძლია იფიქროს, რომ რადგან მე კარგი ურთიერთობა მაქვს მასთან, რეკომენდატორი ვარ.

მიმაჩნია, რომ სამი კანდიდატი მაინც ნამდვილად გაართმევდა თავს რექტორობას – გამოცდილებით და ასე შემდეგ. ამასაც მნიშვნელობა აქვს, საქმეს მარტო სურვილი არ შველის.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/42443/

2015.03.14

ირაკლი ჭეიშვილი რექტორის არჩევნებში ჩარევაზე

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ბსუ-ს რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს ლობირებს, უნივერსიტეტში განხილვის საგანია. ამაზე საუბრობენ სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და თვით აკადემიური საბჭოს წევრებიც კი. ირაკლი ჭეიშვილი ამ საკითხზე „ბათუმელებთან“ განმარტებას აკეთებს:

რამდენადაც მე „ბათუმელების“ ინფორმაციით ვიცი, სულ რვა კანდიდატი მონაწილეობს ბსუ-ს რექტორის აჩევნებში. გამოკითხვაც გაქვთ, როგორც ვიცი, ვიღაც ლიდერობს კიდეც, მაგრამ დღეის მდგომარეობით მართლა არ ვიცი რა ხდება. რაც შეეხება თითქოსდა მანუჩარ ლორიას ვლობირებდე, მაგ კანდიდატს საერთოდ არ ვიცნობ…

რაღაც დაჯილდოება იყო ამასწინათ უნვერსიტეტში და სპეციალურად არ მივედი, ვინმესთვის სალაპარაკო რომ არ მიმეცა. მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესებს, მაგრამ მაინც მაბრალებენ ჩარევას.

რაც საკრებულოს თავმჯდომარე გავხდი, მას შემდეგ მხოლოდ ბათუმში არსებული პრობლემებით ვარ დაკავებული. არც მე ვერევი და არც მთავრობის თავმჯდომარე უნივერსიტეტის საკითხებში. არაერთი კანდიდატი ცდილობდა მთავრობის თავმჯდომარესთან მისვლას – მხარდაჭერა უნდოდათ, ხან ვის უგზავნიდნენ და ხან ვის, მაგრამ ის ამბობს, რომ მიშვებული აქვს სიტუაცია და რექტორს აკადემიური საბჭო აირჩევს.

სხვათა შორის, იქ პარტიული ნიშნით არც ერთი კანდიდატი არ არის. თუ ვილაპარაკებთ მანუჩარ ლორიაზე, რომ თითქოსდა მას ვლობირებ – ეს სიმართლე არ არის. ის „ქართული ოცნების“ წევრი არ არის და არც ჩვენს კოალიციაში შემავალი რომელიმე სუბიექტის, რაღაც მხარდაჭერა რომ ჰქონოდა. პარტიული ნიშნით რომც შეგვერჩია.

მთავრობის თავმჯდომარის პოზიცია არის ასეთი – იმდენი პრობლემა გვაქვს უმაღლეს საბჭოში მოსაგვარებელი, იმდენი ყოფითი თუ პოლიტიკური პრობლემა გვაქვს, რომ მაგისთვის არავის სცხელა. შესაბამისად, აკადემიური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას. მოკლედ, არანაირ პროცესებს მე არ ვმართვა.

ითქვა, რომ თითქოს სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დამიბარებია? – ერთმა სტუდენტმა დამასახელოს და ყველაფერზე ვაგებ პასუხს. ერთმა თქვას, რომ მე ვიყავი ჭეიშვილთან და მომცა დავალებაო ან უბრალოდ სხვა რამე თქვას. საერთოდ არ ვხვდები სტუდენტებს – ერთი ბიჭი იყო, უნდოდა ჩემთან შეხვედრა, თავმჯდომარესთან შეხვედრა, მაგრამ სპეციალურად არ შევხვდი, რამე რომ არ დამბრალებოდა.

რამდენიმე ადამიანი მოვიდა, რომ არჩილთან შემეხვედრებინა, მაგრამ არ ვახვედრებ სპეციალურად არც შევახვედრებ – კანდიდატების შუამავლები იყვნენ. ალბათ იმის გაგება უნდოდათ, ეს ჩემი ვარაუდია, ვის უჭერს არჩილი [ხაბაძე] მხარს. არჩილი მხარს არავის არ უჭერს – მიშვებული აქვს სიტუაცია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ – არის აკადემიური საბჭო და იმან უნდა აირჩოს რექტორი.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/42441/

2015.03.13

როსტომ ბერიძემ კანდიდატურა მოხსნა

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა როსტომ ბერიძემ  კანდიდატურა მოხსნა.  როგორც როსტომ ბერიძე „ბათუმელებთან“ საუბარში აცხადებს, ის ახალ პროექტში იღებს მონაწილეობას.

„ამ ეტაპისთვის რექტორობა შეუთავსებელია ჩემი საქმიანობისთვის, რადგან გუშინ მივიღე ინფორმაცია, რომ ძალიან დიდი საერთაშორისო პროექტის ხელმძღვანელად ვინიშნები. მივდივარ ნორვეგიაში და ერთი წელი მთლიანად ამ პროექტში ვიქნები დაკავებული“- აცხადებს როსტომ ბერიძე.

მისი თქმით პროექტში იგი ნორვეგიულმა მხარემ წარადგინა, რომელთანაც მას ხუთწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. პროექტი მდგრადი ტურიზმის, განათლების და სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელსეწყობას შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნები 16 მარტს გაიმართება. მას შემდეგ, რაც როსტომ ბერიძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, არჩევნებში მონაწილეობას 7 კანდიდატი მიიღებს.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/42397/

2015.02.12

ბათუმის უნივერსიტეტის რექტორობის ახალი კანდიდატი

 ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემაც გამოთქვა.

