მალხაზ ნაკაშიძე საქართველოში ასწავლის შემდეგ სასწავლო კურსებს:
მალხაზ ნაკაშიძეს აქვს საქართველოში და უცხოეთში, უნივერსიტეტში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. ამჟამად ის ასწავლის შემდეგ სასწავლო კურსებს:
– შესავალი საკონსტიტუციო სამართალში (ბაკალავრიატი);
– საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი (ბაკალავრიატი);
– ევროკავშირის კონსტიტუციური სამართალი (ბაკალავრიატი);
– ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირში (ბაკალავრიატი);
– შედარებითი კონსტიტუციური სამართალი (მაგისტრატურა);
– კონსტიტუციური სამართალშემოქმედება (მაგისტრატურა);
– დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ევროპეიზაცია (მაგისტრატურა);
– ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები (მაგისტრატურა).
სწავლება საზღვარგარეთ
სიენას უნივერსიტეტი, იტალია
2024 წლის 3 მაისს, მალხაზ ნაკაშიძემ, სიენას უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხებზე.
ლექცია ჩატარდა სიენას უნივერსიტეტის ევროპული და შედარებითი საჯარო სამართლის სწავლებისა და კვლევის ჯგუფის (DIPEC) პროექტის ფარგლებში, პროფესორების ტანია გროპისა და ვალენტინა კარლინოს მიწვევით და ორგანიზებით.
ფლორენციის უნივერსიტეტი, იტალია
2024 წლის 23 მარტს, მალხაზ ნაკაშიძემ, ფლორენციის უნივერსიტეტში, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების და სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ევროინტეგრაციის საკითხებზე.
ლექცია ჩატარდა ევროპისა საუნივერსიტეტო ინსტიტუტის კვლევითი ჯგუფის Ponte Europa (EUI) მიწვევით და ქალაქ ფლორენციის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით პროექტის პროექტის “EU Talks” ფარგლებში.
უნივერსიტეტი „გოცე დელცევი”, ჩრდილოეთ მაკედონია
2023 წლის 20-24 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური ვიზიტით ჩრდილოეთ მაკედონიის უნივერსიტეტ „გოცე დელცევი” – შტიპის იურიდიულ ფაკულტეტს ეწვია. პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევების შესახებ.
ბიალისტოკის უნივერსიტეტი, პოლონეთი
2022 წლის 17-21 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ჟან მონეს კათედრის ხელმძღვანელი მალხაზ ნაკაშიძე „ერაზმუს+“-ის აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აკადემიური ვიზიტით ბიალისტოკის უნივერსიტეტს ეწვია. პროფესორმა მალხაზ ნაკაშიძემ ბილისტოკის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები ევროკავშირის საკონსტიტუციო სამართლის, ევროკავშირში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გამოწვევების შესახებ.