მალხაზ ნაკაშიძის უახლესი, ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო ჯილდოები/მიღწევები
აკადემიური მიღწევები ბსუ-ში და უცხოეთში (2011-2023)
ჟან მონეს კვლევითი სტიპენდია (Jean Monnet Fellowship) კვლევისთვის „სტაბილური ინსტიტუტები, როგორც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი კრიტერიუმები“, (პირველი სტიპენდია საქართველოს წარმომადგენელს), 2023-2024 სასწავლო წელი, ევროპის საუნივერსიტეტო ინსტიტუტი, რობერტ შუმანის წამყვანი კვლევების ცენტრი, ფლორენცია, იტალია, 2023
Erasmus + ჟან მონეს მოდული „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ევროპეიზაცია“ (TRIO.JOIN.EU, 101127000 – ERASMUS-JMO-2023-MODULE), (პირველი ჟან მონეს მოდული ბსუ-ში), სეზონური სკოლების დაფუძნება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბრიუსელი, ევროკომისია, 2023
ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული, უნივერსიტეტი „გოცე დელცევი” – შტიპში, სალექციო კურსი: ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და კანდიდატი ქვეყნების ევროპეიზაცია, ჩრდილოეთ მაკედონია, 2023 წლის 20-24 ნოემბერი
ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის გამარჯვებული, მიწვეული პროფესორი ბიალისტოკის უნივერსიტეტი, სალექციო კურსი: ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართალი და გაწევრიანების პროცესში არსებული სამართლებრივ-პოლიტიკური გამოწვევები, პოლონეთი, 2022 წლის 17-21 ოქტომბერი
Erasmus + ჟან მონეს კათედრა (620393-EPP-1-2020-1-GE-EPPJMO-CHAIR) – „ევროპული კავშირის ფუნდამენტური ღირებულებები: დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების დაცვა“, (პირველი ჟან მონეს კათედრის შექმნა ბსუ-ში), ბრიუსელი, ევროკომისია, 2020
ლატვიის სახელმწიფო კვლევის სტიპენდია 2018/2019, განათლებისა და განვითარების სახელმწიფო სააგენტო (SEDA), ლატვიის უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, რიგა, ლატვია, 2018
თურქეთის მთავრობის მევლანას პროგრამის გამარჯვებული (Mevlana Exchange Programme), დაფინანსებულია თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს (YOK) მიერ, სალექციო კურსი: შედარებითი კონსტიტუციური სამართალი, ათათურქის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ერზრუმი, თურქეთი, 2019 წლის 1-31 ოქტომბერი
ფულბრაიტის კვლევითი სტიპენდია პროფესორებისთის (Fulbright Visiting Scholar 2016-2017), (პირველი სტიპენდია ბსუ-დან და საქართველოს რეგიონებიდან), ბოსტონის კოლეჯის სამართლის სკოლა, აშშ, დაფინანსებულია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, 2016 წლის 23 ნოემბერი-2017 წლის 30 ივლისი
პოსტ სადოქტორო კვლევითი სტიპენდია, დუბლინის უნივერსიტეტი, სამართლისა და მმართველობის სკოლა, ირლანდია, ცენტრალური აზიისა და კავკასიის კვლევისა და ტრენინგის ინიციატივა 2011-2013 (CARTI), უმაღლესი განათლების მხარდაჭერის პროგრამა, გაცემულია ღია საზოგადოების ფონდების მიერ, 2012 წლის 1 სექტემბერი-31 დეკემბერი
მიღწევები უნივერსიტეტში და საჯარო სამსახურში
მიღწევები უნივერსიტეტში
2003-2004 წლები – მალხაზ ნაკაშიძე აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში და მონაწილეობას იღებდა მნიშვნელოვან ცვლილებებში სხვადასხვა ეტაპზე. მათ შორის აღსანიშნავია 2004 წელს ბსუ-ში პროფესიული კავშირის “ღირსება” დაფუძნება (გამგეობის თავმჯდომარე), საპროტესტო გამოსვლები კოლეგებთან და სტუდენტებთან ერთად აჭარის ავტორიტარული ხელისუფლების, ბსუ-ში კორუფციის წინააღმდეგ. საზოგადოების საპროტესტო აქციების შედეგად, გადადგა აჭარის მთავრობა, ხოლო შემდეგ სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებელთა მოთხოვნით, ასევე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა (რექტორი, მოადგილეები, დეკანები). უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადადგომის შემდეგ, მალხაზ ნაკაშიძე კოლეგებთან ერთად, მონაწილეობდა რექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის არჩევაში, ხოლო შემდეგ, ხელმძღვანელობდა ყველა ფაკულტეტზე, პირველ, კორუფციისგან თავისუფალ მისაღები გამოცდების ორგანიზებას უნივერსიტეტში. ასევე თავად იყო სამართლის ფაკულტეტის მისაღები გამოცდების კომისიის თავმჯდომარე. მალხაზ ნაკაშიძემ მოამზადა მისაღები გამოცდების ჩატარების წესი, რომელიც ითვალისწიბენდა გამჭვირვალე და სამართლიან პროცედურებს, მათ შორის სტუდენტებისგან შექმნილი დამკვირვებლების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. ამ ღონისძიების შედეგად, პირველად ბსუ-ს ისტორიაში, ჯერ კიდევ საქართველოში ეროვნული გამოცდების ამოქმედებამდე, ჩატარდა კორუფციისგან თავისუფალი გამოცდები, რის შედეგადაც ასეულობით ახალგაზრდას პირველად მიეცა ქრთამის გადახდის გარეშე უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობა. ბევრი მათგანი დღეს აგრძელებს წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის უკავიათ მაღალი თანამდებობები საჯარო და კერძო სექტორში, პოლიტიკურ პარტიებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში.