მალხაზ ნაკაშიძე

მალხაზ ნაკაშიძე

„ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მაქვს უნივერსიტეტში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება, ვიცნობ ამ კოლექტივს და ვაკმაყოფილებ კრიტერიუმებს.  ვფიქრობ, რომ არ არის მარტივი ამ პოზიციაზე მუშაობა, მაგრამ  თუ იქნება აკადემიური საბჭოს და ასევე ჩემი კოლეგების მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში შემიძლია ბევრი კარგი რამ გავაკეთო უნივერსიტეტისთვის“ – აღნიშნა მალხაზ ნაკაშიძემ „ბათუმელებთან“.

კითხვაზე, მისი, როგორც რექტორობის კანდიდატის აზრით, რა გამოწვევების წინაშე დგას ამჟამად უნივერსიტეტი, მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ ეს პირველ რიგში სწავლების ხარისხია:

„ამ ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ვფიქრობ, არის ის, რომ სტუდენტებს უნდა შევთავაზოთ უფრო უკეთესი პირობები, ვიდრე გვაქვს და ავამაღლოთ სწავლის ხარისხი. სტუდენტებისგან არის მოთხოვნა, რომ უნივერსიტეტში იყოს შესაბამისი აკადემიური რესურსი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვყავს უნივერსიტეტში ბევრი პროფესიონალი, მაგრამ არ არის ეს საკმარისი. ასევე, საერთაშორისო თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა შევქმნათ ბევრი საერთაშორისო, ინგლისურენოვანი პროგრამა, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი უცხოელი სტუდენტი, და რა თქმა უნდა,  მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რადგან გარემო სტუდენტებისთვის არის მნიშვნელოვანი.“

ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქამდე სამმა კანდიდატმა გამოთქვა: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა მარინა გიორგაძემ,   პროფესორმა რამაზ ხალვაშმა და პროფესორმა ირაკლი ბარამიძემ, რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში.

მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ სამივე მათგანი ღირსეული კანდიდატია.

„ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ, მათთან ერთად მიმუშავია, ვთანამშრომლობდი წარსულში, ვფიქრობ ყოველ მათგანს აქვს შანსი გახდეს რექტორი. კონკურენცია კარგია, მოვისმენთ ერთმანეთის ხედვებს, სტრატეგიებს და ვისაც გადაწყვეტს აკადემიური საბჭო, იმ კანდიდატთან ერთად ვიმუშავებ შემდეგში. თუ მე ვერ გავიმარჯვებ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებ აკადემიურ საბჭოში მუშაობას, მხარს დავუჭერ უნივერსიტეტისთვის ყველა სასიკეთო გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ნორმალური, თანასწორი არჩევნები და არ იქნება არნაირი ჩარევა არავის მხრიდან.  ვინც გაიმარჯვებს, მასთან ერთად უნდა გავაგრძელოთ უნივერსიტეტში მუშაობა.“

მალხაზ ნაკაშიძე უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრია. სწორედ აკადემური საბჭო, რვა ადამიანის შემადგენლობით, ირჩევს რექტორს. მალხაზ ნაკაშიძე ამბობს, რომ რექტორის არჩევნებში მონაწილეობა საბჭოს წევრს არ ეზღუდება.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს 16 მარტს შეარჩევს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რვა წევრი – მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, მალხაზ ნაკაშიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე.

http://www.batumelebi.ge/GE/batumelebi/news/41253/

17 თებერვალი, 20151141

ბსუ-ს რექტორობის მსურველი 4 კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციის დასაკავებლად უკვე 4 პრეტენდენტი ემზადება. არჩევნებზე რეგისტრაცია ოფიციალურად 23 თებერვალს დაიწყება, თუმცა ოთხივე კანდიდატმა უკვე ზუსტად იცის რა ცვლილებებია გასატარებელი, რომ უნივერსიტეტის სწავლის დონე საერთაშორისო მაშტაბით უფრო ამაღლდეს. როგორია რექტორობის მსურველების ხედვა უნივერსიტეტისშემდგომ განვითარებაზე ამის გასარკვევად Aris.ge-განათლება ოთხივე მათგანს ესაუბრა.

ჯერჯერობით, ყველაზე ბოლო ვინც პოსტის დაკავების სურვილი გამოთქვა უნივერსიტეტის აკადემიურისაბჭოს წევრი მალხაზ ნაკაშიძეა.  როგორც ამბობს, უკვე დეტალურად აქვს გაწერილი უნივერსიტეტის განვითარების პრიორიტეტები მომდევნო 4 წლის განმავლობაში: უნივერსიტეტის განვითარებისპრიორიტეტები ჩემი რექტორობის შემთხვევაში იქნება სწავლების ხარისხის ამაღლება, უნივერსიტეტისმატერიალურტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, სასწავლო პროცესის თანამედროვე ელექტრონულიმენეჯმენტის სისტემის დანერგვა, უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორთა საერთაშორისო მობილობისხელშეწყობა, აკადემიური რესურსის გაძლიერება, კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და საერთაშორისოთანამშრომლობის გარღმავება.”

მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1999 წლიდან მოღვაწეობს. 2007-2008 წლებში ის უნივერსიტეტის კანცლერი იყო. 2011 წელს გახდა malxaz nakashidzeასოცირებული პროფესორი. 2012 წელს იყო მიწვეული მკვლევარი ირლანდიაში, დუბლინის უნივერსიტეტში, სამართლისა და მმართველობის სკოლაში. 2014 წელს კონკურსის წესით  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი გახდა.

