სეზონური სკოლების/კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოში/უცხოეთში

ჟან მონეს საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია ევროკავშირში: თანამედროვე გამოწვევები და საქართველო“ – ტარდება 2020 წლიდან ყოველ წელს ქ. ბათუმში

ჟან მონეს ზამთრის სკოლა „ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები და ევროპეიზაცია“ – 2023 წლიდან ტარდება ყოველ წელს ქ. ბათუმში

სკოლები მიზნად ისახავს ევროკავშირის ღირებულებების პოპულარიზაციას, ევროკავშირის შესახებ კვლევებისა და სწავლების განვითარების ხელშეწყობის გზით და დიდი ინტერესით სარგებლობს სტუდენტებს შორის.

სოციალურ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიური კონფერენცია

ტარდება 2013 წლიდან ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დღემდე კონფერენცია ჩატარდა სტამბოლში, ბარსელონაში და პრაღაში. 

ღონისძიებაში მონაწილეობენ პროფესორები, დოქტორანტები, სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

კონფერენციის მოხსენებები ქვეყნდება ელექტრონულ კრებულში, რომელიც განთავსებულია კონფერენციის ვებგვერდზე.

საზაფხულო სკოლა „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები

მალხაზ ნაკაშიძე არის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის „კონსტიტუციური დემოკრატია: თანამედროვე გამოწვევები“ დამფუძნებელი. სკოლაში ლექციები წაიკითხეს ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორმა რიჩარდ ალბერტმა, ჰემლაინის უნივერსიტეტის პროფესორმა დევიდ შულცმა და მიკოლას რომერის უნივერსიტეტის პროფესორმა თომა ბირმონტიენემ. სკოლის ფარგლებში ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პროფესორის რიჩარდ ალბერტის წიგნის – „საკონსტიტუციო ცვლილებები: როგორ იქმნება, ირღვევა და იცვლება კონსტიტუციები“ პრეზენტაცია გაიმართა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს http://conststudies.com

Scroll Up
www