2007-2008 წლები – მალხაზ ნაკაშიძემ, აჭარის მთავრობის შეთავაზებით, 2007 წელს დატოვა აჭარის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობა და არჩეულ იქნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად (კანცლერად). ის როგორც ბსუ-ს ლექტორი, კარგად იცნობდა უნივერსიტეტს, დაინტერესებული იყო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმებით და კანცლერის პოზიციის დაკავების მიზანი იყო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა. ცნობილია, რომ “აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო, სახელოვნებო და ზოგიერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის23 თებერვლის №37 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა რეგიონში არსებული ყველა დაწესებულების რეორგანიზაცია და მათი გაერთიანების გზით დაფუძნდა „საჯარო სამართლისიურიდიული პირი – შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მალხაზ ნაკაშიძის არჩევის მიზანი იყო რეორგანიზაციის სამართლებრივი და საფინანსო-ეკონომიკური პროცესის ხელმძღვანელობა. ამ პერიოდში მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ბსუ-ში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები:
– მიღებულ იქნა უნივერსიტეტის ახალი წესდება, მისგან გამომდინარე ყველა საუნივერსიტეტი დებულება თუ აქტი, მათ შორის უნივერსიტეტის შინაგანაწესი და ბსუ-ში გაერთიანდა აჭარის არ ტერიტორიაზე არსებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
– განხორციელებული რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ახალი სტრუქტურა, რაც მცირე ცვლილებებით დღესაც მოქმედებს;
– უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად მომზადდა, მიღებულ იქნა და დაინერგა თანამედროვე, ევროპულ გამოცდილებაზე დაფუძნებული თანამშრომელთა პროფესიული ეთიკის კოდექსი;
– უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, მიღებულ იქნა უნივერსიტეტის ბიუჯეტის მომზადების, ასევე საჯარო განხილვის გამჭვირვალე (პირველად დაიწყო აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ღია განხილვა) წესი და ბიუჯეტი პირველად გამოქვეყნდა საჯაროდ;
– პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში განხორციელდა საბიუჯეტო დეცენტრალიზაცია, ფაკულტეტებს თავიანთი დამოუკიდებელი ბიუჯეტი გამოეყოთ, რომელიც შეეძლოთ ფაკულტეტის საბჭოს და დეკანის გადაწყვეტილებით განეკარგათ;
– უნივერსიტეტში გატარებული რეფორმების შედეგად, დამტკიცდა ახალი საშტატო განრიგი, პირველად გაიზარდა პროფესორ-მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება და იგი განისაზღვრა თანამდებობრივი რანგირების მიხედვით (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი);
– უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, სტუდენტების სოციალური მხარდაჭერის მიზნით, მანამდე მოქმედი, თანამდებობის პირების მიერ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების ნაცვლად, ამოქმედდა საკონკურსო სოციალური პროგრამა “შეღავათები სწავლის საფასურში”;
– პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში, მიღებულ იქნა დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების საკონკუროს წესი და პირველად ჩატარდა საჯარო კონკურსები ადმინისტრაციაში, რის შედეგადად ბევრი კვალიფიციური პირი დასაქმდა უნივერსიტეტში;
– პირველად უნივერსიტეტის ისტორიაში, ევროპული გამოცდილების გაზიარებით, სტუდენტურ თვითმმართველობას გადაეცა საკუთარი ბიუჯეტი, რომელიც შეეძლოთ ადმინისტრაციისგან დამოუკიდებლად განეკარგათ, დაინერგა სტუდენტური კლუბების სისტემა;
– შიქმნა სტუდენტთა სასწავლო საიმიტაციო სასამართლო დარბაზი და უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე ამოქმედდა საფაკულტეტო ბიბლიოთეკები;
– უნივერსიტეტში დაინერგა საფინანსო-ეკონომიკური პროცესის მართვის, ასევე საქმისწარმოების თანამედროვე ტექნოლოგიები და პროგრამები, რითაც შესაძლებელი გახდა მართვის სისტემის გამარტივება და გაიმჯობესება;
– 2007 წელს, ჩამოყალიბდა ბსუ-ს გამომცემლობა, როგორც სტრუქტურული ერთეული, შეძენილ იქნა თანამედროვე სტამბის აპარატი, რამაც ხელი შეუწყო ხარისხიანი სწავლებისა და სამეცნიერო კვლევების წარმართვას;
– განხორციელდა ასევე ბევრი სხვა მნიშვნელოვანი პროექტები.
მიღწევები საჯარო სამსახურში
2004-2005 წლები – როგორც ცნობილია 2004 წლამდე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობას და ბევრ შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გასული იყო საქართველოს საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან. მალხაზ ნაკაშიძე, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განხორციელებულ სამართლებრივ რეფორმებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. ის არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული სხვადასხვა კანონპროექტის ავტორი. შედეგად ყველა სამართლებრივი აქტი შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კანონმდებლობასთან.
2005-2006 წლები – მალხაზ ნაკაშიძე, როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დეპარტამენტის უფროსი, ზედამხედველობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების სამართლებრივი ექსპერტიზის, საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის და რეგისტრაციის პროცესს. ამ პერიოდში განხორციელდა აჭარაში მოქმედი ყველა არასამთავრობო, არასამეწარმეო, არაკომერციული ორგანიზაციების რეგისტრაცია, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის აქტების მომზადება, ექსპერტიზა და რეგისტრაცია. 2004 წლამდე ეს პროცესი აჭარაში ეს პროცესი სამართლებრივად მოწესრიგებული არ ყოფილა რეგიონში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი მდგომარეობის და საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო. გატარებული რეფორმების შედეგად, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში, მიღებულ იქნა საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე, ახალი ნორმატიული აქტები და შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს კანონმდებლობასთან.