რექტორობის პრეტენდენტი გამარჯვების შემთხვევაში ძირეული ცვლილებებისგატარებას გეგმავს: ფაკულტეტები უნდა იყვნენ რაც შეიძლება დამოუკიდებელნიროგორც საკითხების გადაწყვეტაში, ისე ფინანსურად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია,უნივერსიტეტი არ იყოს მუდმივი ექსპერიმენტების პირობებში. სტუდენტს დაპროფესორს უნდა ჰქონდეს ნდობა ადმინისტრაციისადმი და სტაბილურობის განცდა.ასევე მნიშვნელოვანია შესაბამისი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა პროფესორმასწავლებლებისათვის. მათი შრომის ანაზღაურების დიფერენციაცია კვალიფიკაციის მიხედვით და იგი უნდაიზრდებოდეს პროფესორის მიღწევების შესაბამისადსრულად უნდა შეიცვალოს აკადემიურ თანამდებობებზეკონკურის ჩატარების არსებული პრაქტიკა.“

ყოფილი რექტორის ალიოშა ბაკურიძის მოღვაწეობას, როგორც აკადემიური საბჭოს წევრი, ზოგადადდადებითად აფასებს, თუმცა საუბრობს ხარვეზებზეც, რომელთა აღმოფხვრაც დღემდე ვერ მოხერხდა:ხელმძღვანელობამ ვერ შეძლო შეექმნა რეალური კონკურენტუნარიანი გარემო უფრო მეტი კვალიფიციურისპეციალისტების მოსაზიდად. გარდა ამისა, მიღებული იყო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებებიუნივერსიტეტის სტრუქტურასთან დაკავშირებით. ამ პერიოდში ვერ მოხერხდა უნივერიტეტის საწავლოპროცესის მართვის თანამედროვე, ელექტრონული სისტემის დანერგვა, რაც ქაოტურ სიტუაციას ქმნისუნივერსიტეტში. ხშირად გაუგებარია, ვინ რა საკითხზე არის პასუხისმგებელი, შესაბამისად არ არისგამართული სტუდენტთა მომსახურების სისტემა.“

მალხაზ ნაკაშიძე მიიჩნევს რომ უკვე ცნობილ რექტორობის მსურველ ოთხივე კანდიდატს გარკვეულიუპირატესობები გააჩნია. თუმცა პირადი ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, თვლის რომაკადემიური საბჭო არჩევანს სწორედ მასზე შეაჩერებს. გამაჩნია უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობაზემუშაობის 15 წლიანი გამოცდილება, ასევე უნივერსიტეტის მართვის გამოცდილება ადმინისტრაციისხელმძღვანელის პოზიციაზევარ იურისტი, კარგად ვიცნობ კანონმდებლობას, მაქვს საერთაშორისოპროექტებში მუშაობის გამოცდილება, კავშირები და ვფიქრობ, აკადემიური საბჭო თავის არჩევანს ჩემზეშეაჩერებს.“

საკუთარ შესაძლებლობებსა და  გამარჯვებაში დარწმუნებულია რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატირამაზ ხალვაში: ჩემს სავარაუდო კონკურენტებზე მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია, თუმცა ვფიქრობ,უნივერსიტეტის რექტორს სასურველია, ჰქონდეს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. ჩემი გამოცდილებისა დასამომავლო პრიორიტეტების გათვალისწინებით აკადემიური საბჭოს  წინდახედულობისა და მხარდაჭერისიმედი მაქვს.“

xalvashiრამაზ ხალვაში ბათუმის უნივერსიტეტში 20 წელია მოღვაწეობს. 1999 წლიდან ქართული ლიტერატურის კათედრის დოცენტია. 2003-2006 წლებში უნივერსიტეტის პარალელურად ბათუმის ნ. ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად მუშაობდა. 2007 წელს აირჩიეს ბსუ-ს სრულ პროფესორად. 2006-2010 წლებში აკადემიური საბჭოს წევრი იყო. 2012 წელს ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორ მანანა თანდაშვილთან ერთად უნივერსიტეტში  დიგიტალური ჰუმანიტარიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დაარსა. სამი მონოგრაფიისა და 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

რამაზ ხალვაში უნივერსიტეტის რექტორის პოსტზე საკუთარ შესაძლებლობებს უკვე მეორედ გამოცდის. ის რექტორის არჩევნებში 2008 წელსაც მონაწილეობდა და პირველი ტურის გამარჯვებულიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურის შედეგებით ბსუ-ს რექტორად ალიოშა ბაკურიძე აირჩიეს. მისი მთავარი გამოწვევა  უნივერსიტეტში  მართვისა და ადმინისტრირების ჯანსაღი სისტემის დანერგვა,  მენეჯმენტის სრულყოფა და კომპეტენციების დეტალური გამიჯვნა იქნება. სამწუხაროდ,უნივერსიტეტში პერმანენტული ხასიათი მიიღო უმიზნო რეორგანიზაციებმა. ერთერთი ბოლორეორგანიზაციის დროს სრულიად უსაფუძვლოდ გაუქმდა აგრარული ფაკულტეტი. კონკურსების ჩატარებისდროს არც თუ იშვიათად ირღვევა არჩევნების თავისუფლებისა და გამჭვირვალობის პრინციპი. არაჯანსაღატმოსფეროს ქმნის უნდობლობა პროფესორმასწავლებელთა მიმართ, მათი მუდმივი თვალთვალი და . .ადმინისტრაციული საქმის წარმოების მახინჯი პრაქტიკა.“

რამაზ ხალვაში მიიჩნევს, რომ 2008 წელს  რექტორის პოსტზე ალიოშა ბაკურიძის დანიშვნა იმჟამინდელიხელისუფლების მიერ  კანონების დარღვევით განხორციელდა. თუმცა ახალ რექტორს ბევრი დადებითითვისება აღმოაჩნდა და მისი მუშაობის პერიოდში უნივერსიტეტი სტაბილური განვითარების გზას დაადგა.

