აქტივიზმი და ევროინტეგრაციის კამპანიებში მონაწილეობა
აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ – 2024 წელი
მალხაზ ნაკაშიძე აქტიურად მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების მიერ ევროინტეგრაციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ორგანიზებულ საპროტესტო აქციებში და სამოქალაქო კამპანიებში. საპროტექტო აქციები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის ქალაქ ბათუმში გაიმართა 2024 წლის აპრილ-მაისში, რომელშიც სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ქალაქის მოსახლების დიდი ნაწილი მონაწილეობდა.
საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის მაისში მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.
აქციები რუსული კანონის წინააღმდეგ – 2023 წელი
მალხაზ ნაკაშიძე ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში და სამოქალაქო კამპანიებში 2023 წლის მარტში.
საპროტესტო აქციების შედეგად საქართველოს მთავრობამ საბოლოოდ უარი თქვა ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებაზე.
ბათუმის უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვის მხარდაჭერა
ბსუ-ს სტუდენტთა ნაწილმა 2024 წლის 13 მაისს გაფიცვა გამოაცხადა. ისინი სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ აუდიტორიებში არ გამოცხადდებოდნენ რუსეული კანონის მიღების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ამ ფორმით ახალგაზრდები დედაქალაქში გაფიცულ სტუდენტებს სოლიდარობას უცხადებდნენ. გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სტუდენტური მოძრაობა „მარტიანელები“ ავრცელებდა.
ახალგაზრდების გაფიცვის გადაწყვეტილებას ბსუ-დან პირველი მალევე მალხაზ ნაკაშიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს და სოლიდარობას უცხადებს სტუდენტებს.
სამართლის პროფესორების და პრაქტიკოს იურისტთა წერილი
2024 წლის 12 მაისს გავრცელდა სამართლის პროფესორების, ლექტორების, მკვლევრებისა და პრაქტიკოსი იურისტების მიმართვა საქართველოს პარლამენტისადმი, რასაც ხელს აწერდა 500-მდე იურისტი, მათ შორის მალხაზ ნაკაშიძე. ტექსტში აღნიშნული იყო: საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი აქტი ან მოქმედება, რომელიც გვაშორებს ამ მიზანს, ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, დავამკვიდროთ დემოკრატიული წესწყობილება, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლების წყაროა ხალხი, ხელისუფლება კი იზღუდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებით. იხილეთ წერილი სრულად.
9 მაისი 2024 – ევროპის დღე და საფრთხე გაცვლითი პროგრამებისთვის
ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება სრულად შეწყდეს ერაზმუს + პროგრამის განხორციელება, როგორც ეს მოხდა რუსეთსა და ბელორუსში. გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს კანონის წინააღმდეგ და მოვუწოდებთ ყველა პროფესორს, სტუდენტს გამოხატონ თავიანთი პოზიცია საქართველოს კონსტიტუციისა და ევროკავშირის სამართლის საწინააღმდეგო კანონის წინააღმდეგ. იხილეთ სრულად
ეს კანონი შეგვეხება აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს – 9 აპრილი 2024
კანონი არ ემსახურება გამჭვირვალობას. ამ კანონის მიზანია არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და ცალკეული თავისუფალი პირების კონტროლი.
აქცია ბრიუსელში კანდიდატის სტატუსის მნიჭების დღეს
2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანიდატის სტატუსი მიენიჭა.
2023 წლის 14 დეკემბერს, ქალაქ ბრიუსელში მალხაზ ნაკაშიძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, სადაც ქართველმა ემიგრანტებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად სპეციალურად შეკერილი დროშა გაშალეს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “პრომოუთ ჯორჯიამ” დაამზადა.
უნივერსიტეტების პროფესორთა წერილი ევროკავშირს და პასუხი
2023 წლის 8 მაისს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორთა ხელმოწერით გაიგზავნა ღია წერილი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ქალბატონ რობერტა მეცოლას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბატონ შარლ მიშელის და ევროკომისიის პრეზიდენტს ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის სახელზე.
ღია წერილში პროფესორ-მასწავლებელები ევროკავშირს თხოვდნენ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. წერილის ერთ-ერთი ინიციატორი და ბსუ-დან ხელმომწერია ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე.
2023 წლის 10 ივლისს, გაგზავნილი წერილის პასუხად, პროფესორ-მასწავლებლებმა ევროკომისიისგან მიიღეს წერილი, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
პროფესორ-მასწავლებლების მიმართვა რუსული კანონის წინააღმდეგ
2023 წლის 6 მარტს, საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ–მასწავლებელმა და მეცნიერ–თანამშრომელმა რუსული კანონის წინააღმდეგ განცხადება გაავრცელა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან განცხადებას მხოლოდ რამდენიმე პროფესორ-მასწავლებელი, მათ შორის მალხაზ ნაკაშიძე შეუერთდა.
წერილი ევროკავშირს და ჯოზეფ ბორელის პასუხი
ორმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, 2022 წლის 8 მარტს ევროპულ სტრუქტურებს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თხოვნის წერილი გაუგზავნა. გაგზავნილ წერილს ხელი მოაწერა ყველა ყოფილი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა, მოქმედის გარდა. წერილს ხელს აწერდა მალხაზ ნაკაშიძე, როგორც ექსპერტი და ყოფილი საჯარო მოხელე. მიმართვაში საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მხარდაჭერა და სურვილი გამოხატა საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელმა. ხელმომწერებმა მიმართვაში ერთხმად გამოხატეს სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ. დაახლოებით ერთთვიანი განხილვის შემდეგ, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა“ და „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა“ ევროკავშირისგან პასუხი მიიღეს, რომელსაც აქვე გთავაზობთ.
განცხადება კონსტიტუციის 78-ე მუხლის დასაცავად
2023 წლის 3 მარტს გავრცელდა ICON•S საქართველოს (მალხაზ ნაკაშიძე, თანათავმჯდომარე) განცხადება პარლამენტში ინიცირებული, საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის შემაფერხებელი კანონპროექტების შესახებ. განცხადებაში აღნიშნული იყო: საჯარო სამართლის საერთაშორისო საზოგადოების ეროვნული წარმომადგენლობის – ICON•S საქართველოს სახელით, გამოვხატავთ ჩვენს მკვეთრად უარყოფით პოზიციას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტების საკანონმდებლო ინიციატივების თაობაზე და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის წევრებს მხარი არ დაუჭირონ მათ. იხილეთ ტექსტი სრულად