 „ლევან ვარშალომიძემ აკადემიური საბჭოს მთელი შემადგენლობა დაგვიბარა და პირდაპირ გვითხრა, რომხელისუფლება მხარს უჭერდა ალ. ბაკურიძეს. საბჭოში 12 წევრი ვიყავით და რამდენიმე ჩვენგანმა ამშეხვედრაზე პროტესტიც გამოთქვა. ამიტომ ხელისუფლება ბოლომდე ვერ მიენდო აკადემიურ საბჭოს დასაარჩევნო კომისიას არჩევნების პირველი ტური დანიშნული ბიულეტენებით ჩატაარებინა.“  

უნივერსიტეტში არსებული ხარვეზების წარმოქმნას  რამაზ ხალვაში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ წნეხში მოქცევას უკავშირებს. ქართული ლიტერატურის პროგრამული მიმართულებისხელმძღვანელი ადმინისტრაციის მხრიდან არასათანადო რესურსის გამოყენებასა და პრიორიტეტებისარასწორედ განსაზღვრაზე მიუთითებს:

არ მოქმედებს არც ერთი უფასო სადოქტორო პროგრამა, რითაც უნივერსიტეტი დოქტორანტებს ეუბნება, რომისინი არ სჭირდება მას. დარღვეულია განათლებისა და კვლევის ერთიანობა. უნივერსიტეტი არასათანადოდიყენებს შემოერთებული კვლევითი ინსტიტუტების რესურსებს. ნიკო ბერძენიშვილის სახელობის კვლევითიინსტიტუტის უმდიდრესი ბიბლიოთეკისთვის ადგილი ვერ გამოიძებნა და 20 ათასი წიგნი სხვენში, ტომრებშიინახება, მაშინ როცა უნივერსიტეტი მწვავედ განიცდის წიგნადი ფონდის პრობლემას.“

რექტორობის პრეტენდენტს უკვე ნათლად აქვს ჩამოყალიბებული თუ რა სახის ტექნოლოგიურ დამეთოდოლოგიურ ნოვაციებს დაამკვიდრებს, რომლებიც თვისებრივად ახალ შედეგებამდე მიიყვანსუნივერსიტეტს:  „უმოკლეს დროში უნდა შეიქმნას უნივერსიტეტის ელექტრონული პლატფორმა, რომელსაცაქტიურად იყენებენ ევროპის უნივერსიტეტები. აღნიშნულ პლატფორმაზე განთავსდება პრეზენტაციები დასასწავლო მასალა, გაიხსნება ფორუმი, აიტვირთება ელექტრონული ლექციები, ამოქმედდება  „24-საათიანისასწავლო სივრცედა ხორცი შეესხმება სასწავლო მასალის ელექტრონული ვიზუალიზაციის დიდაქტიკურსცენარს. ელექტრონული პლატფორმა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ნებისმიერ დროსმოინახულონსასწავლო  აუდიტორიამიიღონ მათთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, ფინანსური საკითხებითდაწყებული, სწავლის დაგეგმვითა და საკუთარი შედეგების კონტროლით დამთავრებული.“

ამ ეტაპზე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი და არჩევნებზე რექტორობის პრეტენდენტი ირაკლიბარამიძეც უნივერსიტეტის მთავარ პრიორიტეტად სწავლის დონის ამაღლებით  საერთაშორისო ასპარეზზეგასვლას მიიჩნევს: „რექტორად არჩევის შემთხვევაში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება ისეთი სტანდარტების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს არა მარტო ქართულ, არამედ ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით სივრცეში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფრო მეტად ინტეგრაციას, შავი ზღვის აუზის მნიშვნელოვან ცენტრად ქცევას. პრიორიტეტად გვესახება სწავლების დონის ამაღლება, ხარისხის გაუმჯობესება, საერთაშორისო კავშირ-ურთიერთობების გამყარება, პროფესორ-მასწავლებელთა და წარჩინებულ სტუდენტთა მეტად ჩართვა გაცვლით პროგრამებსა და პროექტებში.“

ბარამიძე 2010 წლიდან დღემდე რექტორის მოადგილე იყო სასწავლო დარგში. თვლის, რომ უნივერსიტეტში ერთ-ერთ მაღალ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება სამომავლოდ სწორი მართვის ჩამოყალიბებაში დაეხმარება. ალიოშა ბაკურიძის მოღვაწეობას რექტორის თანამდებობაზე კი ძალიან პოზიტიურს უწოდებს. მოსვლისთანავე მან დაიწყო საუნივერსიტეტო ცხოვრების მოდერნიზაცია, რამაცუნივერსიტეტში სწავლა  უფრო პრესტიჟული გახადა; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტთა რაოდენობა;უნივერსიტეტმა წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და წარდგენილმა ყველა საგანმანათლებლო პროგრამამმოიპოვა აკრედიტაცია; დღეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ ერთი სემესტრითა თუ ერთიწლით ისწავლონ თურქეთში, გერმანიაში, ნორვეგიაში, აზერბაიჯანში.“

 ირაკლი ბარამიძეც კონკურენტებთან შედარებით, საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებულია დააკადემიური საბჭოს მხარდაჭერის იმედი აქვს: არ ვაფასებ გადაჭარბებულად საკუთარ შესაძლებლობებს,თუმცა ვფიქრობ, რომ სხვა (უკვე ცნობილ თუ შესაძლო) კანდიდატებთან შედარებით არანაკლები შანსი მაქვსმოვიპოვო აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის გამოცდილება, რაც ბოლოთითქმის 5 წლის მანძილზე სასწავლო დარგში რექტორის მოადგილედ მუშაობის დროს დამიგროვდა.“

irakli baramidze 2ირაკლი ბარამიძე პროფესიით ისტორიკოსი, უნივერსიტეტში 2000 წლიდან მუშაობს. 2005-2007 წლებში  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო.  2010 წლიდან კი  სასწავლო დარგში რექტორის მოადგილეა.  გამოქვეყნებული აქვს 2 წიგნი და 30-ზე მეტი სამეცნიერო სტატია.

 „უნივერსიტეტის რექტორად ჩემი არჩევის შემთხვევაში, პრიორიტეტი იქნებაუნივერსიტეტში სტაბილური, აკადემიური და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა;აკადემიური რესურსების განვითარება; სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის ხელის შეწყობა; სწავლებისინტერნაციონალიზაციის პროცესის გაღრმავება; ინფრასტრუქტურის განვითარება;ადამიანური და მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენება;უნივერსიტეტსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების გაღრმავება“ –აცხადებს  aris.ge.განათლებასთან  საუბარში რექტორობის ერთადერთი ქალი კანდიდატი.

მარინა გიორგაძე მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში უნდა დასრულდეს ერთპიროვნული მმართველობა და ფაკულტეტებს განვითარებისთვის მეტი თავისუფლება მიეცეთ. ახალი რექტორის უმთავრეს სტრატეგიულ ამოცანად კი ირაკლი ბარამიძის მსგავსად ყველაზე წარმატებულ უნივერსიტეტთა რიგებში მოხვედრას მიიჩნევს:  არ მიმაჩნია სწორად ერთპიროვნულად გადაწყვეტილებების მიღება; ყველა ცვლილება, რომელსაცგავატარებ შეთანხმებული იქნება უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან, ადმინისტრაციასთან,ფაკულტეტებთან, სხვა სტრუქტურებთან; ვფიქრობ, აუცილებელია უნივერსიტეტის შიდა მოწყობისრეორგანიზება, ადამიანური და მატერიალური რესურსების მენეჯმენტის გაუმჯობესების მიზნით. ასევეაუცილებელია ფაკულტეტებს მიეცეს რეალური დამოუკიდებლობა, რაც მათ განვითარების მეტ პერსპექტივასმისცემს.“

marina giorgadzeმარინა გიორგაძე უნივერსიტეტში 1990 წლიდან მუშაობს.უნივერსიტეტში, შეიძლება ითქვას, მისი დაბადების დღიდან ვმუშაობ, 1990 წლიდან, თავდაპირველად მომიწვიეს კლასიკური ფილოლოგიისსასწავლო კურსების მასწავლებლად: 2004 წლიდან ფაკულტეტის დეკანივარ (ფაკულტეტის სახელწოდება ხშირად იცვლებოდა), ორჯერ, 2006 და2013 წლებში დეკანის არჩევნებში კოლეგებისა და სტუდენტებისმნიშვნელოვანი მხარდაჭერა და გამარჯვება მოვიპოვე, საკმაოდ რთულიკონკურენციის პირობებში.“

გამარჯვების შემთხვევაში მარინა გიორგაძე პირველი ქალი რექტორი იქნება ბსუ-ს ისტორიაში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათ ფაკულტეტის დეკანი ყოფილი რექტორის მოღვაწეობას დადებითად აფასებს, მგარამ ასევე მიიჩნევს, რომ ალიოშა ბაკურიძის მიერ განხორციელებული რიგი პროექტები მისთვის მიუღებელი იყო. რექტორობის ერთადერთი ქალი პრეტენდენტი კონკურენტების მიმართ კეთიგანწყობილია და საკუთარ შანსებს მათთან თანაფარდობაში მოიაზრებს: მინდა აღვნიშნო, რომ უაღრესად კეთილგანწყობილი ვარ მათ მიმართ, ისინი ჩემი უმცროსიკოლეგები არიან. მე კარგად ვიცნობ დასახელებულ კანდიდატებს, მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს და, ვფიქრობ,რომ ჩემი შანსები რეალურია.“

მიუხედავად ამისა, მაინც თვლის, რომ რექტორობის მსურველი ერთერთი კანდიდატის მალხაზ ნაკაშიძისაკადემიური საბჭოს წევრის სტატუსი დანარჩენებს მაინც კონკურენციის არათანაბარ  პირობებში აყენებს დაეს გარკვეულ უხერხულობას ქმნის. ფორმალურად ამით  კანონი არ ირღვევა, ბატონი მალხაზი იურისტია დაამას არ დაუშვებდა. თუმცა, სამართლიანად არ მიმაჩნია. თუ აკადემიური საბჭოს წევრი იყრის კენჭს, მან უნდაშეიჩეროს საბჭოს წევრობა.“

ირაკლი ბარამიძე კონკურენციის არათანაბარი პირობების შესახებ, მარინა გიორგაძის პოზიციას იზიარებს, თუმცა თვლის, რომ აკადემიური საბჭოს წევრის გარანტირებული ერთი ხმა რექტორის არჩევაში გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს.  ბუნებრივია, ეს ერთგვარად არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა კანდიდატებს, რადგანასეთ შემთხვევაში მას აქვს გარანტირებული ერთი ხმა, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს ხმა არ იქნება გადამწყვეტი.“რამაზ ხალვაშიც ირაკლი ბარამიძის პოზიციას ეთანხმება.

 თავად მალხაზ ნაკაშიძე, როგორც იურისტი, განმარტავს, რომ არც მოქმედი კანონმდებლობით და არცუნივერსიტეტის წესდებით კანონი არ ირღვევა და უკვე არსებულ მსგავს პრაქტიკაზე მიუთითებს. მოქმედიკანონმდებლობისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრს არეკრძალება მონაწილეობა მიიღოს რექტორის არჩევნებში როგორც კანდიდატმა და მიიღოს კენჭისყრაშიმონაწილეობა, რაც არის ფარული. ასეთი პრაქტიკაც არსებობს წარსულში ბათუმის უნივერსიტეტში, როდესაცაკადემიური საბჭოს წევრი როგორც კანდიდატი მონაწილეობდა რექტორის არჩევნებში.“

მიუხედავად მწარე პირადი გამოცდილებისა რამაზ ხალვაში დარწმუნებულია, რომ ახალი ხელისუფლება დემოკრატიული პრინციპების დაცვით უნივერსიტეტის საქმიანობაში ჩარევისგან ამჯერად თავს შეიკავებს: „დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლება რექტორის არჩევნებში არ ჩაერევა.“

მალხაზ ნაკაშიძეც ფიქრობს, რომ წელს იმავე დარღვევებით არ მოუწევს აკადემიურ საბჭოს გადაწყვეტილების მიღება. მას კვალიფიციური ადამიანებით დაკომპლექტებული აკადემიური საბჭოს წევრების დამოუკიდებელი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.

ჩვენი უნივერსიტეტი, მოგეხსენებათ, სახელმწიფო უნივერსიტეტია. ვინც არ უნდა გახდეს უნივერსიტეტისრექტორი, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს საქმიანი და დაბალანსებული  ურთიერთობა ადგილობრივ თუცენტრალურ მთავრობასთან. მაგრამ ეს არ ნიშნავს უნივერსიტეტის ავტონომიურობის იდეის შეზღუდვას, რაცდაცულია კანონით უმაღლესი განათლების შესახებ“ – აცხადებს მარინა გიორგაძე.

არჩევნებში ხელისუფლებისგან ყოველგვარ ჩარევას გამორიცხავს რექტორის მოვალეობის ეხლანდელიშემსრულებელი ირაკლი ბარამიძეც

ბათუმის  უნივერსიტეტში რექტორის არჩევნებზე რეგისტრაცია 23 თებერვალს დაიწყება. ამ ეტაპზე რექტორის პოსტის დასაკავებლოდ 4 სავარაუდო კანდიდატია ცნობილი. მათგან ერთერთს 8 წევრისგან შემდგარი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო 16 მარტს აირჩევს. მალხაზ ნაკაშიძე,  მარინა აროშიძე, გურამ ჩაგანავა, ვაჟა ვერულიძე, რუსუდან ხუხუნაიშვილი, გული შერვაშიძე, თეიმურაზ ქიქავა და ანზორ დევაძე – ასეთია წევრთა შემადგენლობა.

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის რექტორის პოსტი ვაკანტურად 22 იანვარს გამოცხადდა. ალიოშა ბაკურიძემ თანამდებობა უფლებამოსილების დასრულებიდან  წელიწადნახევრით ადრე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა.

მაია შავაძე – ბათუმი

http://edu.aris.ge/news/bsu-s-reqtorobis-msurveli-4-kandidatis-vinaoba-ukve-cnobilia.html

2015.03.04

მალხაზ ნაკაშიძე: რატომ უნდა ამირჩიონ უნივერსიტეტის რექტორად

 9 მარტს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 55-ე აუდიტორიაში, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებით, გაიმართება დისკუსია უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატებს შორის. დისკუსიამდე ორგანიზაციის მოხალისეები ამზადებენ ვიდეორგოლებს რექტორობის კანდიდატების შესახებ.

დისკუსია და ვიდეორგოლები მზადდება „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ პროექტის – „ახალგაზრდებში დემოკრატიული იდეების პოპულარიზაცია“- ფარგლებში.  პროექტი ხორციელდება „დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერით;

http://batumelebi.netgazeti.ge/GE/batumelebi/news/42062/

2015.03.05

უნივერსიტეტი: რეგისტრირებულია რექტორობის ოთხი კანდიდატი

ხვალ, 6 მარტს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა იწურება. უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, რეგისტრაციამდე ერთი დღით ადრე რექტორობის ოთხი კანდიდატია რეგისტრირებული.

დღეის მონაცემებით, რექტორობის რეგისტირებული კანდიდატები არიან: რამაზ ხალვაში, მალხაზ ნაკაშიძე, ირაკლი ბარამიძე და მანუჩარ ლორია. ოთხივე მათგანი უნივერსიტეტის თანამშრომელია.

უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს მარინა გიორგაძე.

საბუთების მიღება ხვალ, საღამოს 4 საათამდე გაგრძელდება, რექტორის არჩევნები კი 16 მარტს ჩატარდება.

უნივერსიტეტის რექტორი აირჩევა აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით, 4 წლის ვადით. რექტორის არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საარჩევნო კომისია.

უნივერსიტეტის რექტორმა ალიოშა ბაკურიძემ აკადემიურ საბჭოს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით 20 იანვარს მიმართა, რის შემდეგაც უნივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევნები დაინიშნა.

ბათუმის უნივერსიტეტი

ბათუმის უნივერსიტეტი

http://batumelebi.netgazeti.ge/GE/batumelebi/news/42108 

კრიზისი ბათუმის უნივერსიტეტში

21.01.2009

ბათუმის უნივერსიტეტი წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 600 ათასი ლარით დაფინანსდა. ეს სასწავლებლის მთლიანი ბიუჯეტის შვიდი პროცენტია. ბევრი პროფესორი თვლის, რომ ფინანსურ კრიზისს, შესაძლოა უნივერსიტეტმა ვერ გაუძლოს. კრიზისის დაძლევაში რექტორსა და კანცლერს შორის წარმოშობილ აზრთა სხვადასხვაობის გამო კანცლერმა თანამდებობა დატოვა. მიუხედავად ფინანსური პრობლემებისა, რექტორი ოპტიმისტურადაა განწყობილი.

ბათუმის უნივერსიტეტს სახელმწიფო აფინანსებდა. სახელმწიფო ფინანსებზე დაყრდნობით არის შექმნილი ყველა საუნივერსიტეტო, ადმინისტრაციული თუ აკადემიური სტრუქტურა. წელს უნივერსიტეტს ბიუჯეტიდან მხოლოდ 600 ათასი ლარი გადაეცა, რომლის ნახევარი, 300 ათასი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კონკრეტულ პროექტს უნდა მოხმარდეს. ანუ უნივერსიტეტმა, ძირითადად, სტუდენტების მიერ შეტანილი თანხებით უნდა იარსებოს, სტუდენტებს კი თანხის გადახდა ყოველთვის უჭირდათ. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბევრ მათგანს დავალიანება სახელმწიფომ დაუფარა.

პროფესორი უნივერსიტეტის ლიკვიდაციაზე

ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი, გიორგი მასალკინი შიშობს, რომ შექმნილი მდგომარეობა, შესაძლოა უნივერსიტეტისთვის კატასტროფული აღმოჩნდეს. მისი თქმით, ამის შიში ბევრ პროფესორს აქვს: `დაფინანსებასთან ერთად, აკრედიტაციის პირობების გამო, სტუდენტთა რაოდენობაც შეგვიმცირდა. უნივერსიტეტში ყველა მეორე იმაზე საუბრობს, რომ უნივერსიტეტი დაიხურება, ან გადაკეთდება, ან შენობა გაიყიდება. ხელისუფლებას ეს იდეაში ორი წლის წინ ჰქონდა კიდეც. ჩემი აზრით, უნივერსიტეტი ან ბოლომდე კერძო უნდა იყოს, ან მთლიანად სახელმწიფო კმაყოფაზე. ჩვენ კი ნახევარქათამასავით ვართ~.

მასალკინის განცხადებით, შექმნილი მდგომარეობა უნივერსიტეტში რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს. სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით გაჩენილი აზრთა სხვადასხვაობა გახდა კანცლერის გადადგომის მიზეზი: `გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრეთ კანცლერ მალხაზ ნაკაშიძეს, რომელსაც კრიზისის დაძლევაზე საკუთარი ხედვა ჰქონდა. მას თანამდებობიდან წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს. წასვლის მიზეზი, ალბათ, რექტორთან შეუთავსებლობა გახდა~.

ნაკაშიძე კრიზისის დასაძლევად რეორგანიზაციასა და ოპტიმიზაციას ითხოვდა. რექტორი კი პირიქით, დამატებით სამუშაო ადგილებს ქმნის.

 `არ მგონია, რომ რექტორი დამოუკიდებლად წყვეტდეს საკადრო პოლიტიკას. რა დანიშვნებიც მან ბოლო დროს განახორციელა, უფრო თბილისიდან, ლევან ვარშალომიძიდან და მიხეილ მახარაძიდან მოდის~, _ ამბობს მასალკინი. მისი ინფორმაციით, კანცლერის შემცვლელად აჭარის მთავრობის ორი ექსმინისტრი, ნათელა წიკლაშვილი და ედუარდ ფუტკარაძე მოიაზრებიან, რაც მას პოლიტიკურ დაკვეთად მიაჩნია.

რატომ გადადგა კანცლერი?

 უნივერსიტეტის კანცლერი, მალხაზ ნაკაშიძე რექტორთან დაპირისპირებას უარყოფს: `დაპირისპირება არ ყოფილა. რიგ საკითხებში მე მქონდა ჩემი პოზიცია, რომელსაც ყველა რექტორის დროს ვაფიქსირებდი. ჩემი წასვლის მიზეზი არის მთავრობის შემოთავაზება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გადასვლა მთხოვეს და ამ შემოთავაზებას დავთანხმდი~.

ნაკაშიძის თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტი 77 პროცენტით სტუდენტების მიერ გადახდილ თანხებზეა დამოკიდებული, დაახლოებით 10 პროცენტს თავისი შემოსავალი შეადგენს (რამდენიმე კომერციული სკოლა, ფართობის გაქირავება და ა.შ.), ცოტა უფრო ნაკლებით ბიუჯეტიდან ფინანსდება. მიზერული თანხები შემოდის პროფესორ-მასწავლებელთა გრანტებიდან და სხვა შემოსავლებიდან: `უნივერსიტეტმა ამ წლიდან საბიუჯეტო დამოუკიდებლობა მიიღო. ძირითადი შემოსავალი სტუდენტების შემონატანებია. ჩვენთან, უმრავლესობა, დაბალი აკადემიური მოსწრების სტუდენტია ანუ მათ სახელმწიფო გრანტი არ აქვთ. ე.ი. სწავლის საფასური ოჯახმა უნდა გაიღოს. სტუდენტების უმეტესობა მაღალმთიანი აჭარიდანაა. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა სოფლებში. ამიტომაც სტუდენტების უმრავლესობას გადახდის პრობლემები აქვს, შესაბამისად, უნივერსიტეტი, შესაძლოა, მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს~.

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს ნაკაშიძე უნივერსიტეტში ფაკულტეტებისა და სპეციალობების ოპტიმიზაციაში ხედავს: `სულ 4 000 სტუდენტი გვყავს. ამდენი სტუდენტი, საქართველოში წარმატებული სასწავლებლების თითო ფაკულტეტზე სწავლობს. შვიდი ფაკულტეტი გვქონდა და შემცირების ნაცვლად ცხრამდე გაიზარდა. უნივერსიტეტში დღეს არსებული სპეციალობების 70 პროცენტი ფინანსურად წამგებიანია. წამგებიანი სპეციალობები და ფაკულტეტები რამდენიმე ფინანსურად მომგებიანი ფაკულტეტებისა და სპეციალობების ხარჯზე არსებობს, რაც ფინანსურადაც გაუმართლებელია და სტუდენტთა განაწყენებასაც იწვევს~.

ნაკაშიძის თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტის დიდი ნაწილი მხოლოდ სახელფასო ფონდს ხმარდება, ამიტომაც უნივერსიტეტის განვითარებისთვის თანხები აღარ რჩება:
`მესმის, რომ ოპტიმიზაციას შტატების მნიშვნელოვნად შემცირება მოსდევს, რაც უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ჯობია უნივერსიტეტის გადარჩენისა და განვითარებისთვის ეს გაკეთდეს, თუნდაც ბევრი პროფესორის სახლში დაჯდომის ხარჯზე, ვიდრე მთელი უნივერსიტეტი დაიღუპოს~.

ნაკაშიძის განცხადებით, მან გასულ წელს ადმინისტრაცია 80 პროცენტით შეამცირა, რის ხარჯზეც პროფესორთა ხელფასები 200 ლარით გაიზარდა. უნდოდა აკადემიური პერსონალის შემცირებაც: `ბოლოს, გამოიყო სამედიცინო ფაკულტეტი, რისი აუცილებლობაც არ იყო. ამ ფაკულტეტის ადმინისტრაციაზე დამატებით 66 ათასი ლარი უნდა გაიხარჯოს. ეს რექტორის სუბიექტური მოსაზრებით გაკეთდა. ხელოვნების ფაკულტეტის სახელფასო ფონდი 500 ათასია, ხოლო სტუდენტთა შენატანი _ 230 ათასი. გვაქვს რამდენიმე სპეციალობა, რაზეც 3-5 სტუდენტი სწავლობს. რატომ უნდა შეინახოს ეს სპეციალობები წარმატებულმა ფაკულტეტებმა და სპეციალობებმა?~

რექტორის ოპტიმიზმი

უნივერსიტეტის რექტორი, ალეკო ბაკურიძე აცხადებს, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად, უნივერსიტეტი სტრატეგიულ პრინციპებზე უარს ვერ იტყვის: `ის, რომ ისტორიის სპეციალობაზე დღეს სტუდენტი აღარ გვყავს, იმას არ ნიშნავს, რომ ისტორია უნივერსიტეტში არ უნდა ისწავლებოდეს. სკოლებისთვის ისტორიის მასწავლებელი არ მოვამზადოთ? მართალია, ფინანსური პრობლემა არის, მაგრამ ეს პრობლემა სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს. იმავეს ვიტყვი ხელოვნების ფაკულტეტთან დაკავშირებით. თუ სტუდენტები ვერ ინახავენ ფაკულტეტს, ამიტომ რეგიონში ხელოვნება არ უნდა განვითარდეს?~.

რექტორი იმედოვნებს, რომ ფინანსების მოძიებაში მათ სახელმწიფო დაეხმარება. ამასთან, ის ფინანსების მოძიების ალტერნატიულ წყაროებზეც აქტიურად მუშაობს: `ჩვენ ვატარებთ ფინანსურ რეფორმას. ფაკულტეტებს თავიანთი შემოსავლების 70 პროცენტი დარჩებათ, მხოლოდ 30 პროცენტი მოხმარდება ცენტრალურ ადმინისტრაციას. ასე რომ, ყველა ფაკულტეტს განვითარებისთვის პირობა ექნება. რაც შეეხება სამედიცინო ფაკულტეტს, `ბათფარმას~ სახით გამოჩნდა კონკრეტული ინვესტორი, რომელიც მისთვის გარკვეული რაოდენობის სტუდენტთა მომზადებას აფინანსებს. ბიზნესსექტორთან ანალოგიურ პროექტებზე აქტიურად ვმუშაობთ~.

რექტორი ფინანსური კრიზისიდან გამოსავალს უნივერსიტეტის რეიტინგის ამაღლებაში ხედავს: `ჩვენთან ყველაზე დაბალი აკადემიური მაჩვენებლის სტუდენტები მოდიან. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის პროფესორ-მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე. ჩვენ სამეცნიერო მუშაობის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ _ საერთაშორისო დონის მეცნიერები უნდა გავზარდოთ, ამის პოტენციალი გვაქვს~. რეიტინგის ამაღლების შემთხვევაში, შესაძლებელია, ზოგიერთ სპეციალობაზე სწავლების საფასური გაიზარდოს.
რექტორი ფინანსური სიძნელეების მიუხედავად, ახალი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ეს არის პროფესორების უფასოდ გადამზადება ჩვენთან და უცხოეთში, ინგლისური ენისა და კომპიუტერის სწავლება, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის უფასო სწავლება და უნივერსიტეტის პიარი.

სტუდენტები სწავლების ხარისხის ამაღლებას ითხოვენ

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის წევრები სწავლების ხარისხის ამაღლებას მოითხოვენ. მათი თქმით, უნივერსიტეტში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი. `სტუდენტებს ბევრი ლექტორის წაკითხული ლექცია არ მოსწონთ, მათი ლექციები კომუნისტური გადმონაშთია. თბილისში, რიგ კერძო უმაღლეს სასწავლებლებში, თანამედროვე მეთოდებია დანერგილი. იქ ლექტორების დიდ ნაწილს საზღვარგარეთ აქვს განათლება მიღებული, ჩვენთან კი უმეტესობას საბჭოური სკოლა აქვს გავლილი და სწავლების მეთოდიც საბჭოურია~, _ აცხადებს თვითმმართველობის თავმჯდომარე ამირან გოგიავა.

სტუდენტებს უნივერსიტეტში რეფორმის შეჩერება არ მოსწონთ. მაგალითად, რამდენიმე წელია ბოლონიის პროცესთან მიერთებაზე საუბრობენ, თუმცა, ეს საკითხი ისევ ღიად რჩება. `ბევრი რამე უნდა შეცვლილიყო და არ შეიცვალა. ცვლილებებს დიდი დრო და ახალი სისხლი სჭირდება, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს. ამაში სტუდენტები აქტიურად ვაპირებთ ჩართვას. ჩემი აზრით, პირველ რიგში, რაც შეიძლება მეტი ლექტორი უნდა გადამზადდეს საზღვარგარეთ. ამაზე ხელისუფლებამ და სასწავლებლებმა უნდა იზრუნონ,~ _ აცხადებს გოგიავა.

სტუდენტებს ყველაზე მეტად პრაქტიკის პრობლემები აწუხებთ. უნივერსიტეტში მხოლოდ თეორიული კურსის გავლით მათ სპეციალისტებად ვერ ამზადებენ, რაც ყველაზე დიდ დარტყმას აყენებს უნივერსიტეტის პრესტიჟს. `პრაქტიკას გავდივართ, მაგრამ ამის დაფინანსება თავად გვიწევს. მე ბიოლოგიის სპეციალობას ვეუფლები, ანუ მინიმუმ ბუნებაში გასვლა და მცენარეული სამყაროს ადგილზე ნახვა აუცილებელია. ბიოლოგიას კაბინეტში ვერ ისწავლი. სამწუხაროდ, ლექტორის ბუნებაში წაყვანაც შეუძლებელი ხდება~, _ აცხადებს სტუდენტი სალომე სურმანიძე.

ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტის, ხატია ღოღობერიძის თქმით, პრაქტიკის მხრივ არსებულ პრობლემებს სუბიექტური მიზეზებიც აქვს: `უნივერსიტეტს საკუთარი გაზეთები აქვს. რადიოსა და ტელევიზიას რაც შეეხება, პრობლემებია. აჭარის რადიოში დაგვპირდნენ პრაქტიკას, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერი ისმის. სტუდენტების ნაწილმა დამოუკიდებელ მედიასაშუალებებში პრაქტიკის გავლა დამოუკიდებლად ვცადეთ, მაგრამ სპეციალობის კურატორმა, იოსებ სანიკიძემ გვითხრა, რომ ამას პრაქტიკად არ ჩაგვითვლიდა~.

Advertisements

დისკუსია დახურულია.

მალხაზ ნაკაშიძე ინსტაგრამზე

Advertisements